ფადი ასლი: ომეგა მთავრობას უსამართლოდ ესხმის თავს
ფადი ასლი
ომეგა ჯგუფის განცხადებას, რომ მათ ფინანსურ პრობლემებს მიზანმიმართულად უქმნიან, "საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ თავმჯდომარე, ფადი ასლი დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ ომეგა ჯგუფის პრეტენზიები სასაცილოა, რადგან მათი კომპანიის ფინანსური პრობლემების გადაბრალება სახელმწიფოზე უსამართლოა.
ფადი ასლი ამბობს, რომ ომეგა ჯგუფს ანალოგიური სარჩელი ჰქონდა თავისი კომპანიის წინააღმდეგ, მაშინ სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და ათეულობით მილიონით დააზარალა ინვესტორი. ახლა ომეგას სურდა, რომ “British American Tobacco-სგან მიღებული შემოსავლით ვალები დაფაროს, რაც არ გამოვიდა.
“ომეგა ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა იყო ჩართული მათთვის 270 მილიონი ლარის ჩამორთმევაში, რომლის თაღლითური გზით მიღებაც მათ “British American Tobacco-სგან“ უნდოდათ, და ამან გამოიწვია ფინანსური პრობლემები, რადგან მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ ფულით დავალიანებებს და ფინანსურ ვალდებულებებს დაფარავდნენ. ახლა კი სასამართლომ მათ ამ ფულის მიღებაზე უარი უთხრა, რადგან სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, კორუმპირებული ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილება გააუქმა და ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობა ამაზე პასუხისმგებელია, რაც არის აბსოლუტურად სასაცილო ბრალდება. ეს ამბავი ჰგავს გაკოტრებული პირის ისტორიას, რომელიც ბანკის გასაძარცვად წავა, პოლიცია მას შეაჩერებს, ის კი პოლიციას თავის ფინანსურ პრობლემებში დაადანაშაულებს, რადგან მას ბანკის გაძარცვის საშუალება არ მისცეს. გვჯერა, რომ „ომეგა“ უსამართლოდ ესხმის თავს მთავრობას და იქცევა ბავშვურად არაპროფესიონალურად, ამას არავინ დაიჯერებს, ისინი თავს სასაცილოდ იხდიან. არ ვიცი რა ხდება „იბერიასთან“ დაკავშირებით, „იბერია“ ამ ჯგუფის ნაწილია. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ „იბერიაა“ პრობლემა. ვფიქრობ, მთელ ჯგუფს აქვს ფინანსური პრობლემები. მიმაჩნია, რომ „იბერიაზე“ საუბრის მცდელობა და იმის თქმა, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა, არ არის პროფესიონალური”, – განაცხადა ფადი ასლიმ.
მერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ჯოუგლი კი ფიქრობს, რომ ომეგას ბრალდებები არის თავდასხმა სახელმწიფოზე.
„ჩვენ ამ პროცესს თავიდანვე ვაკვირდებით. მინდა ვთქვა მარტივად, როდესაც სასამართლომ მიიღო პირველი გადაწყვეტილება 100 მილიონ დოლართან დაკავშირებით, ეს სასაცილოდ მოგვეჩვენა. საქმის ყველა დეტალი რომ გაითვალისწინო, ეს იყო აბსოლუტურად, არაპროპორციულად ლოგიკური ბიზნესკონცეფციიდან გამომდინარე. საქმის ხარისხიც რომ დავივიწყოთ, ამ გადაწყვეტილებით მიღებული ციფრი აზრს მოკლებული იყო. ჩვენ ამას ვაცნობიერებით. ჩვენ და ჩვენი წევრები არ ვიყავით ბედნიერები, თუმცა მოხარულები ვიყავით, რომ სასამართლო პროცესს მივყვებოდით. ჩვენ ვიყავით შეშფოთებულები, შეგვქონდა საჩივრები, სადაც კი შეგვეძლო. შემდეგ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს და მან გადაწყვეტილება გააუქმა. დეკემბერში კი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოდ გადაწყვეტილება. ჩვენი აზრით, ამან აჩვენა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივმა პროცესმა იმუშავა. ყველაფერი, რასაც ამის შემდეგ „ომეგას“ მხრიდან ვხედავთ, ყალბია. არ ვიცი, ფინანსური მდგომარეობა და მოქმედებების ნამდვილი მიზანი. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ სასამართლო სამართლიანი იყო და პროცესი სწორად წარიმართა”, – განაცხადა მაიკლ ჯოუგლიმ.
“იბერიის“ მესაკუთრე, დეპუტატი ნატო ჩხეიძე ტელეკომპანიის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმიანება და თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ განმარტავს, რომ ტელეკომპანიის მიმართ დღევანდელი ვითარება 2004 წლის ამბებისგან ძალიან განსხვავებულია.
“ომეგა“ ჯგუფში ბევრი კომპანია შედის. მის მიერ უამრავი ადამიანია დასაქმებული. “ომეგა“ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი სექტორი ფაბრიკაა, რომელიც ახლა, გარკვეული მიზეზების გამო, დაზარალებულია. ეს მიზეზები არალეგალური მოქმედებებია. საქმის კურსში არიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, მთავრობა და სასამართლოც. საკითხის შესახებ დავა სასამართლოში მიმდინარეობს...
მანამდე ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტების სახელით ეთერში განცხადება წაიკითხა ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა.
ჟურნალისტის განცხადებით, ტელეკომპანიას ფინანსურ პრობლემები აქვს. რაც მათი ვარაუდით მიზანმიმართულად ხდება, რათა ტელევიზიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით.
იბერიის განცხადებას მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრი გამოეხმაურა და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას „სრული აბსურდი“ უწოდა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
02 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.
02 აპრილი 2026, 18:22
საზოგადოება
თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები
თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.
02 აპრილი 2026, 18:19
რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
02 აპრილი 2026, 18:18
საზოგადოება
ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი
„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:14
საზოგადოება
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს
მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
02 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:06
საზოგადოება
დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია
გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან
უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
02 აპრილი 2026, 17:53
პოლიტიკა
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
02 აპრილი 2026, 17:51
მსოფლიო
Reuters: რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა
რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.
02 აპრილი 2026, 17:41
საზოგადოება
მამა გიორგი ბერაძე: ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა
ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა, - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ.
02 აპრილი 2026, 17:37
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 17:35
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების ფაქტებს განიხილავს
სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომისიამ „ფორმულას“ შემთხვევაში 20 სავარაუდო დარღვევა გამოავლინა, 18 დარღვევა - „ტვ პირველზე“, 7 - „პოს ტვ“-ის შემთხვევაში და 4 - „იმედზე“. კომისიის დასკვნა 8 აპრილს გახდება ცნობილი.


