imedi /  05 მაისი 2018, 20:47 / სანდო წყარო

ნარკოტიკული საშუალებით გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი კულტურის სამინისტროს თანამშრომელია

ლევან კალანდაძე

ლევან კალანდაძე

თბილისში დღეს გარდაცვლილი ორი ადამიანიდან, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს, ერთ-ერთი კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელი, 39 წლის ლევან კალანდაძეა. ის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოჯახს უკვე მიუსამძიმრა.

მეორე გარდაცვლილი 38 წლის კახა კიკნაძეა. ცხედრები ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

დღეს მოძრაობამ „თეთრი ხმაური“ ორი ახალგზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. „შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად“, - წერია განცხადებაში.

ყველა სიახლე

 გიორგი ვოლსკი

24 მაისი 2026, 23:51

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დღეს განისაზღვრება არა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომელსაც თუნდაც, სხვადასხვა კვლევა გვიჩვენებს, არამედ მათი ინტერესიდან გამომდინარე, დაამარცხონ, ან სერიოზული პრობლემები შეუქმნან რუსეთს საქართველოს მეშვეობით

როდესაც ევროკავშირი შეიქმნა, ეფუძნებოდა თანამშრომლობის პრინციპების განვითარებას, რომელიც შექმნიდა კეთილდღეობის რეალობას და ამ კეთილდღეობის სივრცეში ადამიანები იპოვიდნენ პირადი, ოჯახის თუ ქვეყნების განვითარების პერსპექტივას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპის კრიზისზე საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

24 მაისი 2026, 23:48

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ამ სტუდიიდან უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული თავის ვალდებულებების საწინააღმდეგო ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს, საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ გზაზე

ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ამ სტუდიიდან უნდა ვუთხრათ, რომ არასდროს საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული თავის ვალდებულებების საწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადაუდგამს. საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ გზაზე და იმ ევროპული სტანდარტების დამცველი და შემსრულებელია, როგორც კვლევები გვიჩვენებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კანონის უზენაესობის კუთხით ჩატარებულ საერთაშორისო კვლევაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც საქართველომ მონტენეგროსთან ერთად უზენაესი შეფასება მიიღო.

გიორგი ვოლსკი

24 მაისი 2026, 23:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ევროპული ფასეულობები და სტანდარტი არ გულისხმობს ადამიანების ფიზიკურ დაზიანებას, როგორც ვიხილეთ კადრებში

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები, ვინც პროტესტს გამოხატავდნენ, არ იყვნენ აგრესიულები და არ მიმართავდნენ ისეთ ექსტრემისტულ პროცესებს, როგორც საქართველოში ვიხილეთ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

აჰმად შაჰიდოვი

24 მაისი 2026, 22:58

პოლიტიკა

აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი აჰმად შაჰიდოვი: საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში საკვანძო სახელმწიფოები არიან. საქართველოს გარეშე, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ეს სისტემა ვერ იმუშავებს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო, სარკინიგზო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს შუა დერეფნის როლს და სამხრეთ კავკასიას გლობალური დაკავშირებადობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს - ქართველი ანალიტიკოსებთან ერთად ამაზე ღიად საუბრობენ აზერბაიჯანელი ექსპერტებიც.

გიორგი აბაშიშვილი

24 მაისი 2026, 22:58

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან

საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.

კონსტანტინე გამსახურდია

24 მაისი 2026, 22:25

პოლიტიკა

კონსტანტინე გამსახურდია: გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია, დაპირისპირება, შექმნან ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში დიალოგი ვერ ხერხდება, ხდება მუდმივი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია

1918 წლის 26 მაისს ხორცი შეესხა ქართული საზოგადოების, ქართველი ერის საკრალურ ოცნებას, დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამის გარდა რეალური ბრძოლის და მუშაობის დაწყებას ჭეშმარიტი სუვერენიტეტის მისაღწევად. გადაიდგა ნაბიჯები ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას.

მარიამ ქვრივიშვილი

24 მაისი 2026, 22:23

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი სანდო პარტნიორი არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც და ბოლო პერიოდის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდა

მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ბაქო-თბილისის ნავთობმილსადენთან დაკავშირებით. საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას.

ზაზა შათირიშვილი

24 მაისი 2026, 22:15

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება

ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმის რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ სუვერენიტეტისთვის საქართველოს ბრძოლაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 22:00

პოლიტიკა

პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა - ლევილის მამული, ადგილი, რომელიც მძაფრად ინახავს ემიგრანტების ტკივილს, სამშობლოს მონატრებასა და სიყვარულს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ლევილში, სამშობლოდან შორს, დევნილობაში, ქართველებმა შექმნეს „მიკრო საქართველო“ და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება შეძლეს. ლევილის ქართველთა მამული და შატო წლის ბოლოს ზუსტად იმ იერსახეს დაიბრუნებს, რომელსაც იმსახურებს ისტორიული ღირებულების გამო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, თითქმის დასრულებულია. პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა ისტორიული კომპლექსი, განახლდა სასახლე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ინფრასტრუქტურა.

სოზარ სუბარი

24 მაისი 2026, 21:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია

რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია, ისე უნდა დაესაჯათ ხალხი, რომ მინიმუმ ათეული წლის განმავლობაში ადამიანებს თავში აზრადაც ვერ მოსვლოდათ, რომ კიდევ ერთხელ გამოსულიყვნენ საპროტესტო აქციაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 21:40

მსოფლიო

ერთი სარტყელი და ერთი გზა - ბაქოსა და პეკინში განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის ფონზე საქართველო საკუთარ გეოპოლიტიკურ როლს აძლიერებს და იმ ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში ევროპასა და აზიას აკავშირებდა როგორც რეგიონული სატრანზიტო და ენერგეტიკული ჰაბის ცენტრალური რგოლი.

ალექსანდრე დარახველიძე

24 მაისი 2026, 21:22

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენაზე: არაერთი ევროპული ქვეყანა მსგავს ქმედებას უმკაცრესად, სისხლის სამართლის წესით სჯის, მათ შორის 2 და 3 წლამდე პატიმრობაც კი არის გათვალისწინებული - საქართველოში ეს არის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული საკითხი

როდესაც ადამიანი თავის მოსაზრებას და აზრს აფიქსირებს, იგი არის პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვებზე. რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას მოქალაქის ღირსება, ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, აკრძალული ქმედება ძალიან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სიძულვილის ენასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 21:18

პოლიტიკა

საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - 26 მაისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თაობები იცვლებიან, მაგრამ ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. დამოუკიდებლობის მოპოვება რთული ისტორიული პროცესია, თუმცა მისი შენარჩუნება კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა.

24 მაისი 2026, 21:08

პოლიტიკა

სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი აღლუმი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„ნაცმოძრაობის“ დახასიათება ყველაზე მარტივი და ყველაზე მძიმეა იმ ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც რეჟიმს აღწერს. 15 წელი გადის ქართველი ხალხის საჩვენებელი დასჯიდან.

ნინო წილოსანი

24 მაისი 2026, 21:05

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. ჩვენ შემდგომში დეტალურად ვიკვლევდით და ვააშკარავებდით, რომ ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“, ან პოლიტიკური აქტივისტი

ეს იყვნენ გვარამიას მეთაურობით აგრესიულად დამუხტული „ტვ პირველის“ თუ „ფორმულას“ ჟურნალისტები და მათ გვერდზე რა თქმა უნდა ის „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ერთ დროს გვეუბნებოდა, რომ ადამიანის უფლებებს იცავდნენ, იცავდნენ ქალების და ბავშვების უფლებებს. უცებ მათ ჩამოიხსნეს ნიღბები და ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველები, ადამიანის უფლებებზე პირველი თავდამსხმელები აღმოჩნდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება პოლიტიკური მიზნებით გაჯერებული აგრესია - დაფიქრდი, სანამ შეურაცხყოფ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რეგულაცია, რომელიც „კლავიატურის ლომებს“ შეახსენებს, რომ კატისებრთა ოჯახს წარმოადგენენ - სოციალური ქსელები, რომელიც ერთ დროს თავისუფალი აზრისა და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა, დღეს უკვე ზიზღის, აგრესიისა და მიზანმიმართული შეურაცხყოფის პლატფორმად იქცა.

გურამ მაჭარაშვილი

24 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს

ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა. მე შეგნებულად არ ვამბობ, რომ ევროპამ თქვა უარი ღირებულებებზე, რადგან მისი სახე ნამდვილად არაა მხოლოდ ევროკავშირი და ევრობიუროკრატია", - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დანიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

დავით ქართველიშვილი

24 მაისი 2026, 20:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბაზრის შეზღუდვას სომხური პროდუქციისთვის. ანალიტიკოსის აზრით, ესაა პირდაპირი გზავნილი ერევნისთვის, რათა შეცვალონ გეოპოლიტიკური კურსი.

24 მაისი 2026, 20:30

პოლიტიკა

სადაც მოზარდია და სადაც ჯანმრთელობაა, იქ არ არსებობს „ჩვენიანი“ და „თქვენიანი“. იქ მხოლოდ ღირსება და უანგარო თანადგომა უნდა არსებობდეს. დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. მცდელობას, რომ სახელმწიფოსა და პაციენტებს შორის ხელოვნური ბარიერები აღიმართოს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც პოლიტიკური თამაშები, სუბიექტური მიზნებით დივიდენდების მისაღებად დაგეგმილი პიარსვლები თუ პირადი ამბიციები, უბრალოდ დანაშაულის ტოლფასია და ეს ზღვარი, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

დანიის მოვლენები, ირაკლი კობახიძის ღია წერილი და ევროპის ორმაგი სახე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ევროპული ღირებულებების გამოცდა ევროკავშირმა რომ ვერ ჩააბარა, ეს ყველაზე უკეთ თავად რიგითი ევროპელების დამოკიდებულებაში და საკუთარი ხელისუფლებების მიმართ ნეგატიურ შეფასებებში ჩანს. სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში საქართველო არ ერევა, მაგრამ ძალადობის დაგმობას საზღვრები არ სჭირდება, ისევე როგორც იმის აღიარებას, რომ ევრობიუროკრატიამ ევროპული ფასეულობები მიწასთან გაასწორა.