imedi /  05 აპრილი 2018, 12:57 / სანდო წყარო

მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეები პროზექტურაში გადაასვენეს

მინდელის შახტი

მინდელის შახტი

ტყიბულში, მინდელის შახტში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, დაღუპული მუშების ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ქუთაისის ბიუროში გადაასვენეს. 

დილის 4 საათზე ტყიბულში მინდელის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში), ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12. ამის შესახებ imedinews-ს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში უთხრეს.

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2026, 10:16

თავდაცვა

მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სწავლების დასკვნითი ნაწილი მუხროვანის პოლიგონზე გაიმართა, სადაც მათ სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე ისროლეს.

ელისო ბოლქვაძე

26 სექტემბერი 2026, 10:03

კულტურა

ელისო ბოლქვაძე: მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ცნობილი მუსიკოსის, მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ მსმენელი მის შემოქმედებას კიდევ მოისმენს.

დონალდ ტრამპი

26 სექტემბერი 2026, 09:36

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი ირანის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტას უარყოფს და არჩევნების შემდეგ დაბომბვის განახლებას ელოდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ირანის დაბომბვის განახლებას ელოდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 სექტემბერი 2026, 09:35

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე არაგვზე ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო.

26 სექტემბერი 2026, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 სექტემბერს საქართველოში

26 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

26 სექტემბერი 2026, 08:29

მსოფლიო

The Washington Post: ომში მზარდი ხარჯების დასაფარად, უკრაინა პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციას განიხილავს. შედეგად კიევი დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს, ეს კი 30 ათასი სამხედრო დრონისთვის საკმარისი თანხაა

The Washington Post-ის ცნობით, წლების განმავლობაში უკრაინაში მოქმედი უზარმაზარი, თუმცა უკანონო პორნოინდუსტრია ჩრდილში არსებობდა. სამართალდამცველები, როგორც წესი, ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ცალკეული მაღალჩინოსნები კანონის გვერდის ავლაში შემჩნეული ადამიანებისგან ქრთამის გამოძალვის მიზნით საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.

26 სექტემბერი 2026, 08:00

საზოგადოება

„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“

„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა?

დავით ქართველიშვილი

26 სექტემბერი 2026, 00:06

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.

ირაკლი დოლაბერიძე

25 სექტემბერი 2026, 23:31

სპორტი

სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.

25 სექტემბერი 2026, 22:42

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა

საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის ​გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

25 სექტემბერი 2026, 22:03

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.

25 სექტემბერი 2026, 21:47

კულტურა

„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „იმედზე“ ყოველ პარასკევს განახლებული პროექტი - „ქართული ხალხური“ გავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „ქართული ხალხური“ „იმედზე“ - პროექტის მთავარი გმირები ათი სხვადასხვა რეგიონიდან მომღერალი ოჯახები იქნებიან, მათ კი სხვადასხვა ანსამბლი და სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები შეუერთდებიან.

25 სექტემბერი 2026, 21:44

საზოგადოება

პარლამენტის წევრები ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

მაქსიმ რიჟენკოვი მაკა ბოჭორიშვილი

25 სექტემბერი 2026, 21:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.

25 სექტემბერი 2026, 21:30

საზოგადოება

„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნიდერლანდებში გამართულ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე, პროექტი ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 134 პროექტს შორის გამოარჩიეს. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

25 სექტემბერი 2026, 21:05

რეგიონი

სენაკის სპორტკომპლექსს კალათბურთის ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეს ის არის, რაზეც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრების დროს ისაუბრეს. კალათბურთელებს დღეს ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა.

25 სექტემბერი 2026, 21:05

სამართალი

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსის სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. სუსმა სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში ჩაატარა.პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

25 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

მარტვილში ჭყონდიდელობა აღნიშნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიურ და სახალხო დღესასწაულზე სამეგრელოში ჩავიდა კათოლიკოს პატრიარქი. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების და ქადაგების შემდეგ, შიო მესამემ სასულიერო პირები მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ნანული გუგუნავა

25 სექტემბერი 2026, 20:52

საზოგადოება

ნოდარ დუმბაძის მეუღლე შვილის გვერდით, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა დღეს ვაკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა მიაგეს.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის შეფასება ოპოზიციურ პროტესტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პროტესტს აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ ანალიზს ეხმიანება, რომელშიც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ყოველდღიურ და ერთსახოვან საპროტესტო აქციებზე საუბრობს, ოპოზიციის ამ მცირერიცხოვან ჯგუფს კი, „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“ მოიხსენიებს.