imedi /  09 აპრილი 2018, 10:34 / სანდო წყარო

პრემიერმინისტრს გედი ფოფხაძის უმრავლესობიდან წასვლაზე გული დაწყდება

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

"აბსოლუტურად ბუნებრივია ის პროცესები, რომლებიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის გედევან ფოფხაძეს შეხვდა და სთხოვა, რომ უმრავლესობა არ დაეტოვებინა.

„მე ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და ამ მონაპოვარს სხვა ტიპის მართვაც სჭირდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება არ არის.

"არანაირი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის, არის ძალიან ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარია. რა თქმა უნდა, ეს უცხოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ და ცდილობენ, წარმოაჩინონ, როგორც განხეთქილება. ეს მათთვის უცხოა, რადგან ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში ასეთი რამ შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ის განსხვავება, რომელიც დღეს გვაქვს, არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ძალიან დიდი მონაპოვარი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხს კახი კალაძეც გამოეხმაურა. 

“პარტიაში ხდება ის, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით მიმდინარეობს პარტიული კონფერენციები და მიმდინარეობს მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. დაპირიპირებას რაც შეეხება, მსგავსი არაფერი ხდება. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეპუტატების მხრიდან, ჩვენი ხელმძღვანელობის მხრიდან ყველაფერი იქნება ცნობილი. ამჯერად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის და შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს", - განაცხადა თბილისის მერმა.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა გახდა.

ყველა სიახლე

16 მარტი 2026, 20:24

პოლიტიკა

რატომ არ არის ევროკავშირის გადაწყვეტილება გერმანიის ელჩისთვის საკმარისი - პეტერ ფიშერი ისევ ყულევის პორტში დარღვევების შესახებ წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყულევის პორტის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, გერმანიის ელჩი ისევ ირწმუნება, რომ სანქციების დარღვევის მტკიცებულებები არსებობს. პეტერ ფიშერისგან, ბოდიშის ნაცვლად, მორიგი მტკიცებითი განცხადება იმის შესახებ, რაც არ დადასტურდა, მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

16 მარტი 2026, 20:22

პოლიტიკა

სად მდებარეობს ირანი და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ევროპარლამენტში - ფრანგული ტელეარხის გამოკითხვა და შეფასება თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად არის ირანი - ფრანგული ტელეარხის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ევროპარლამენტში ცოტამ იცის, მსოფლიო რუკაზე ამ ქვეყნის მდებარეობა. მათ შორის არიან ის დეპუტატები, თუ ევროპელი მინისტრები, რომლებიც ირანის ბედის შესახებ დისკუსიებსა და რეზოლუციების მიღებაში მონაწილეობდნენ.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 20:18

პოლიტიკა

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე ხელისუფლებას კრიტიკისთვის ბევრი არგუმენტი აქვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირაკლი კობახიძე დოკუმენტში წარმოდგენილ თითოეულ საკითხს შეეხო და ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში გამოგზავნილმა ექსპერტმა პოლონეთის მთავრობასთან ინტერესთა კონფლიქტი დამალა. არც ეუთოს მისიის მიერ 2024 წლის არჩევნების შეფასება აღუნიშნავს და ასევე, უგულებელყო 4 წელიწადში გადატრიალების 5 წარუმატებელი მცდელობა.

კეროლაინ ლევიტი

16 მარტი 2026, 19:45

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი ჰორმუზის სრუტის განბლოკვაზე: სხვა ქვეყნები დიდ სარგებელს იღებენ იმით, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის მხრიდან მომავალ საფრთხეს ანეიტრალებენ

თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი იცავს დონალდ ტრამპის დაჟინებულ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მოკავშირეები უნდა დაეხმარონ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნაში.

16 მარტი 2026, 19:38

პოლიტიკა

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საბჭოს სხდომაზე ტუბერკულოზის სფეროს პოლიტიკის პრიორიტეტებისა და გლობალურად ტუბერკულოზის ვაქცინაციისთვის მზადყოფნის თაობაზე ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში წარადგინა ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს პოლიტიკის საკითხების ხელმძღვანელმა ჯანიკა ჰაუსერმა და ამავე საბჭოს სამხრეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა მენეჯერმა, თამბაქოს კონტროლის ხელმძღვანელმა ალისია მატუშევიჩმა.

16 მარტი 2026, 19:33

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა „სამსუნგის“ დელეგაციასთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კორეელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ბიზნეს-მეგობრული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, დაბალი გადასახადებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ. სტუმრები ასევე გაეცნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციას ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 19:12

პოლიტიკა

პრემიერი: პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება

პრემიერის თქმით, მთავრობას არ სურს დააზარალოს ბიზნესის ინტერესები, ასევე არ სურს ფასების ზრდა, შესაბამისად, მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესებს.

დან იორგენსენი

16 მარტი 2026, 19:11

მსოფლიო

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: ევროკავშირში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გვსურს რუსული ენერგორესურსების იმპორტის განახლება

ევროკავშირი არ დანებდება ზეწოლას რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის თაობაზე იმ მიზნით, რომ ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების მზარდი ფასები დააბალანსოს, - განუცხადა ბლოკის ენერგეტიკის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 19:04

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა

ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა, დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 19:01

პოლიტიკა

პრემიერი: ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის, როდესაც 14 დღეში, ერთი ექსპერტი წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე

რაც შეეხება მოსკოვის მექანიზმს, ჰააგას და ა.შ. ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არის ასახული მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტში, ანგარიში, არის თავიდან ბოლომდე დაფუძნებული სიცრუეზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრემიერის თქმით, 14 დღეში, ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 18:53

პოლიტიკა

პრემიერი: კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში - მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ

კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

16 მარტი 2026, 18:47

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს და ბელარუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ალის ვაიდელი

16 მარტი 2026, 18:43

მსოფლიო

ალის ვაიდელი: გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას

გერმანული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი, ალის ვაიდელი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასა და სამთავრობო კოალიციის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ქვეყანა „ეკონომიკური კატასტროფის“ წინაშე დგას.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

16 მარტი 2026, 18:35

მსოფლიო

ბესენტი უარყოფს მოსაზრებას, რომ ტრამპისა და სი ძინპინის სამიტი შესაძლოა ჰორმუზის სრუტის გამო გადაიდოს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ირგვლივ არსებული უთანხმოებების გამო გადაიდოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 18:31

პოლიტიკა

პრემიერი: ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე

მთელი მსოფლიო არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა, ევროპელი ხალხი, ევროპის მოსახლეობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრემიერის თქმით, პირველ რიგში, ეკონომიკური კუთხით ძალიან მძიმედ დაეტყო ეს არეულობა ევროპის კონტინენტს და კონკრეტულად ევროკავშირის სივრცეს.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 18:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან - ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში, შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ ვაპირებთ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას, რადგან ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს

არ ვაპირებთ გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში არის საკითხები, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება - ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დავით ქაცარავას განცხადების შეფასებისას.

16 მარტი 2026, 18:06

სპორტი

სპორტის მინისტრი „NASCAR-ის“ ევროპის სერიების პრეზიდენტ ჯერომ გალპინს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე „NASCAR-ის“ ევროპის სერიების პრეზიდენტს, ჯერომ გალპინს, შეხვდა. შეხვედრაზე 2027 წელს საქართველოში გასამართი „ევრონასკარის“ ეტაპის შესახებ ისაუბრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ მზადაა ხელი შეუწყოს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებას.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 18:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე კეთილსინდისიერების დეფიციტში, არის კომპეტენციის კრიზისი

ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე - კეთილსინდისიერების დეფიციტში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ვიდეოს ეხებოდა ევროპარლამენტიდან, სადაც ევროპარლამენტარები სწორად ვერ პასუხობენ ჟურნალისტის კითხვას, თუ სად არის რუკაზე ირანი.