ბექა ნაცვლიშვილი: ტრეფიკინგია, როდესაც ადამიანები ზეგანაკვეთურად ანაზღაურების გარეშე მუშაობენ
ბექა ნაცვლიშვილი
ფოტო: facebook
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ყალბი ცნობიერება არსებობს იმის, რომ დასაქმებული ადამიანი უბრალო ჭანჭიკია, რომელიც, რომ დაძველდება ან გაფუჭდება, უნდა გადააგდო. ამის შესახებ 1tv წერს.
ბექა ნაცვლიშვილმა შრომის უსაფრთხოებასა და შრომის უფლებებზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ილაპარა, სადაც ამ წუთებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ.
დეპუტატის ცნობით, სასამართლო ინსტანციებში შრომის დავა საშუალოდ სამი წლის განმავლობაში გრძელდება და ამით ზიანდებიან როგორც დასაქმებულები, ასევე დამსაქმებლები. შესაბამისად, ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით, ამ სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი შრომის სპეციალური სასამართლო კოლეგიის შექმნა, ან შრომითი დავების განმხილველი მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია იქნება.
"იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართავთ, რომ მოსამართლეების რაოდენობა დაადგინოს, რომელიც განკუთვნილი შრომით დავებზე იქნება. ეს კანონპროექტი ზედამხედველობის მოცვის თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელი არ არის. არგუმენტი ვერ მოვისმინე, ცვლილებები ყველა დანარჩენ სფეროზე რატომ არ უნდა გავრცელდეს, რომელზეც არ ვრცელდება. ვერც ის მოვისმინე, შრომითი ინსპექციის ინსპექტირება ზოგადად შრომის უფლებებზე როდის გავრცელდება. შრომის უსაფრთხოება და შრომითი უფლებები ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია. ყალბი ცნობიერება არსებობს იმის, რომ დღემდე დასაქმებული უბრალო ჭანჭიკია, რომელიც რომ დაძველდება ან გაფუჭდება, უნდა გადააგდო. დოვლათის შექმნის პროცესში დასაქმებული ადამიანი საერთოდ არ მონაწილეობს. ამ ლოგიკას სანამ გავაგრძელებთ, ჩვენი თანამოქალაქეების, მშრომელების ღირსეულ უფლებებზე ასეთი დამოკიდებულება გვექნება“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
კანონმდებელმა შრომით უფლებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ თვალსაზრისით ტრეფიკინგი არსებობს.
"დღეს ტრეფიკინგია არა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას სარდაფში კეტავენ, იქ ამუშავებენ და პასპორტს პარავენ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ანაზღაურებული არ არის, რადგან ყველას ეშინია, ზეგანაკვეთურ სამსახურზე თუ ხმას ამოიღებს, სამსახურიდან გააგდებენ, ახალ ჭანჭიკს მოიტანენ და დაამაგრებენ. იძულებული შრომა არ არის, როცა ადამიანი შრომობს და ანაზღაურება არ აქვს? – ეს საკითხი შრომის უფლებებზე რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს და ახალი ცვლილებები როდის უნდა შემოვიდეს? კიდევ კარგი, რომ ევროკავშირთან ვალდებულებები გვაქვს და კიდევ კარგი, რომ ამ საკითხზე უნდა დავფიქრებულიყავით. თითს 2024 წელზე ვიშვერთ, რომ ეს ვალდებულება მაშინ უნდა შევასრულოთ, მაგრამ 2024 წელს უნდა დაველოდოთ, თუ ცვლილებების განხორციელება საჭირო დღესაა? მართლა კოლონია ხომ არ ვართ, გვეტყვიან, ამ დროს შეასრულეთ და მხოლოდ მაშინ უნდა შევასრულოთ ყველაფერი?“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთ-ერთი პროფკავშირების ორგანიზებული იყო. აქციაზე -"გახადე შრომა უსაფრთხო - ამ სლოგანით რუსთაველის მეტროსთან ხელისუფლებისთვის წარსადგენ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
15 თებერვალს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტში მხარი მეორე მოსმენით დაუჭირეს.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია.
ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2026, 23:12
მსოფლიო
ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაცია აქვს და დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნატოს წევრ ქვეყნებზე იერიშის მიტანას არ აპირებს.
04 სექტემბერი 2026, 22:59
მსოფლიო
უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნის მიერ მართული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ცნობით, აღნიშნული ჯგუფი თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელის მფარველობასა და უკანონო აქტივების გათეთრებაში იყო ჩართული.
04 სექტემბერი 2026, 22:51
მსოფლიო
ტრამპი დიდ ბრიტანეთზე: თქვენი ქვეყანა განსაცდელშია, კატასტროფის პირას ხართ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „კატასტროფის პირასაა“.
04 სექტემბერი 2026, 22:04
მსოფლიო
The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს
რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და დაბომბვის კამპანიას ამწვავებს - მას სჯერა, რომ ამ გზით კიევს, შესაძლოა ამ ზამთრამდეც კი, მთავარ ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას აიძულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.
04 სექტემბერი 2026, 21:52
რეგიონი
„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეს აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მესამე ვიზიტია ბათუმში. მისიის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა.
04 სექტემბერი 2026, 21:37
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დღეს, დეზინფორმაციაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრია, რაც მისასალმებელია.
04 სექტემბერი 2026, 21:32
სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა“, 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.
04 სექტემბერი 2026, 21:29
მსოფლიო
უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტში
რუსული იერიშების ინტენსიური ზრდის ფონზე, უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება და 32.6 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე დგას. ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ Euronews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან დამატებითი დახმარების გარეშე, კიევს, შესაძლოა, არასამხედრო ხარჯების ნაწილობრივ შეჩერება მოუწიოს.
04 სექტემბერი 2026, 21:16
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები და განცხადებები კანონით ისჯება. სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ადმინისტრაციული ოქმები დღესაც განიხილა.
04 სექტემბერი 2026, 21:11
სამართალი
სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო უსაფრთხოების” აკადემიაში - დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთწლიანი პროგრამა თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების პერსპექტივა ექნებათ.
04 სექტემბერი 2026, 21:07
სამართალი
მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურის მტკიცებით ელიზბარაშვილი და დაზარალებული 30 აგვისტოს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი, ელიზბარაშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას მოყვა.
04 სექტემბერი 2026, 21:03
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: პირველად გვაქვს შანსი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვოთ - ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ
„მათი მიზანია ჩვენი განადგურება და დაშინება, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ! ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.
04 სექტემბერი 2026, 21:00
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ალბათ, პირველად გვექნება შემთხვევა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწას AfD-ს პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ AfD-თან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვფიქრობ, დემოკრატიისთვის სახიფათოა, როდესაც ასე მოქმედებენ
გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების თემაზე „ქრონიკა“ ევროპარლამენტარს, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრს, ირმჰილდ ბოსდორფს ესაუბრა.
04 სექტემბერი 2026, 20:55
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის ასაკრძალად რეალური საფუძველი არ არსებობს
„მიმდინარეობს დისკუსია, რომ ჩვენი პარტია აიკრძალოს. თუმცა, ჯერჯერობით ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანის მცდელობა არ ყოფილა. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ მათ ყველას ეშინიათ, ეშინიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას არ აკრძალავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა კაუფმანმა.
04 სექტემბერი 2026, 20:51
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება და, სავარაუდოდ, სულ მცირე, ნოემბრის არჩევნებამდე შეჩერდება, იმ შიშის ფონზე, რომ აღნიშნული ზომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებებს გააფართოებს და ნავთობის ფასებს გაზრდის, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.
04 სექტემბერი 2026, 20:37
პოლიტიკა
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგება აფხაზებთან - უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ შეფასებით გარედან დაგეგმილი და ორკესტრირებულია. ხელისუფლების პოლიტიკა კი უცვლელია - საქართველო საკუთარ მომავალს მშვიდობაზე , ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს.
04 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა ჩავარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
04 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები - ზაზა შათირიშვილი ოპოზიციას ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მიერ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამხელს. კონკრეტულ მაგალითად კი რომან გოცირიძის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.
04 სექტემბერი 2026, 20:28
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
04 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
უსაფუძვლო ხმაურიანი ბრალდებები და ოპოზიციის ცრუ კამპანია - პოლიტიკოსების გამოკითხვები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკოსები გამოიკითხნენ. ირკვევა, რომ ხმაურიანი საჯარო ბრალდებების უკან მხოლოდ მსჯავრდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და დაუდასტურებელი ეჭვებია.


