ილია მეორე საქართველოში დაბრუნდა
თბილისის აეროპორტი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა. გერმანიაში ის ჯანმრთელობის პრობლემის გამო გაემგზავრა. 13 თებერვალს ბერლინის ჰელიოს ბუხის კლინიკაში მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ილია მეორეს დღეს აეროპორტში მრევლი დახვდა. პატრიარქის აეროპორტში დასახვედრად მერიამ მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი შესთავაზა.
პატრიარქის გერმანიაში ყოფნის დროს, ქართველმა სამართალდამცავებმა მკვლელობის მომზადების ბრალდებით, საპატრიარქოს მაღალჩინოსანი, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა დეკანოზს ეკლესიის წარმომადგენლის მკვლელობის მომზადებას ედავება. პროკურატურის თქმით, შესაძლო მსხვერპლი შეიძლება რამდენიმე იყოს, თუმცა ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული მხოლოდ ერთი პირია.
18 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ "ქრონიკასთან" ინტერვიუში თქვა, რომ საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გამო, დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ნაწილს კათოლიკოს-პატრიარქის თბილისსი დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროვებს.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 17:19
საზოგადოება
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყო
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყო. ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
18 მარტი 2026, 17:10
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას
საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - წერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.
18 მარტი 2026, 17:05
მსოფლიო
ნატო თურქეთში ირანიდან მომდინარე საფრთხის ფონზე Patriot-ის კიდევ ერთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას განათავსებს
ნატომ მიიღო გადაწყვეტილება თურქეთში ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო Patriot-ის ტიპის კიდევ ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
18 მარტი 2026, 16:44
საზოგადოება
თინათინ რუხაძე: დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ღირსეულად ვატაროთ ეს დიდი ტკივილი და მისი უწმინდესობის ხსოვნას პატივი მივაგოთ ისე, როგორც მის ნათელ სულს ეკადრება
დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ღირსეულად ვატაროთ ეს დიდი ტკივილი და მისი უწმინდესობის ხსოვნას პატივი მივაგოთ ისე, როგორც მის ნათელ სულს ეკადრება, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის განცხადებაში, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვრცელდება.
18 მარტი 2026, 16:35
საზოგადოება
ილია მეორის გარდაცვალების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ილია მეორის გარდაცვალების გამო „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა, - ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
18 მარტი 2026, 16:27
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა: შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
18 მარტი 2026, 16:17
საზოგადოება
მეუფე იობი: დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი
„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, - განაცხადა მეუფე იობმა.
18 მარტი 2026, 16:06
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი: პატრიარქმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სულიერი ერთიანობის, რწმენის განმტკიცებისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში
უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი - აღნიშნულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში. მისი თქმით უწმინდესის ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე განუზომელია.
18 მარტი 2026, 16:02
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში, 22 მარტს დაკრძალავენ. ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18 მარტი 2026, 16:01
მსოფლიო
„ცაჰალი“ ირანის დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხათიბის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წუხელ ირანის დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხათიბის ლიკვიდაცია მოახდინა.
18 მარტი 2026, 15:45
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო: მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს. ის ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი მისწერა. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.
18 მარტი 2026, 15:31
საზოგადოება
დავით გაბაიძე: მისი სახელი ათწლეულების განმავლობაში იყო სიმშვიდის, სიბრძნისა და სულიერი საყრდენის სიმბოლო. დღეს სიტყვები უძლურია, მადლიერება - უსასრულო. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე სამძიმრის წერილს ავრცელებს.
18 მარტი 2026, 15:29
საზოგადოება
ლევან იოსელიანი: ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა დასრულდა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა
„მის მასშტაბს ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უკეთ დაგვანახებს, ჩვენც და მომავალ თაობებსაც. მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, პატრიარქი ილია მეორე იყო მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, - აღნიშნულია იოსელიანის განცხადებაში.
18 მარტი 2026, 15:24
საზოგადოება
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
„მადლობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს ქვეყნის და ეკლესიის წინაშე ასეთი ღვაწლისთვის! სანამ საქართველო იარსებებს, მანამ იქნება მისი სახელი ჩვენს გულებში. სწორედ მისი ნათლულები არ მისცემენ მის სახელს დავიწყებას და გვჯერა, რწმენით და ეროვნული ცოდნით განაგრძობენ მათი ნათლიის - საქართველოს ისტორიის უდიდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ გზას. დღეიდან უწმინდესი და უნეტარესი ილია II ზეციური საქართველოდან უწინამძღვრებს მის საყვარელ სამშობლოს! ჩვენ კი, მისი ლოცვა-კურთხევით აუცილებლად განვაგრძობთ იმ საქმეს, რაშიც წინ მიგვიძღოდა!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
18 მარტი 2026, 15:05
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
18 მარტი 2026, 15:05
საზოგადოება
რუსეთის პატრიარქი კირილე: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო
„ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას აჩუქა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მის კეთილდღეობაზე დაუღალავად ზრუნვას მიუძღვნა. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილიას პატრიარქობის თითქმის 50 წელი ქართული ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში ეპოქად იქცა. თავისი გულმოდგინე მსახურებითა და განსჯის განსაკუთრებული ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ქართულ საზოგადოებაში. როგორც მრავალი ბავშვის ნათლია, ის ასევე გახდა მთელი ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა, რომელიც მასში ღვთის სიბრძნეს ხედავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
18 მარტი 2026, 14:57
საზოგადოება
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი მწყემსის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი სევდა ყოველი ქრისტიანისთვის
გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი მწყემსის გარდაცვალების გამო, - განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.
18 მარტი 2026, 14:54
საზოგადოება
საქართველოში უნგრეთის ელჩი ილია მეორეზე: ათწლეულების მანძილზე მისი მეთაურობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაძლიერდა, რაც უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე აისახა
საქართველოში უნგრეთის ელჩმა, პეტრა პონევაჩ-პანამ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა.
18 მარტი 2026, 14:52
საზოგადოება
ფონდი „ქართული გალობა“ და გალობის უნივერსიტეტი: დღეს რომ სიმღერა-გალობის სფეროს ცხოვრების გზად ირჩევენ ახალგაზრდები, ეს უპირველესად უწმინდესის ღვაწლისა და იმ სიყვარულის დამსახურებაა, რომელიც თავის სამწყსოს გულში დატოვა სამარადჟამოდ
გალობის უნივერსიტეტი და ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
18 მარტი 2026, 14:41
საზოგადოება
გურამ მაჭარაშვილი: თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს და იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას:


