დოდო გუგეშაშვილი მიიჩნევს, რომ თავისი შვილის მკვლელობა შეკვეთილია
დოდო და გრიგოლ გუგეშაშვილები
ფოტო: Facebook
დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ თავისი შვილის მკვლელობა და მისი დაჭრა შეკვეთილია. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
დაზარალებული არ ფლობს ინფორმაციას გამოძიების ვერსიებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობს და რომ მათი საერთო მიზანია დამნაშავის დასჯა.
„ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა. ასევე, მე მაქვს ჩემი შვილის აუსრულებელი მიზნები და ოცნებები ასასრულებელი. სამწუხაროდ, არც ჩემთვის და არც ჩემი ადვოკატისთვის ცნობილი არ არის ის, თუ რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ მომხდარში ერთი პირი არ ფიგურირებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამ მკვლელის თხოვნა, მასთან სელფის გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს მას დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ძალიან ახლოს იყო მიზანთან“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები). თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 08:15
საზოგადოება
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობის „დავითიანნის“ პროექტის „წიგნიერი ლიდერის“ ფარგლებში სასკოლო კონკურსის „ჩემი წიგნის“დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობის „დავითიანნის“ პროექტის „წიგნიერი ლიდერის“ ფარგლებში სასკოლო კონკურსის „ჩემი წიგნის“დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა,რომელთა ავტორებსაც სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ. პროექტის მიზანი მოსწავლეებში კითხვის კულტურის პოპულარიზაცია ,შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და წიგნის, როგორც ღირებულების წარმოჩენაა.
30 აპრილი 2026, 08:07
პოლიტიკა
პარლამენტის დროებითი კომისია დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება და კომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განხილავს.
30 აპრილი 2026, 08:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგის აღდგენაზე: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისათვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს
გადაცემა "დღის თემაში" სტუმრობისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებსა და დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან შეცვლილია მიდგომები, ვინაიდან ისინი აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დიალოგი საჭიროა.
30 აპრილი 2026, 08:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ეუთოს ფარგლებში ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მზარდ ტენდენციად იქცა.
30 აპრილი 2026, 08:01
პოლიტიკა
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე საქმიანობას დღეიდან შეუდგება
პრეზიდენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ პროექტს ხელი უკვე მოაწერა. შესაბამისად კანონი ძალაშია.
30 აპრილი 2026, 01:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე და ელჩის განცხადებაზე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა.
30 აპრილი 2026, 01:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის - 2027 წლიდან საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის პერსპექტივებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს განაცხადის ისტორიულ და რეგიონულ მნიშვნელობაზე გააკეთა:
30 აპრილი 2026, 01:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა.
30 აპრილი 2026, 01:12
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე: თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში
თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 01:05
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია: ცნობილი მედიასაშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა გაკეთდა. პირადად ჩემზე, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი გაკეთდა - 2 დღეში სამი გადაცემა გამოდის
წარმოგიდგენიათ, რომ აი, იმ ცნობილი მედია საშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა იყო გაკეთებული. პირადად ჩემზე იყო გაკეთებული, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი იყო გაკეთებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დეკანოზმა, ანდრიამ (ჯაღმაიძე).
30 აპრილი 2026, 00:47
საზოგადოება
„პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია. ეს რომ არ მოხდეს დავასახელე და ყველამ იცის ვინაა მოსაყდრე“ - ჯაღმაიძემ პატრიარქის კარნახით დაწერილი ჩანაწერი წაიკითხა
რამდენიმე წელი უშუალოდ პატრიარქის დაქვემდებარებაში ვიყავი. ამიტომ პატრიარქთან მქონდა კვირაში ორჯერ მაინც თათბირი, ანგარიშს ვაბარებდი, დავალებას ვიღებდი, რაღაცებს ვუთანხმებდი, ამიტომ სულ ვხედავდი, ჩემ თვალწინ იყო როგორ მიმდინარეობდა [მოსაყდრის გამორჩევა], - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
30 აპრილი 2026, 00:38
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევის პროცესზე: ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს, რას ფიქრობენ იმისთვის, რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს. არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება
ძალიან რთულია როცა არ გვაქვს ცოცხალი მაგალითი, ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს რას ფიქრობენ, იმისთვის რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს, ამას ვცდილობთ, თუმცა არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას. მისივე თქმით, სინოდის ზოგიერთი მღვდელმთავარი შესწრებულია პატრიარქის ინტრონიზაციას.
30 აპრილი 2026, 00:38
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე): ჩვენ არ უნდა ავყვეთ დაპირისპირების სცენარს. რაღაც ზღვრამდე პოლემიკა მიდის, თუმცა შემდეგ ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და პატრიარქისადმი ძალიან დიდი მოწიწება, სიყვარული ამ ყველაფერს სძლევს
„ჩვენ მომზადებული ვიყავით და ფორმულირებაც კი ჩამოვაყალიბეთ წინა საღამოს, როგორი ფორმულირებით უნდა შეგვეთავაზებინა მღვდელმთავრებისთვის, თუ ეს საკითხი, ასაკს ვგულისხმობ, კენჭისყრაზე დადგებოდა - როგორ უნდა ყოფილიყო გასაგებად, მარტივად და ბიულეტენში რა უნდა ჩაწერილიყო, როდესაც მღვდელმთავრებს ორ პასუხს შორის ექნებოდათ ასარჩევი. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი აქტუალობას კარგავდა იმის გამო, რომ მეუფე დანიელსაც არ ჰქონდა დიპლომი.
30 აპრილი 2026, 00:21
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება
ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, რადგან თავად საეკლესიო ცხოვრების ეპიცენტრშია 90%-იანი სიზუსტით შეუძლია თქვას ვინ ვის მისცა ხმა.
30 აპრილი 2026, 00:13
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე ესაიას პიროვნება დიდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა, დღევანდელ სინოდს არ შეუძლია დებულებაში ცვლილებების შეტანა, ეს ეპისკოპოსების უმრავლესობის მხრიდან შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო
დღევანდელ სინოდს [დებულებაში] არ შეუძლია ცვლილებების შეტანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რითაც უპასუხა კითხვას - ვნახეთ მეუფე ესაიას წერილი. ამ საკითხზე თუ იყო მსჯელობა და რა არგუმენტი არსებობს?
30 აპრილი 2026, 00:05
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე: რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ისინი ამაზე წავიდნენ
რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ამაზე ისინი წავიდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში დღევანდელი ინტერპელაციის პროცესის შეფასებისას.
30 აპრილი 2026, 00:04
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წმინდა სინოდზე: უმაღლესი სიკეთე, რისთვისაც ჩვენი მღვდელმთავრები იღვწოდნენ იყო ეკლესიის სიძლიერე და პატრიარქის დანატოვრის გაგრძელება
ჩვენ გვქონდა პერიოდი, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც იყო ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა ძალიან დიდ იმედს იძლევა ის, რაც მღვდელმთავრებმა გამოავლინეს ერთობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის ბოლო სხდომაზე საუბრისას. მისივე თქმით, იყო ბევრი მოსამზადებელი საკითხი, რათა სინოდის სხდომა უმაღლეს დონეზე შემდგარიყო.
29 აპრილი 2026, 23:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში მამუკა მდინარაძის უფრო აქტიურად ჩართვა. მათი ქილიკის მცდელობები, მათივე წუხილზე მეტყველებს
ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა შეიქმნა და ღიმილის მომგვრელია ის აჟიოტაჟი, რაც ამას მოჰყვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
29 აპრილი 2026, 23:49
პოლიტიკა
კირცხალია VT Sakartvelo News-ზე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებრძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს
ჰერჩინსკი, პოლონეთი ტყუილად არ ვახსენე. ავიღოთ მაგალითად, პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ მოქმედი ინტერნეტ ტელევიზია, სადაც ვინ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, წამყვანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. „ეს იქნება დაფინანსების წყარო, ერთი რაღაც შუა რგოლისთვის პოლონეთის მხრიდან და ამავდროულად იმ სიბინძურისა და ზიზღის ფრქვევისთვის, რასაც არ ყოფნის აქაური ორი, პარტაქივის ტელევიზია. პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, ჩატარდა სინოდის სხდომა, იცით მთელი ქვეყნის დამოკიდებულება. ამ ახალ პლატფორმაზე ვიღაც ექსპერტი ჰყავდათ, უსამშობლო, უსახელო და უგვარო, რომელიც პირდაპირ თავს ესხმოდა იმ სინოდის სხდომას, რომელიც ახლა ჩატარდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
29 აპრილი 2026, 23:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, უბრალოდ, ის სრულიად განწირულია კრახისთვის და ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია
როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, ეს უბრალოდ, სრულიად განწირულია კრახისთვის და ყველაფერი ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.


