პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აპრილს დასრულდება
ფოტო: shutterstock.com
ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც პროფესიული განათლების მიღების სურვილი აქვს, 2018 წლის სასწავლო პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა 22 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.
დაინტერესებულ პირს შეუძლია სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
ასევე, სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით განხორციელდება რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა (ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის მონიტორინგი), რომლებსაც პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.
რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.
რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.
ისევე როგორც წინა წელს, 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისთვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: ისტორიას ვერ გადაწერთ. რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ნიკოლაშვილი 2008 წლის ომის წლისთავს და ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან მორიგი ყიჟინაა ატეხილი იმ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო.
07 აგვისტო 2026, 16:35
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: საიდან მოიტანა, რომ ტყვეებს ვხვრეტდით - ეს აბსურდი და ბოდვაა
„მეც დავდიოდი და ბარამიძეც, მაგრამ ამასობაში არჩევნები ჩატარდა, ბარამიძე პარლამენტის წევრი გახდა და კომისიის მუშაობიდან ამოვარდა. მე კომისიაში მუშაობას ვაგრძელებდი, ბარამიძე პარლამენტში იყო და ზოგჯერ გვეხმარებოდა. იშვიათად ჩამოდიოდა, როცა ტყვეთა გაცვლა იყო. შეიძლება იყო ფრაგმენტები, მაგრამ ეს არ იყო რეგულარული. მაჩვენოს ერთი პროტოკოლი, სადაც ტყვეთა გაცვლისას ბარამიძის გვარია. ვერ მოიტანს. ყველგან ჩემი გვარია. ამ ყველაფერს მე ვმართავდი“.
07 აგვისტო 2026, 15:54
მსოფლიო
კაროლ ნავროცკი: პოლონეთის ინტერესშია, რომ ბანდერას დროშები ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში არ ფრიალებდეს
პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის განცხადებით, პოლონეთის ინტერესს წარმოადგენს ის, რომ უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას დროშებმა ვარშავასა და სხვა ქალაქებში არ იფრიალოს.
07 აგვისტო 2026, 15:35
ჯანდაცვა
ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს
ხელისუფლებამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
07 აგვისტო 2026, 15:32
პოლიტიკა
ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება.
07 აგვისტო 2026, 15:25
მსოფლიო
Financial Times: დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა შიდა მარაგები შეინარჩუნოს
დიდმა ბრიტანეთმა ევროპელ მეზობლებთან გასულ თვეში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა სიცხეების პერიოდში ქვეყნის შიდა ელექტრომომარაგების საიმედოობა უზრუნველეყო. ინფორმაციას Financial Times-ი ეროვნული ენერგეტიკული სისტემის ოპერატორის (NESO) ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 15:21
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 15:13
პოლიტიკა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ვეტერანებმა დაგმეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ერთობლივად დაგმეს 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეკრებილმა ვეტერანებმა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 15:07
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა.
07 აგვისტო 2026, 14:55
მსოფლიო
„ევროპის სახალხო პარტია“ ესპანეთის მთავრობას მიგრაციულ კრიზისზე არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს
„ევროპის სახალხო პარტია“ ესპანეთის მთავრობას მიგრაციულ კრიზისზე არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს.
07 აგვისტო 2026, 14:47
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან მიმართებით რიტორიკაზე: არა მხოლოდ მკაცრი, საქართველო იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ასპარეზზე
ჟურნალისტის კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ, რატომ არ იყო მკაცრი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მაშინ საქართველო ქვეყნის ღირსებას იცავდა.
07 აგვისტო 2026, 14:44
პოლიტიკა
გიგი წერეთელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდზე: მე არასდროს მახსოვს, მე პირადად, ან ჩემს ირგვლივ რბილი განცხადებებით რომ გამოირჩეოდა ვინმე რუსეთის მიმართ
ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა მკაცრი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გიგი წერეთელი პასუხობს და ამბობს, რომ არ ახსოვს მაშინ რუსეთის მიმართ ვინმეს რბილი განცხადებები გაეკეთებინოს.
07 აგვისტო 2026, 14:39
რეგიონი
ბოლნისში პესტიციდების არალეგალურ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.
07 აგვისტო 2026, 14:38
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: ბრიუსელს სომხეთზე ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს, რათა ერევანს მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა აიძულოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბრიუსელს არ აქვს ბერკეტები, რათა ერევანს აიძულოს მოსკოვთან ურთიერთობები გაწყვიტოს.
07 აგვისტო 2026, 14:37
საზოგადოება
გივი მიქანაძე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
07 აგვისტო 2026, 14:36
სამართალი
ეკა კუპატაძე: ჩემი გადასახედიდან 20 ოქტომბერს უკვე იკვეთებოდა ნია იმნაძის ბრალი, მაგრამ პროკურატურა ასე ეჭვსა და ვარაუდზე ხომ ვერ წაუყენებდა ბრალს?! მათ ის განადგურებული მტკიცებულებები აღადგინეს
ჩემი გადასახედიდან 20 ოქტომბერს უკვე იკვეთებოდა ნია იმნაძის ის ბრალი, მაგრამ პროკურატურა ასე ეჭვსა და ვარაუდზე ხომ ვერ წაუყენებდა ბრალს?! მათ ის განადგურებული მტკიცებულებები აღადგინეს, - განაცხადა ეკა კუპატაძემ „ქრონიკასთან“.
07 აგვისტო 2026, 14:35
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.
07 აგვისტო 2026, 14:30
საზოგადოება
ავჭალაში, სარაჯიშვილის N15-ში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ სკვერი მოეწყობა
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ახალ დასასვენებელ სივრცეში განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
07 აგვისტო 2026, 14:29
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: აგვისტოს ომის დროს დასავლეთს არ აწყობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვინმეს რამე განცხადებები გაეკეთებინა. უკრაინის ომის მერე მწვანე აქვთ იმაზე, რომ რუსეთს წინააღმდეგ გაილაშქრონ და ყველანაირი პროვოკაცია მოაწყონ
აგვისტოს ომის დროს დასავლეთს არ აწყობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვინმეს რამე განცხადებები გაეკეთებინა. უკრაინის ომის მერე მწვანე აქვთ იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრონ და ყველანაირი პროვოკაცია მოაწყონ, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
07 აგვისტო 2026, 14:28
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 7.53 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 50%-ით მეტია, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.


