imedi /  12 მარტი 2018, 17:09 / სანდო წყარო

ნაციონალების ინიციატივას აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტაზე ზურაბ აბაშიძე ეხმიანება

ზურაბ აბაშიძე 
გრიგორი კარასინი

ზურაბ აბაშიძე
გრიგორი კარასინი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არაგონივრული იქნება რჩევების მოსმენა მათგან, ვისაც რუსეთთან ურთიერთობებში ცუდი გამოცდილება აქვს. ინფორმაციას 1tv  ავრცელებს.

ეს განცხადება ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციის შეფასებებზე გააკეთა, რომელიც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს აკრიტიკებს და მის გაუქმებას მოითხოვს.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები და ყველაზე პრობლემური საკითხები დასავლელ პარტნიორებთან განიხილება. საქართველო ამ საკითხებზე რეკომენდაციებს სწორედ მათგან ისმენს.

"ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მთავარ მიმართულებებს, ყველაზე პრობლემურ საკითხებს, რა თქმა უნდა, დასავლელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ. ანუ მათთან, ვისაც ჭკუა მოეკითხება – ევროკავშირი, ნატო, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. ამ საკითხებს მათთან მუდმივად განვიხილავთ და მათგან ვისმენთ რეკომენდაციებს, რჩევებს. მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში ვართ დასავლელ პარტნიორებთან. რჩევებს მივიღებთ მათგან, ვისაც ჭკუა მოეკითხება და უკვე ჩამოვთვალე, ვისაც მოეკითხება. ვისაც აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, ძალიან რბილად ვამბობ, რუსეთთან ურთიერთობებში, ვფიქრობ, მათგან რჩევების მოსმენა არ იქნება გონივრული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის დროებით შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის შესახებაც პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.

"აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი დროებით უნდა შეწყდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი საერთოდ გაუქმდეს. საუბარია იმაზე, რომ ეს ფორმატი დროებით უნდა შეწყდეს, რადგან გაურკვეველია რა შედეგი მოაქვს, თუნდაც შექმნილ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ ჰუმანიტარული საკითხია ცხედრის გადმოსვენება და აღმოჩნდა, რომ ეს ფორმატი არაფერში გვადგება. აღნიშნული ფორმატი გაუმჭვირვალეა და არ ვიცით, რა მანდატი აქვს. ფორმატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და მოლაპარაკებები პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აწარმოოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ცვლილება გვჭირდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა რუსეთისთვის საერთაშირისო სანქციების დაწესების კონტექსტში საქართველოს პრობლემაც აისახოს.

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 

ყველა სიახლე

დონალდ ტუსკი

20 ივნისი 2026, 14:20

მსოფლიო

დონალდ ტუსკი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევაზე: პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მიერ უკრაინის ლიდერისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინს აღაფრთოვანებს, ხოლო მოკავშირეებს შოკში აგდებს.

მაკა ბოჭორიშვილი

20 ივნისი 2026, 14:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კომისია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებები ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

20 ივნისი 2026, 13:42

მსოფლიო

უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ბრალს სდებენ, რომ მან მამაკაცები გასტროლების საფარქვეშ საზღვარგარეთ გააპარა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს როსტისლავ კანდეევს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურორზე რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 ივნისი 2026, 13:18

მსოფლიო

The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

20 ივნისი 2026, 13:09

საზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 65 წლის იუბილე აღინიშნა

საღამო მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობას და ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებაში უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიერ შეტანილი წვლილის აღნიშვნას მიეძღვნა.

20 ივნისი 2026, 13:06

კულტურა

„თბილისი პიანო ფესტ 2026“ გრძელდება

„თბილისი პიანო ფესტ 2026“ გრძელდება. უკვე მეშვიდედ, დედაქალაქი მსოფლიოს გამორჩეული მუსიკოსების საღამოებს მასპინძლობს.

20 ივნისი 2026, 13:02

საზოგადოება

გაიმართა შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის -„კახეთის“ ჩვენება

შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის, „კახეთის“ ჩვენება გაიმართა. მდიდარი მასალა მოიცავს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ტრადიციების, ყოფისა და განვლილის, აწმყოს პოეტურ და ამასთანავე, რეალისტურ სურათს.

20 ივნისი 2026, 12:59

საზოგადოება

მომლოცველთა გზა, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თხოთის მთაზე დასრულდა

მომლოცველთა გზა, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თხოთის მთაზე დასრულდა - იქ, სადაც წმინდა მეფე მირიანმა პირველად დადგა ჯვარი და პირველი ტაძარიც აშენდა.

20 ივნისი 2026, 12:55

რეგიონი

„ქართულის“ ფარგლებში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული დიასპორის ანსამბლები ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, კონკურს-ფესტივალის „ქართულის” ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენელი ანსამბლები დააჯილდოვა.

20 ივნისი 2026, 12:52

სამართალი

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, დანაშაულის პრევენციისა და ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხო.

20 ივნისი 2026, 12:46

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: განსაკუთრებით ემოციური საღამო გვქონდა გუშინ „ქართულზე“, რადგან საფესტივალო სცენაზე, ქართული დიასპორების ანსამბლები იდგნენ

რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული-2026“, დღეს საზეიმო კონცერტითა და დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდება.

ტამაშ შუიოკი

20 ივნისი 2026, 12:44

მსოფლიო

POLITICO: ორბანის მიერ დანიშნული პრეზიდენტი პირობას დებს, მადიარის მცდელობას თანამდებობიდან მის მოშორებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გაუწიოს

უნგრეთის პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი, რომელიც სულ უფრო მეტად ასოცირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის რეჟიმის ნარჩენებთან, აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებას მის თანამდებობიდან ჩამოშორების საშუალებას არ მისცემს, - წერს POLITICO.

სულხან თამაზაშვილი

20 ივნისი 2026, 12:36

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება

ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

20 ივნისი 2026, 12:32

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის კრიტიკანარევი პოსტები გულდასაწყვეტია

თინა ბოკუჩავას განცხადებით, გულდასაწყვეტია სააკაშვილის კრიტიკანარევი პოსტები. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, ერთ დღეს განახლებული ნდობით მანდატი მისცეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი საპირისპირო შინაარსის განცხადებები წაიკითხა.

ემანუელ მაკრონი

20 ივნისი 2026, 12:25

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, ტრამპი ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად იყო უკრაინა პუტინისთვის გადაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად იყო, უკრაინა რუსეთისთვის გადაეცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

20 ივნისი 2026, 12:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის

ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, მათ ფარგლებში ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

ზაქრო გვიშიანი

20 ივნისი 2026, 12:05

ჯანდაცვა

დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი: მაქსიმალურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკამენტების უსწრაფესად, მინიმალურ დროში მიღებისთვის კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ. ასევე ჩართულები არიან ელჩები

დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად მუშაობს. ყოველდღიურად აქვთ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან, მედიკამენტების მინიმალურ დროში მიღებისთვის.

დონალდ ტრამპი

20 ივნისი 2026, 11:45

მსოფლიო

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კუბასთგან მიმართებით ვენესუელის მსგავსი სცენარი განხორციელდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ კუბასთან მიმართებით ამერიკამ იგივე სცენარით იმოქმედოს, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში მოხდა.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2026, 11:31

პოლიტიკა

პრემიერი: მთელი ამ წლების განმავლობაში გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან, რასაც ხელოვნურად გვახვევენ გარედან თავს

მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჯანსაღდეს საერთო ვითარება. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2026, 11:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი

მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს.