imedi /  12 მაისი 2018, 14:19 / სანდო წყარო

ნაცვლიშვილი: სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველა ფაქტი შესასწავლია

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპრაციას აფასებს და მიიჩნევს, რომ სპეცოპერაციის ყველა დეტალი უნდა შეისწავლონ, თუნდაც საპარლამენტო ფორმატში. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მისი თქმით, დეპუტატების გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს საპარლამენტო ფორმატში, თუმცა ეს შეიძლება იყოს მინისტრების დაბარებაც.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად. მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება, ის ინფორმაცია, რასაც შს სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფრომით, შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხები"- განმარტავს ნაცვლიშვილი.

მისივე განცხადებით, დღეს მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი აქციის ორგანიზებას. მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული და შს სამინისტრომ უნდა უზრუნველოს ეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობაში ყველა სახელმწიფო უწყება იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დღეს შეძლონ კონსტიტუციური უფლებებით შეუზღუდავი სარგებლობა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მანამდე, კლუბ „ბასიანსა" და „გალერიში" სპეცოპრეაციის ჩატარებას თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს ფაქტი პოლიციის რეპუტაციას დააზიანებს.

სპეცოპრაცია გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

29 იანვარი 2022, 13:11

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: რაო, მიხეილ, აბა, მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო?! იცნობდი და თან როგორ - ქონებასაც ჩუქნიდი

მეგრელიშვილი აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ფიზიკური პირის მეგის ქარდავას ძმისთვის, ლევან ქარდავასთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

29 იანვარი 2022, 12:56

მსოფლიო

Reuters: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო, რაც შესაძლოა მომავალში დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ დასჭირდეს

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით წერს.

29 იანვარი 2022, 12:34

COVID19

29 იანვრის მონაცემებით, ბუსტერ დოზით 151 998 ადამიანია აცრილი

29 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 704 957 აცრაა ჩატარებული. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

29 იანვარი 2022, 12:12

საზოგადოება

დიდუბის რაიონში, კედიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა კედიას ქუჩა N10-ში, მოსახლეობის მოთხოვნით, სპორტულ მოედანსა და მოსასვენებელ სივრცეს აწყობს. ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა.

29 იანვარი 2022, 11:51

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი გადაწყვეტილებას 1-ელ თებერვალს მიიღებს

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი გადაწყვეტილებას საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში მიიღებს. სამ ოპოზიციონერ დეპუტატთან დაკავშირებით მსჯელობა 31 იანვარს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება. განხილვის შემდეგ დასკვნა მომზადდება, რომელსაც შემდეგ კომიტეტი პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ოთარ ჩოკოშვილი

29 იანვარი 2022, 11:25

COVID19

ოთარ ჩოკოშვილი: შედარებით მძიმე ფორმების მიუხედავად, პაციენტებში ძალიან ნაკლებია დაავადების გართულება და ლეტალობაც

„საბედნიეროდ, ჯერჯერობით კლინიკები იმ მდგომარეობამდე არ არის, რომ ადგილები არ იყოს. შედარებით მძიმე ფორმების მიუხედავად, პაციენტებში ძალიან ნაკლები რაოდენობით ხდება დაავადების გართულება და ლეტალობაც, საბედნიეროდ, ბოლო მონაცემებით იკლებს.

სალომე ზურაბიშვილი

29 იანვარი 2022, 11:14

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ბოლო წელიწადნახევარია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან მას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ამის შესახებ პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

29 იანვარი 2022, 11:09

სამართალი

პოლიციამ მესტიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალის შენახვისთვის ორი ბრალდებული დააკავა

სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

29 იანვარი 2022, 11:07

სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს.

29 იანვარი 2022, 10:57

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 310 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 310-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 704 957 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 145 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 995 328, გარდაიცვალა 14 911 პაციენტი.

29 იანვარი 2022, 10:56

COVID19

საქართველოში 1 033 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში 1 033 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 274 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 033 პირი, მათ შორის, თბილისში - 432, აჭარაში - 141, იმერეთში - 293. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი, მათგან თბილისში - 153, აჭარაში - 48, იმერეთში - 27. 2 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 647 - აჭარაში. 128 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

29 იანვარი 2022, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 21,56%-ია

29 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 21,56%-ია, ბოლო 14 დღის - 18,99%, ბოლო 7 დღის - 22,67%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 145 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 995 328, გარდაიცვალა 14 911 პაციენტი.

29 იანვარი 2022, 10:51

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 145 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 995 328, გარდაიცვალა 14 911 პაციენტი.

29 იანვარი 2022, 10:50

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 400 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 145 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 995 328, გარდაიცვალა 14 911 პაციენტი.

29 იანვარი 2022, 10:50

თავდაცვა

თურქეთმა თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა

ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ტექნიკა ადგილზე პირადად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა.

29 იანვარი 2022, 10:44

პოლიტიკა

საგარეო უწყება ამერიკელი ანალიტიკოსების მიერ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ჭრილში საქართველოს შესახებ გაჟღერებული განცხადებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ანალიტიკოსების მიერ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ჭრილში საქართველოს შესახებ გაჟღერებული განცხადებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

29 იანვარი 2022, 10:40

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა

მხარეებმა Сovid-19-თან დაკავშირებით, არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობაზე. განიხილეს მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით არსებული მექანიზმები და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმას, ასევე არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს.

29 იანვარი 2022, 10:37

COVID19

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიისა და მთავრობის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, ხელედის თემში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

29 იანვარი 2022, 10:27

საზოგადოება

უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლების სამინისტრო თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს

მათი განცხადებით, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

ოთარ შამუგია

29 იანვარი 2022, 10:22

რეგიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩ დიეგო კოლას, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონულ დირექტორ სესილ კუპრის და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.