ბექა წიქარიშვილი: საქართველოში არცერთ პარტიას არ ვენდობი
ბექა წიქარიშვილი
თეთრი ხმაურის აქციების განახლების შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი წევრი, ბექა წიქარიშვილი დაზუსტებულ პასუხს ვერ იძლევა, დართავენ თუ არა უფლებას პოლიტიკოსებს ჩაერთონ აქციაში. მან „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა, რომ პირადად ის საქართველოში არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა.
„თეთრი ხმაური საზოგადოებრივი მოძრაობაა და ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი პოლიტიკის კეთება. პირადად მე პოლიტიზირების მომხრე არ ვარ. არცერთ პარტიას დღეს მე საქართველოში არ ვენდობი. შესაბამისად ყველაფერს ვიზამ, რომ არ მოხდეს პროცესის პოლიტიზება. ვნახოთ... არ ვიცი“, - განაცხადა წიქარიშვილმა.
თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. მანამდე 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ, აქციები იმ ღამესვე გამართეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.
თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქციის დასასრულს განაცხადა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შს სამინისტროსა და მინისტრის მიერ დანაპირების შესრულებას დააკვირდებიან. ამასთან 19 მაისს მორიგი აქცია დაანონსდა.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 14:08
მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასჯელის გამკაცრების შესახებ
კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში დანაშაულად აღარ ჩაითვლება სრულწლოვანების მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალების შექმნა და გავრცელება. პარალელურად, კანონპროექტი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების წარმოება გავრცელებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
16 ივლისი 2026, 14:04
მსოფლიო
FT: აშშ-ის მთავრობა BBC-ს წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სარჩელთან მიერთების შესაძლებლობას განიხილავს
ფლორიდის სასამართლოში შეტანილ განაცხადში, ამერიკის მთავრობა განმარტავს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამერიკის სამთავრობო უწყებებისა და მაღალჩინოსნებისგან ინფორმაციის გამოთხოვა და სასამართლოში დაბარების პროცედურები სამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება.
16 ივლისი 2026, 13:52
ეკონომიკა
სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.
16 ივლისი 2026, 13:50
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიცე-პრემიერ, ჰოჯამირატ გელდიმირადოვს შეხვდა.
16 ივლისი 2026, 13:34
ეკონომიკა
ხოსე ენრიკე ბოფილი: საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დაგვხვდა, რაც GWP-ისა და GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ სატარიფო მოდელზე ისაუბრა.
16 ივლისი 2026, 13:29
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმაზე: ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმას ეხმიანება და ამბობს, რომ „ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა“.
16 ივლისი 2026, 13:22
მსოფლიო
უმაღლესმა რადამ სერგეი კორეცკის უკრაინის პრემიერად დანიშვნას მისცა ხმა
უმაღლესმა რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი კორეცკის დანიშნა. შესაბამის გადაწყვეტილებას სახალხო დეპუტატებმა მხარი სულ ცოტა ხნის წინ დაუჭირეს. გადაწყვეტილების მიღებას ხმა 289-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.
16 ივლისი 2026, 13:12
მსოფლიო
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი 500 კმ სიშორის ბალისტიკურ რაკეტებს შეიმუშავებს და უკრაინას მიაწვდის
სააგენტო Bloomberg-მა შეიტყო, რომ დიდმა ბრიტანეთმა, პროგრამა Nightfall-ის ფარგლებში, პირველი ბალისტიკური რაკეტის შესამუშავებლად რამდენიმე კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს როგორც უკრაინის მხარდაჭერას, ისე ევროპის ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულების შემცირებას.
16 ივლისი 2026, 13:04
მსოფლიო
ევროკომისარი კუბილიუსი ფედოროვის გადადგომაზე: ეს გააჩენს კითხვას, თუ რატომ ცვლიან ასეთ ადამიანს
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და დღემდე ვთანამშრომლობთ მიხაილ ფედოროვთან - როგორც მანამდე, ისე განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა. ამ პერიოდში მართლაც ბევრის მიღწევა მოხერხდა“, - განაცხადა ევროკომისარმა.
16 ივლისი 2026, 13:00
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
16 ივლისი 2026, 12:50
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ჩვენი კლასი“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა
„რუსთავის თეატრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრემიერას უმასპინძლა. კულტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომლებიც ქართულ თეატრს ახალ შემოქმედებით შესაძლებლობებს აძლევს და მაყურებელთან მნიშვნელოვან თემებზე საუბრის სივრცეს ქმნის. რუსთავის თეატრს ვუსურვებ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას“,- განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ.
16 ივლისი 2026, 12:08
საზოგადოება
მარტვილის კანიონი 10 წლის განმავლობაში 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა
10 წლის წინ, 2016 წლის 16 ივლისს მარტვილის კანიონის უნიკალური ბუნების ძეგლი, გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
16 ივლისი 2026, 12:07
პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
16 ივლისი 2026, 11:59
სპორტი
ბათუმში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშება დაიწყო
ბათუმში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშება დაიწყო
16 ივლისი 2026, 11:59
ეკონომიკა
გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა
გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.
16 ივლისი 2026, 11:39
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა ევთანაზია დააკანონა
ევთანაზიის უფლებას მიიღებენ ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო სტადიის განუკურნებელი დაავადებები აქვთ. სავალდებულო პირობა იქნება მუდმივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომლის შემსუბუქებაც მკურნალობით შეუძლებელია.
16 ივლისი 2026, 11:35
ეკონომიკა
ნათია თურნავა: სებ-ის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს
საგადახდო მომსახურებისა და დეპოზიტების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს მომხმარებელს ინფორმირებულ არჩევანზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ის ახალი პლატფორმის პრეზენტაციისას.
16 ივლისი 2026, 11:33
თავდაცვა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.
16 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
უკრაინაში მიხაილ ფედოროვის გადაყენებას აპროტესტებენ
კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტიდან მიხაილ ფედოროვის გადაყენების გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაცია ივან ფრანკოს სახელობის თეატრთან მდებარე სკვერში იმართება. მომიტინგეები სკანდირებენ „ფედოროვს“ და ხელში უკავიათ პლაკატები წარწერებით: „რისთვის?“, „არ შეეხო იმას, რაც მუშაობს“ და „ვოვა, რას აკეთებ?“. აქციები მიხაილ ფედოროვის მხარდასაჭერად სხვა ქალაქებშიც, კერძოდ, ნიკოლაევში, ხარკოვში, დნიპროში, პოლტავასა და ტერნოპოლშიც იმართება.
16 ივლისი 2026, 11:24
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ
ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბის პრეზენტაციაზე.


