imedi /  26 თებერვალი 2017, 20:20 / დაუდასტურებელი

პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი დაიკარგა

დაიკარგა პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი. უცნობია, ვინ მოიპარა ისინი, თუმცა, ცნობილია, რომ ფაქსიმილეს და ბეჭდის დაკარგვა პატრიარქის გერმანიაში წასვლას ემთხვევა. როგორც თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, ილია მეორის ფაქსიმილე და ბეჭედი გამოიყენეს გერმანიისა და ავსტრიის ვაკანტური ეპარქიის შესავსებად, სადაც ყოვლად მოულოდნელად, დანიშნეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე. მისი თქმით, ეს წმინდა სინოდის პრეროგატივა იყო და აქედანაც ჩანს, რომ რაღაც გარკვეულ მზაკვრობასთან გვაქვს საქმე.

დოკუმენტიდან, რომელიც "იმედის დროს" კონფიდენციალურმა და საპატრიარქოსთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა, ირკვევა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ნამდვილად დაინიშნა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად. დოკუმენტი 9 თებერვლით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როდესაც პატრიარქი ჯერ კიდევ გერმანიის "ჰელიოს ბერლინ ბუხის" კლინიკაში მკურნალობს.

"იმედის დროს" ცნობით, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა, მისი დაწინაურება მისსავე ეპარქიაში დაადასტურეს.

ბეჭდის და ფაქსიმილეს მოპარვა, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს პატრიარქის ანდერძის გაყალბებასთან. ამას ჟურნალისტთან პირად საუბარში ანონიმური წყარო, საჯაროდ კი თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ადასტურებს.

"თუკი კათოლიკოსი უნებლიეთ, ოპერაციის შედეგად გადაყვებოდა ოპერაციას, ამ შემთხვევაში მათ სასწრაფო წესით უნდა გამოეცხადებინათ მემკვიდრე. ეს იქნებოდა, ცხადია, გაყალბებული დოკუმენტი", - აცხადებს ტიგინაშვილი.

ემზადებოდნენ თუ არა პატრიარქის სიცოცხლეშივე ეკლესიის დროებითი მმართველისთვის და ჰქონდა თუ არა ფუნქცია ამ პროცესში მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძეს, წყაროს ინფორმაციით, გამოძიება, ავარაუდოდ, ამ სკანდალურ ფაქტებსაც სწავლობს.

მეუფე გერასიმე სკანდალში რემდენიმე კვირის წინაც გაეხვა, მაშინ, როდესაც გერმანიაში ჩაწერილი პატრიარქის მიმართვა მისივე ეპარქიის ფეისბუქ გვრდზე აიტვირთა, ოღონდ დამონტაჟებული ვერსიით.

დამონტაჟებული მიმართვის ამბავი ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა, პატრიარქის ძმისშვილი მიტროპოლიტი დიმიტრია, რომელიც მიმართვის ჩაწერის პროცესს ესწრებოდა. ის ამბობს, რომ ფრაზა ილია მეორესთან შეთანხმებით ამოჭრეს.

შესაძლო მოწამვლის ფაქტზე დღემდე მხოლოდ სპეკულაციები ვრცელდება. "იმედის დროს" საპატრიარქოსთან დაახლოებული წყარო ადასტურებს, რომ უნდა მომხდარიყო არა ხოლოდ უწმინდესის, არამედ სხვა მაღალი იერარქიის საერო და სასულიერო პირების მოწამვლა.

ასევე, მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, ციანიდს პატრიარქამდე მიიტანდა ადამიანი, რომელიც უწმინდესს უვლის, მის გვერდითაა და ხშირად ჭამაშიც ეხმარება. ასეთი პირი, "იმედის დროს" ცობით, რამდეიმეა - მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, პატრიარქის თანამესაკნე დედა ალექსანდრა და ასევე მისი თანამესაკნე მამა დავით ჭინჭარაული.

"იმედის დრომ" სკანდალური ინფორმაცია საპატრიარქოსთან დაახლოებულ რამენიმე პირთან გადაამოწმა, თუმცა, ერთადერთი, ვინც ამ თემაზე ღიად საუბრობს, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეა, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება მოწამვლის ფაქტს არ გაასაჯაროებდა და ბუნებრივ პროცესს დააბრალებდა. 

"იმედის დროს"ინფორმაციით, საქმეში დევს რამდენიმესაათიანი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. მასში სავარაუდოდ, ბრალდებულის და მოწმის გარდა, სხვა პირებიც ფიგურირებენ. შესაძლოა ირაკლი მამალაძის გარდა, იყოს კიდევ ერთი ჟურნალისტი და მაღალი იერარქიის სასულიერო პირი.

წყაროს მიერ მოწოდებული ამ ინფორმაციის ნაწილი ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაადასტურა.

რეზონანსული საქმის დეტალები ჯერ ისევ ბუნდოვანია. ბუნდოვანია ისიც, თუ რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მამა გირგი მამალაძე, რომელიც მზად იყო, რამდენიმე დღიანი დუმილი დაერღვია. გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა შორენა თეთრუაშვილიც, თუმცა, მისი დაკითხვაც არ მომხდარა.

დეკანოზის ინტერესების დამცველი  აცხადებს, რომ ბრალდებულის დაკითხვის შემდეგ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთება, რაც  მამალაძის  ციანიდთან  შემხებლობას გამორიცხავს.

მოლოდინია, რომ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ჩვენება საქმეშიც და საპატრიარქოშიც ბევრ გარემოებას შეცვლის. ცვლილებები უკვე დაწყებულია და ჩვენება სავარაუდოდ ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

ამ დროისთვის მამა მიქაელ ბოტკოველი აღარ არის პატრიარქის მდივანი; პატრიარქს აღარ იცავს მისივე ნათესავი, დიმირტი შიოლაშვილის სიძე სოსო ოხანაშვილი; საპატრიარქოდან დაითხოვეს დაცვის 17 წევრი; ილია მეორის დაცვის სამსახური ზურაბ ბუჩუკურს ჩააბარეს.  

"იმედის დროს" ინფორმაციით, 23 თებერვალს საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის შედეგად სამართალდამცველებმა  სხვასხვა ტიპის საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. იარაღის საქმე, შესაძლოა, ან ციანიდის საქმის მნიშვნელოვანი დეტალი, ან სულაც საპატრიარქოსთვის ახალი სკანდალი გახდეს.  

ყველა სიახლე

26 ივლისი 2026, 15:32

მსოფლიო

რუმინეთში 3 დღის განმავლობაში მესამე რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს

„დღეს დილით, 10:13 საათზე, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა F-16 რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, სულინა-კილიას რაიონში, კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდო“, - დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

26 ივლისი 2026, 15:14

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრების გამო კიდევ 55 ათასი ადამიანია ევაკუირებული

საფრანგეთის 6 ქალაქიდან კიდევ 55 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ტყის ხანძრები, რომლებმაც მთელ ქვეყანაში დიდი ზიანი გამოიწვია, კიდევ უფრო გაძლიერდა.

26 ივლისი 2026, 14:36

კულტურა

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა. ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.

კეტი პერი

26 ივლისი 2026, 14:28

მსოფლიო

კეტი პერიმ თეთრი სახლი მისი სიმღერის უნებართვოდ გამოყენების გამო გააკრიტიკა

„შოკირებული და აღშფოთებული ვარ, რომ ჩემი სიმღერა გამოიყენება ფონად თეთრი სახლის მიერ TikTok-ზე გამოქვეყნებული სამხედრო დარტყმების ამსახველ ვიდეოებში. მე ამას არ ვეთანხმები, ჩემთვის ეს არ უთხოვიათ და ამას არანაირად არ ვამართლებ“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

26 ივლისი 2026, 14:22

მსოფლიო

The New York Times: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“. მიზეზი საბრძოლო მასალების მარაგის ამოწურვის საფრთხე გახდა.

26 ივლისი 2026, 14:18

მსოფლიო

ბულგარეთში, ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს

ბულგარეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს.

26 ივლისი 2026, 14:16

მსოფლიო

იტალიაში რკინიგზის მშენებლობისა მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

მასობრივი არეულობების გამო შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. დროებით დაიკეტა ადგილობრივი ავტომაგისტრალიც. ლიონსა და ტურინს შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი ალპებში 57- კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გულისხმობს. მისი ღირებულება 26 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

26 ივლისი 2026, 14:13

მსოფლიო

მიუნხენში მერცის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მიუნხენის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გერმანიის კანცლერის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტები ფრიდრიხ მერცის მთავრობას სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას მთავრობა მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

შიო მესამე

26 ივლისი 2026, 14:12

საზოგადოება

შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა

რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

26 ივლისი 2026, 14:06

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. შეიცვლება გარე განათების ქსელი - დამონტაჟდება თანამედროვე LED-განათების სისტემა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

26 ივლისი 2026, 14:04

საზოგადოება

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

26 ივლისი 2026, 13:58

ტექნოლოგიები

SpaceX-მა Starship-ის წარმატებული ფრენა შეასრულა

SpaceX-მა თავისი მეგარაკეტის, Starship-ის საცდელი ფრენა შეასრულა. აფრენიდან ერთი საათის შემდეგ რაკეტა ინდოეთის ოკეანეში წარმატებულად დაეშვა.

ზაალ ანჯაფარიძე

26 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრებაზე: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა „რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ცოტნე ანანიძე

26 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: „ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან“ - მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?

„მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?”- წერს ცოტნე ანანიძე.

ვიქტორ ორბანი

26 ივლისი 2026, 13:11

მსოფლიო

ორბანს მიაჩნია, რომ 25 წლის შემდეგ ევროკავშირი აღარ იარსებებს, რადგან „ადაპტაციის უნარი არ გააჩნია“

„ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი არ შესწევთ, ქრებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გააჩნია ადაპტაციის უნარი. მე არ მინდა, რომ ის გაქრეს. მე მინდა, რომ მან ადაპტირება შეძლოს, ამაში უნგრეთმა თავისი როლი ითამაშოს, ჩვენ ამ ადაპტაციით სარგებელი მივიღოთ და გამარჯვებულები გავხდეთ. მაგრამ დღევანდელ ევროკავშირზე გულახდილად რომ ვთქვათ, ეტყობა, რომ მას თვითრეფორმირების უნარი არ შესწევს. სწორედ ამიტომ არ ვუწინასწარმეტყველებ მას დიდ მომავალს“, - განაცხადა ორბანმა.

26 ივლისი 2026, 12:13

კულტურა

„ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის თიზერი გამოვიდა🎬

სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, ჩარლი ვიკერსი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.

26 ივლისი 2026, 11:39

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

26 ივლისის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელეს. დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისივე თქმით, სოლომენკის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე, ხოლო დესნიანსკის რაიონში ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შევჩენკოს რაიონში ასევე იწვოდა ოთხსართულიანი შენობა.

26 ივლისი 2026, 11:29

კულტურა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეკა მამალაძის კონცერტი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის განახლებულ ბაღში ეკა მამალაძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართული საესტრადო მუსიკის ტრადიციები და მოგონებები გააცოცხლა. საღამო ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

26 ივლისი 2026, 11:27

საზოგადოება

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა. თეიმურაზ დვალს კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია გადაეცა. მანამდე კი ფოთის თეატრის მსახიობებმა გასული წლის ფესტივალის გამარჯვებულის მიერ დადგმული სპექტაკლი „სტრიპტიზი" წარმოადგინეს.

26 ივლისი 2026, 11:26

მსოფლიო

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე კოლეჯ-პოინტის ბულვარის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ორ მომიჯნავე შენობაზე გავრცელდა,