imedi /  17 თებერვალი 2017, 21:55 / სანდო წყარო

ირაკლი მამალაძე: ჩანაწერებში მკვლელობის მომზადების პროცესი ჩანს

ირაკლი მამალაძე

ირაკლი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ ჩანაწერებში, რომელიც პროკურატურას მტკიცებულების სახით აქვს, მკვლელობის მომზადების პროცესია ასახული. ამის შესახებ ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა. 

ის, ასევე, აცხადებს, რომ მკვლელობის მომზადება უკავშირდებოდა პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე არ ლაპარაკობს და პროკურატურას მოუწოდებს, მტკიცებულებები გაასაჯაროოს იმისათვის, რომ საზოგადოება მძიმე დანაშაულში დარწმუნდეს.

"საზოგადოება, მათ შორის ჟურნალისტებიც, პროკურატურისგან მტკიცებულებების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას უნდა ითხოვდეს და არა მტყუან-მართლის გარკვევას. ეს ვიდეო და აუდიოჩანაწერი ძალიან მძიმე მოსასმენი და შოკისმომგვრელია, თუმცა, ამით აღკვეთილია ძალიან მძიმე დანაშაული სამართალდამცველების მიერ. ეს მძიმე დანაშაული იყო მკვლელობის მომზადება და მთელი ეს მომზადების პროცესი ასახულია ამ ჩანაწერებში, მტკიცებულებებში. ეს მკვლელობა ცალსახად უკავშირდება პატრიარქს და მის გარემოცვას. მაგრამ ამაზე გამოძიებამ საბოლოო ვერსია უნდა დადოს და გამოკვეთოს", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ. 

მისი თქმით, თუ ვის წინააღმდეგ მზადდებოდა დანაშაული, ამაზე უნდა ისაუბრონ გამოძიებამ და დეკანოზმა, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. "ამაზე უნდა ისაუბროს გამოძიებამ და იმ პირმა, ვინც ახლა დუმილის უფლებას იყენებს და არაფერს ეუბნება საზოგადოებას. ამ ადამიანმა უნდა თქვას, რას აპირებდა, ვისთან მიჰქონდა აღნიშნული მომწამვლელი ნივთიერება და ვის ლიკვიდაციას გეგმავდა. მაგრამ ცალსახად, კონტექსტი და შინაარსი ამ დანაშაულის დაგეგმვის, სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ მკვლელობა მზადდებოდა პატრიარქის და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ", - განაცხადა მამალაძემ.

მამალაძე ასევე ადასტურებს, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გარკვეული ნათესაური კავშირი აქვს და აქვე დასძენს, რომ ამის გამო მისთვის დეკანოზის მხილება მძიმე იყო.

ყველა სიახლე

12 სექტემბერი 2026, 17:19

სამართალი

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 17:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

12 სექტემბერი 2026, 16:50

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

დონალდ ტრმაპი

12 სექტემბერი 2026, 16:47

მსოფლიო

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

12 სექტემბერი 2026, 16:28

მსოფლიო

პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

ენდი ბერნემი

12 სექტემბერი 2026, 16:12

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:38

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 სექტემბერი 2026, 14:58

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება

ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 14:56

საზოგადოება

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:55

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 14:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე: საამაყოა, რომ რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციას, იძლევა მაღალი სტანდარტისა და ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემის, არამედ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

გვქონდა შესაძლებლობა მიგველოცა 300-ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის 4 ფაკულტეტის დამთავრება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:36

მსოფლიო

ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.

12 სექტემბერი 2026, 14:22

სამართალი

შსს: ამ ეტაპზე დადასტურებულია კესო დეკანოსიძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აქვეყნებს

შსს კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 14:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება

ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

12 სექტემბერი 2026, 14:05

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ შელახა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იაგო ხვიჩიას გადაცემაში უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 13:56

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და გოლფის ტურნირს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დუბლინში ჩავიდა, სადაც ირლანდიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება, შემდეგ კი საკუთარ ერთ-ერთ კურორტზე გამართულ გოლფის ტურნირს დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:40

მსოფლიო

Reuters: სი ძინპინი, პირველად შვიდი წლის შემდეგ, ინდოეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჩავიდა, სადაც ორგანიზაცია BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:34

საზოგადოება

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:14

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ში დეკემბერში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.