imedi /  02 აპრილი 2018, 21:59 / სანდო წყარო

თბილისის მერს ქალაქში ბოთლიყლაპია აპარატების დადგმის იდეით მიმართავენ

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 438 მიმდინარე 108 დაბლოკილი და 4 განსახილველი იდეა ფიქსირდება. ერთ-ერთი იდეის ავტორი “ბოთლიყლაპია აპარატები საქართველოში” პროექტის განხილვას ითხოვს. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.

იდეას თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს, ამ დროისთვის კი ამ იდეას 2542 ხმა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია კუკური ბარამიძის იდეა განიხილოს.

“ბოთლიყლაპია აპარატები უკვე მრავალი წელია გავრცელებულია ევროპის ქვეყნებში. ეს აპარატები 2 უმნიშვნელოვანეს პრობვლემას ერთდროულად აგვარებს: 1) დანაგვიანება – ბოთლიყლაპია აპარატებისთვის აუცილებელია პლასტმასის გადამამაუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც მეორადად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე საქართველოში არსებული სასმელების მწარმოებელი ქარხნებისთვისაც, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთიდან პლასტმასის შეძენა და თვითონ ქვეყანაში წარმოებულ გასაბერ ბოთლებს შეიძენენ. 2) გაჭირვება – ბოთლის ჩაბარების ღირებულება განსაზღვრული იქნება იმ ფასით, რა ფასიც ყველა მყიდველს მოემატება სასმელებზე. თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს,”- ამბობს იდეის ავტორი.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

31 მაისი 2026, 21:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და სრულ მხარდაჭერას თითოეული თქვენგანის მიმართ

ძვირფასო პოლიციელებო, გილოცავთ პოლიციელის დღეს! მსურს განსაკუთრებული მადლიერებით მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ერთგულად ემსახურებით საქართველოს: მის სახელმწიფოებრიობას, კანონის უზენაესობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

31 მაისი 2026, 21:03

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. LIVE

ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოებს.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 20:54

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ორი თვეა აანონსებენ აქციას რადიკალები, საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეს მხარდაჭერა

ორი თვეა აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეს მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე საუბრისას.

31 მაისი 2026, 20:50

სამართალი

ძლიერი სახელმწიფო - ძლიერი სპეცსამსახურები. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

ფაქტია, ბოლო დროის კონტრდაზვერვითი საქმიანობა გვიჩვენებს, რომ ქართული სპეცსამსახურები არა თუ ტოლს არ უდებენ მსოფლიოში უძლიერეს სპეცსამსახურებს, არამედ მათ სქემებსაც წარმატებით ანეიტრალებენ. ამის ბევრი მაგალითი დაგროვდა - ერთ-ერთი ასეთი ხმაურიანი და რეზონანსული 29 მაისის იყო - ერთ დღეში ორჯერ ჩაინიშნა ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჯაშუშობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. გთავაზობთ, თუ რა ითქვა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

31 მაისი 2026, 20:45

პოლიტიკა

„პრორუსი“ - ტერორი გაცვეთილი იარლიყებით. ვინ არის სინამდვილეში „პრორუსი“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თანამედროვე პოლიტიკაში ხშირია ბრძოლა არა ფაქტებით, არამედ - იარლიყებით. ბოლო წლების მოვლენები მოწმობს, რომ ეს სტრატეგია „დიფ სთეითის“ გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატიის ხელში ბრძოლის იარაღად იქცა. ამ ბრძოლაში ცალკეული ევრობიუროკრატები ყველაზე ხშირად იყენებენ იარლიყს „პროპუსი“ და „პრორუსული“.

31 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

„პრორუსი“ - ტერორი გაცვეთილი იარლიყებით. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

„პრორუსი“ - ეს სიტყვა ბოლო წლებში პოლიტიკურ ლექსიკონში ყველაზე ხშირად გამოყენებულ იარლიყად იქცა. სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებ იარლიყების პოლიტიკაზე, რომელიც ზუსტად ისე გაცვდა, როგორც ევროპული ბიუროკრატია, რომლის დღის წესრიგი ჭეშმარიტად სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის აღარაფერს ნიშნავს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

იან პრაუდი

31 მაისი 2026, 20:19

პოლიტიკა

იან პრაუდი: განცვიფრებული ვარ რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ „იმედისთვის“ სანქციების დაწესება გადაწყვიტა, ამ გადაწყვეტილებას არავითარი გამართლება არ აქვს. თუ ვინმე გატარებული პოლიტიკის შესახებ კითხვებს დასვამს, კრიტიკის ობიექტია, პრორუსის იარლიყს აწებებენ, რაც წარმოუდგენელი სისულელეა

ტელეკომპანია „იმედი“ არის უდიდესი, დამოუკიდებელი მაუწყებელი საქართველოში, ის კერძო საკუთრებაა, ყოველთვის ასე იყო. ტელეკომპანია „იმედს“ აქვს გასართობი გადაცემები და დიდი საინფორმაციო სამსახურიც. ტელეკომპანიის მთავარი მიზანია ქართველებისთვის იმედის მიცემა, სახელწოდებაც შესაბამისია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

ნიკოლოზ სამხარაძე
ლევან მახაშვილი

31 მაისი 2026, 19:47

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

არგუჯ ქალანთარლი ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2026, 19:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.

მამუკა ხაბარელი

31 მაისი 2026, 19:31

სპორტი

მამუკა ხაბარელი: საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპორტის ამ დისციპლინაში ღირსეული ადგილი მოიპოვოს

ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში, - განაცხადა საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ხვიჩა კვარაცხელია

31 მაისი 2026, 19:29

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგამ გამოაქვეყნა.

ანა წითლიძე

31 მაისი 2026, 19:24

პოლიტიკა

ანა წითლიძე: პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ.. მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია

ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის -მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს ან მელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

31 მაისი 2026, 19:15

საზოგადოება

თინათინ ნიბლოშვილი „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე სომეხი აშუღი პოეტის, საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ - ვარდების - ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.

ანა წითლიძე

31 მაისი 2026, 18:57

პოლიტიკა

ანა წითლიძე: 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, მთავარი იდეოლოგი იყო ნიკა გვარამია და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, ტელევიზიით ვიგებდით - ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომელსაც მელია ასახელებს, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თავად იყო, ხოლო, მთავარი იდეოლოგი კი - ნიკა გვარამია.

31 მაისი 2026, 18:27

მსოფლიო

კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00-დან 16:00 საათამდეა ღია. BBC-ის პროგნოზით, მზარდი ძალადობის ფონზე, პირველივე ტურში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, სავარაუდოდ, 10 კანდიდატიდან ვერავინ მოიპოვებს, რის გამოც არჩევნების მეორე ტური, შესაძლოა, 21 ივნისს გაიმართოს.

ნიკუშორ დანი

31 მაისი 2026, 18:12

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტი დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნიდან რუსეთის ელჩის გაძევებას არ გამორიცხავს

„იმედი მაქვს, რომ ისინი გაჩერდებიან. თუ არა - არსებობს სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული. მაგალითად, ელჩის გაძევება. დიპლომატიურ ზომებს გარკვეული იერარქია აქვს“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

31 მაისი 2026, 17:58

სპორტი

საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს წელს პირველად აღნიშნავს

წელს საქართველომ ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნა და ამით, ღონისძიების მონაწილე 30-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა.

31 მაისი 2026, 17:55

საზოგადოება

31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა - გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს

31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა. გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

31 მაისი 2026, 17:55

რეგიონი

„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფესტივალი გაიმართა

„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამართულ ფესტივალში, ფოლკლორული, საესტრადო, ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლები მონაწილეობდნენ. „სახიობა რაჭაში “ დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

31 მაისი 2026, 17:48

სპორტი

„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600-მა მორბენალმა მიიღო მონაწილეობა

„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა. მათგან 241 უცხოელი იყო. მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს-მათგან ყველაზე გრძელი 21-კილომეტრიანია.