imedi /  28 თებერვალი 2018, 15:40 / სანდო წყარო

ბორჯომის საკრებულოში დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ბორჯომის საკრებულო

ბორჯომის საკრებულო

ბორჯომის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია აცხადებს,„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გიუაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ივანე შალუტაშვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა. გიუაშვილი, რომელმაც სახის არეში დაპირისპირების შედეგად დაზიანება მიიღო, კვირკველიას ინფორმაციას უარყოფს. შალუტაშვილის განცხადებით კი, მან თავი დაიცვა.

საკრებულოს შენობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები არიან. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბორჯომის საკრებულო დღეს პირველად შეიკრიბა. არაერთი მცდელობის შემდეგ კვორუმი შედგა, თუმცა საკრებულომ ვერც დღეს მოახერხა ბორჯომის მერიის საშტატო ნუსხისა და გაზრდილი ხელფასების დამტკიცება, რასაც პოლიტიკურ მხარეებს შორის უკმაყოფილება სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ბორჯომის საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ დღემდე ვერც ერთი სხდომა ვერ გამართა ისე, რომ ყველა დეპუტატი დასწრებოდა. კვორუმის არარსებობის გამო წინა სხდომებიც ჩაიშალა. შესაბამისად, ვერ მტკიცდება ხელფასები, რის გამოც თვითმმართველობის 125 თანამშრონელს წელს ხელფასი არ აუღია.

უმრავლესობაში მყოფი ოპოზიციური პარტიები მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებენ. მმართველი გუნდი კი საკრებულოს სხდომებს პროტსტის ნიშნად არ ესწრებოდა. 

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2021, 13:28

რეგიონი

კრწანისის ტყე-პარკში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური შენდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მტკვრის წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:26

საზოგადოება

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ნიკა მელია საკუთარმა გუნდმა საქმეს შესწირა

მთავარი ის კი არ არის, ვინ იქნება პარლამენტში და ვინ - არა, სიღარიბე, შიმშილი რომ არ დაიწყოს, ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ. ცოტა ხანი ჰქონდა ოპოზიციას პლიუსი და ახლა მძიმე მდგომარეობაშია. ან უცხოეთთან უნდა გამოვიდნენ ცუდად, ან - ერთ კაცს კიდევ მოიშოერბენ, - აცხადებს მეუფე იაკობი ნიკა მელიას დაკავების შესახებ საუბრისას.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:22

პოლიტიკა

ბოდბელ ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ რამდენიმე ქართული ტელევიზიის მმართველი რუსეთის ინტერესების საპირწონედ მოქმედებს

ბოდბელ ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ ქართული ტელევიზიების - „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველის“ მმართველები რუსეთის ინტერესების საპირწონედ მოქმედებენ, რასაც ეკლესიის დიკრედიტაციაზე მათ მიერ მომზადებული შეკვეთილი სიუჟეტებიც ადასტურებს.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:20

საზოგადოება

მეუფე იაკობი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო

ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობები მქონდა ყოველთვის და მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა. მეუფე იაკობისთვის ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე მისაღებია.

28 თებერვალი 2021, 13:10

რეგიონი

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჰესების მშენებელი კომპანია „ენკას“ მიერ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, ასევე, ეწინააღმდეგებიან თურქული კომპანიისთვის მიწების 99 წლით გასხვისებას.

28 თებერვალი 2021, 13:04

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,359 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 379 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,246,079 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 86,122 ადამიანი გარდაიცვალა.

28 თებერვალი 2021, 13:03

მსოფლიო

ესპანეთში, დაპატიმრებული რეპერის მხარდამჭერთა აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

რეპერ პაბლო ასელის დაკავებას ბარსელონაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დღე-ღამეში აქციის 10 მონაწილე დააკავეს. მომიტინგეები სამართალდამცველებს მინის ბოთლებს ესროდნენ, მათ ავტომობილებს ცეცხლს უკიდებდნენ და მაღაზიებისა და ბანკების ვიტრინებს ამსხვრევდნენ.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:01

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ყველა მხარეს შერიგებისკენ მოვუწოდებ, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სიღნაღიდან გამოეხმაურა. მეუფე იაკობი ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შერიგებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეკლესია მზად არის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

28 თებერვალი 2021, 12:49

რეგიონი

დაცვის პოლიცია სქი ქროსსა და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სქი ქროსსა და სნოუნორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. შეჯიბრები ბაკურიანში, დიდველზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება.

გერმანია

28 თებერვალი 2021, 12:48

COVID19

გერმანიის მთავარი იმუნოლოგი მთავრობას მოუწოდებს, Astrazeneca-ს პრეპარატით 65 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია დაიწყოს

გერმანიის მთავარმა იმუნოლოგმა მოუწოდა თავის ქვეყანას, შეცვალოს აზრი და Astrazeneca-ს პრეპარატით 65 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია დაიწყოს. BBC- სთან ინტერვიუში, კარსტენ ვოცლმა განაცხადა, რომ მარეგულირებლებს მოუწევთ შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 12:35

პოლიტიკა

მეუფე იაკობი მელიაზე: ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი

„უცხოეთი ცოტა ხანში მოკითხავს ამათ (ოპოზიციას), თუ არ გადაიხდის მელია უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, ვიცი ამერიკა და ევროპა როგორ უყურებს, თუ გამოვიდა ნიკა მელიას ის ლიდერები დაასამარებენ., როგორც სიტუაციამ გვაჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის და ვერც ნელსონ მანდელა, მით უმეტეს, ვერც სერვანტესი“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა . მეუფე იაკობი ამბობს, რომ გაერთიანებულ ოპოიზიციას რეალურად საქართველოში დასაყრდენი არ აქვს.

28 თებერვალი 2021, 12:26

კულტურა

მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება

2021 წელს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება, - აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის მხარდამჭერია „თბილისი - იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“.

დავით ზალკალიანი

28 თებერვალი 2021, 12:14

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე და ცალსახა დადასტურებაა, იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 12:05

პოლიტიკა

ბოდბელი ეპისკოპოსის ვარაუდით, ოპოზიციას აქციაზე რეგიონებიდან ხალხი ფულის სანაცვლოდ ჩამოჰყავს

ბოდბელი ეპისკოპოსი ვარაუდობს, რომ ოპოზიციას აქციაზე რეგიონებიდან ხალხი ჩამოჰყავს და სანაცვლოდ მათ ფულს უხდიან. ამის საფუძვლად მეუფე იაკობს აქციის მიმდინარეობისას, იქ მისული ადამიანების ნათქვამი მოჰყავს.

Johnson & Johnson

28 თებერვალი 2021, 12:05

COVID19

ამერიკულმა მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

Johnson & Johnson-ის პრეპარატი მესამე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებართვაც ამერიკულმა მარეგულირებელმა გასცა.

28 თებერვალი 2021, 11:51

თავდაცვა

GCSD-ს კვლევა: თავდაცვის, შს და იუსტიციის სამინისტროებმა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველყოფა კიდევ უფრო განამტკიცეს

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი კვლევას - „საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, გამოწვევები და შესაძლებლობები“ აქვეყნებს. ნაშრომში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და მის წინაშე არსებულ გამოწვევები და საფრთხეებია განხილული.

28 თებერვალი 2021, 11:42

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 5,833 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 5,833 ადამიანს დაუდასტურდა, 89 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,347,849 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 25,982 პაციენტი ემსხვერპლა, 1,170,023 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

28 თებერვალი 2021, 11:40

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 265 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 265 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 172,058 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,192 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 163,394.

მოლდოვა

28 თებერვალი 2021, 11:22

COVID19

მოლდოვაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტანეს

მოლდოვაში ვაქცინა რუმინეთიდან ჩაიტანეს. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ზე დაწერა. „რუმინეთი ასრულებს დანაპირებს. დღეს ჩვენ ვიღებთ პირველ დოზებს, AstraZeneca-ს 21,600 დოზას”, - დაწერა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ ციტუმ Twitter- ზე.

28 თებერვალი 2021, 11:19

სპორტი

ბაკურიანში, სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასასრულს უახლოვდება

​​​​​​​სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასასრულს უახლოვდება. შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება FIS-ის Ski Cross მსოფლიო თასის ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოში პირველად ტარდება. სათხილამურო ფედერაცია დღევანდელ განრიგს აქვეყნებს.