imedi /  15 მარტი 2018, 15:30 / სანდო წყარო

EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უახლესი ექსპერტიზის შედეგებს აფასებს

თემირლან მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში შესაბამისი ექსპერტიზა ხარვეზებით ჩატარდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ამ დროისთვის ჩატარებული, მათ შორის, 2018 წლის 13 მარტს დასრულებული სასასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიმოხილვა წარადგინა.

"შედეგებმა გამოძიებისა და მტკიცებულებების ამოღების, დოკუმენტირებისა და შენახვის პროცესში არაერთი ხარვეზი გამოაშკარავა, რაც გამოძიების ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობის მიმართ ნდობას ასუსტებს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის სხეული გასროლის მომენტში. ამ საკითხის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თ. მაჩალიკაშვილის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის თაობაზე სუსის განცხადების დასაბუთებულობის შესაფასებლად. აღნიშნული გარემოების დადგენისა და სხვადასხვა ექსპერტიზების შედეგების მთლიანობაში შესაფასებლად ოჯახის ადვოკატებმა საგამოძიებო ორგანოს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირების გამოკითხვა და კომისიური ექსპერტიზის დანიშვნა მოსთხოვეს,"- წერია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმის მასალებზე სრული დაშვების უფლების მოპოვების შემთხვევაში, EMC უკვე ჩატარებული ექსპერტიზებისა და მომავალში დაგეგმილი ესპერტიზების შედეგების ერთიან და უფრო სისტემურ შეფასებას წარადგენს.

თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში.

სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2026, 17:27

სამართალი

112-ს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, ულან ნიაზბეკოვი, დელეგაციასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია.

14 აგვისტო 2026, 17:19

სამართალი

საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა

საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა რომეო მიქაუტაძე. ის სხდომას დისტანციურად პენიტენციური დაწესებულებიდან ჩაერთო. პროკურორის ინფორმაციით, მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირი დაადასტურა.

14 აგვისტო 2026, 17:16

მსოფლიო

მედია: ცეტრალური აზიის ქვეყნებში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვაა. დენი ნაწილობრივ არ მიეწოდებათ ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს

ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 17:05

რეგიონი

ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. პროექტი მოიცავს მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე სოფელ კაცხში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

14 აგვისტო 2026, 16:48

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 205 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

14 აგვისტო 2026, 16:38

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის საკითხები და მისი გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ამ კონტექსტში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ირაკლი ქადაგიშვილი

14 აგვისტო 2026, 16:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ეს ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს რუსეთსა და საქართველოს შორის და ამ ესკალაციამ გარე დაკვეთით მიღებული ამოცანები შეასრულოს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს რუსეთსა და საქართველოს შორის.

14 აგვისტო 2026, 16:17

სამართალი

ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2025 წლის 5 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 16:13

რეგიონი

3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც შუალედური არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

რევაზ სოხაძე

14 აგვისტო 2026, 16:12

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ქვეშეთი-კობის პროექტის მთავარი ბენეფიციარი მოსახლეობაა - ეს გზა შენდება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის პროექტის მნიშვნელობაზე, მშენებლობის მიმდინარეობასა და ხარისხის კონტროლზე ისაუბრა.

რევაზ სოხაძე

14 აგვისტო 2026, 16:05

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: პროფესიონალიზმი და ხარისხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, არამედ ინფორმაციის გაშუქების დროსაც

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მიესალმება საზოგადოების და მედიის ინტერესს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ და აცხადებს, რომ სამინისტრო მზად არის, დაინტერესებულ ჟურნალისტებს პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულად მიაწოდოს.

რევაზ სოხაძე

14 აგვისტო 2026, 16:00

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: პრობლემა იქნებოდა, ზედამხედველი ხარვეზებს რომ არ აფიქსირებდეს ან მათზე რეაგირება არ ხდებოდეს

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მედიაში განხილული NCR (შეუსაბამობის შესახებ ანგარიში) მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში გამოყენებული სამუშაო დოკუმენტია, რომლითაც ზედამხედველი აფიქსირებს კონკრეტულ შეუსაბამობას და განსაზღვრავს მასზე რეაგირების აუცილებლობას.

14 აგვისტო 2026, 15:55

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ცნობები ავიამზიდ Abraham Lincoln-ზე ცუდი პირობების შესახებ არასწორია

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე არსებული მძიმე პირობების შესახებ გავრცელებული ცნობები „სრულიად არასწორად არის წარმოდგენილი“. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 15:40

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: დამქირავებელი ვალდებულია, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა სექტორში მეწარმე სუბიექტების გადამოწმებისას (დაქირავებულ პირთა რეესტრის სისწორის პროგრამის დარღვევის) 4 580 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 აგვისტო 2026, 15:32

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სერგეი ლავროვი

14 აგვისტო 2026, 15:23

მსოფლიო

ლავროვის განცხადებით, დროებითი ზავი უკრაინაში არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინაში დროებით ზავს არ დათანხმდება.

კობა კობალაძე

14 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

კობა კობალაძე: რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

რევაზ სოხაძე

14 აგვისტო 2026, 15:03

საზოგადოება

რევაზ სოხაძე სოფელ წკერეში მშენებარე ხიდზე: სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ზედამხედველმა აღმოაჩინა ის ხარვეზები, რაც იყო კონკრეტული ხიდის, კონკრეტულ მონაკვეთზე ბეტონის ჩასხმის პროცესში, გამოავლინა და მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ როგორ გამოსწორდეს აღნიშნული, მათ შორის ზედამხედველის ჩართულობით

სოფელ წკერეში, ცხრაკილომეტრიან გვირაბთან მისასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის მინისტრი გამოეხმაურა.

დაჩი ცაგურია

14 აგვისტო 2026, 15:01

საზოგადოება

დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაში სამგზავრო მიმართულებით მასშტაბური და ისტორიული სიახლეები გვაქვს - მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები, დარწმუნებული ვარ, მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში

„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, იმ რეფორმების პარალელურად, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, მათ შორის, სამგზავრო მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესების ამოქმედება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

ერეკლე კეჟერაშვილი

14 აგვისტო 2026, 14:52

საზოგადოება

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: სააგენტოს ზედამხედველობითი უფლებამოსილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების მონიტორინგსა და ინსპექტირებას უკავშირდება

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მინიჭებული აქვს მანდატი, მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით გამოიყენოს შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმები, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს მგზავრებისთვის კონსულტაციების გაცემას და მათი საჩივრების განხილვას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა.