გარემოსდამცველები მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან
ფოტო: shutterstock.com
გარემოსდამცველებმა, სამთო და საფეხმავლო გიდებმა სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს. ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს.
პეტიციაში ნათქვამია, რომ პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზა გადაკვეთს აქამდე ხელუხლებელ მთებს, ტყეებს, უღელტეხილებს, დაცულ ტერიტორიებს და მისი მშენებლობა გამოიწვევს მეწყერების, ღვარცოფებისა და ხანძრების ზრდას.
ამასთან, პეტიციის ავტორთა მოსაზრებით, აღნიშნული გზის მშენებლობა მძიმე დარტყმას მიაყენებს სათავგადასავლო და ეკო ტურიზმს. დიდი თოვლის, მეწყერებისა და ღვარცოფების გამო, გზის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება კი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი არსებული გზების გონივრული და მდგრადი განვითარებისა, რომლებიც აკავშირებს ჩამოთვლილ სოფლებს ერთმანეთთან და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დაზიანებული გზების შეკეთებას. რასაც ვაპროტესტებთ, ეს არის ახალი და სრულიად უსარგებლო გზების მშენებლობა“ - ამბობს პეტიციის ავტორი, არჩილ ქიქოძე.
20-21 თებერვალს, ახმეტასა და დუშეთში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ცალკეული ნაწილების საჯარო განხილვა გაიმართება. ღონისძიებები ახმეტაში 20 თებერვალს, დუშეთში კი 21 თებერვალს, მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში 15:00 საათზეა დაგეგმილი.
ახმეტაში საჯაროდ განსახილველი პროექტი ძიბახევი-ხადორის ხეობის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია/მშენებლობას მოიცავს. საპროექტო მონაკვეთი იწყება სოფელ ბირკიანის ტერიტორიაზე, მიუყვება მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროს (მდინარის მიმართულების საპირისპიროდ) დამთავრდება ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რაც შეეხება დუშეთში განსახილველ პროექტს, მისი მიზანია ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზიდან სოფელ როშკამდე მისასვლელი ახალი, 6.4 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. საპროექტო გზა იწყება ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 57 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 1471 მეტრ სიმაღლეზე მიუყვება მდინარე ბლოსღელეს ხეობის მარჯვენა ფერდს და მთავრდება სოფელ როშკაში, ზღვის დონიდან 2014 მეტრ სიმაღლეზე.
ყველა სიახლე
30 ივლისი 2026, 15:34
რეგიონი
2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება
2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება, - ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 15:25
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისევე როგორც სომხეთს სჭირდება საქართველო
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, როგორც საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისე სომხეთს სჭირდება საქართველო.
30 ივლისი 2026, 15:00
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა: არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ შიშიც, ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს, თუ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იქნება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი დილემა პოლიტსაბჭოსთვის სააკაშვილის „სული“ და მისი სურვილები იქნება:
30 ივლისი 2026, 14:58
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია გამოაცხადა. ამჯერად, პროგრამის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან შეირჩევიან.
30 ივლისი 2026, 14:57
მსოფლიო
სომხეთში სომხების შეურაცხყოფის გამო რუსი ბლოგერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუს ბლოგერს ნადეჟდა პიროჟკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც სომხებს „ვარდავარის“ დღესასწაულის გამო შეურაცხყოფას აყენებდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 14:46
სამართალი
სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 14:42
მსოფლიო
POLITICO-ს ინფორმაციით, პოლონეთის მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში „კანონი და სამართლიანობა“ განხეთქილებაა. პარტია პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დატოვა
გამოცემა POLITICO წერს, რომ პოლონეთში 2027 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება.
30 ივლისი 2026, 14:38
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 14:35
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით
ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
30 ივლისი 2026, 14:32
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: ყველაფერი მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური თავდასხმის დროს დღეს დილით პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო ობიექტი ჩამოვარდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 14:31
სამართალი
საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, კერძო კომპანიაში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 14:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს წარსულის პატივისცემას, აწმყოს უსაფრთხოებას და მომავლის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, უმნიშვნელოვანესია
„ქართული ოცნების“ გუნდის მიერ არაერთი ინიციატივა შემუშავდა მათ შორის სუვერენიტეტის გაძლიერების მიმართულებით, ერთ-ერთი მაგალითია გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ერთის მხრივ სუვერენიტეტის გაძლიერებას, მეორეს მხრივ მონიტორინგს უწევს ყველა იმ თანხებს, რომელიც საქართველოში შემოდის, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი პირდაპირ ღირებულებების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული , - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ
30 ივლისი 2026, 14:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც
რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
30 ივლისი 2026, 14:17
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეგიონებში არის გამოწვევები. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამართული. მამუკა მდინარაძე ამ ყველაფრის ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს
„რა თქმა უნდა, რეგიონებში არის გამოწვევები და ეს გამოწვევები არის როგორც მმართველობით სისტემაში, ისე გადაწყვეტილების მიღებასა და ბიუროკრატიის დაჩქარებაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამართული. ეს უფრო მმართველობით ვერტიკალის ისეთ დონეზე გამართვას უკავშირდება, რომ რეგიონისთვის საჭირო აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება მაქსიმალურად ეფექტიანად, სწრაფად მიიღებოდეს. მამუკა მდინარაძე ამ ყველაფრის ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს მაჭავარიანი.
30 ივლისი 2026, 14:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით იქნება საკმაოდ ეფექტური ამ საკითხების როგორც გადაწყვეტა, ასევე სამომავლოდ დაგეგმვა, თუ როგორ შეიძლება, რომ უფრო უკეთესად მოვუაროთ და განვავითაროთ რეგიონები
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასა და აღნიშნულ თანამდებობაზე მომავალში მამუკა მდინარაძის მუშაობის მოსალოდნელ შედეგს აფასებს.
30 ივლისი 2026, 14:07
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თაღლითობის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია
ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის ლოგოს, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 14:00
მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა რუსული კომპანია Wildberries-ის კიდევ ორი საწყობი დაბომბეს
უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტის Wildberries-ის კიდევ ორ საწყობს დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 13:40
მსოფლიო
Reuters: ბერძენი მეხანძრეები ზედიზედ მეორე დღეა კრეტაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან
ბერძენი მეხანძრეები უკვე მეორე დღეა ზედიზედ კუნძულ კრეტაზე გაჩენილ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 13:29
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა
საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა, - ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
30 ივლისი 2026, 13:29
პოლიტიკა
გიორგი შანიძე: მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას
მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, მსახიობმა, გიორგი შანიძემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით საუბრისას, რომელიც მიმართული იქნება ეკლესიის, ისტორიის, ეროვნული გმირების და ა.შ. სამართლებრივი დაცვისკენ.


