imedi /  22 მაისი 2018, 13:33 / სანდო წყარო

სასამართლო: მეტროს მემანქანეებს გაფიცვა არასამუშაო საათებში შეუძლიათ

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილისთვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, "ერთობა 2013-ის" ელექტრომატარებლების მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობა მათი სამუშაო საათების განმავლობაში არ შეეძლებათ.

„მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს შემდეგი: გაფიცვის უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას პროფკავშირების მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება დამსაქმებელზე, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული, უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად. თბილისის მეტროპოლიტენი წარმოადგენს ყველაზე იაფ და სწრაფ მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად 400 000-მდე მგზავრი სარგებლობს და მისი შეფერხება გამოიწვევს მიწისზედა, ისედაც გადატვირთული საგზაო ინფრასტრუქტურის კოლაფსს.

მოქალაქეებთან ერთად, დაბრკოლდება და შეუძლებელი გახდება ჯანდაცვის, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების უზრუნველმყოფ პირთა გადაადგილება (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, როგორც სამსახურამდე დროული გადაადგილება, მათ შორის მიწისქვეშა მუნიციპალური ტრანსპორტის მეშვეობით, ასევე ამ სამსახურების სარგებლობაში არსებული სპეციალიზებული ტრანსპორტის გადაადგილება, რითაც შეფერხდება ჯანდაცვის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების გაწევა)“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.

სასამართლოს ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გაფიცვის უფლებით სარგებლობს მეტროპოლიტენის ელ. მატარებლების მემანქანეთა 80%-ზე მეტი, „რაც შეუძლებელს გახდის მუნიციპალური მიწისქვეშა ტრანსპორტის (მეტროს) უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას“.

„სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სცადა, დაებალანსებინა, როგორც პროფესიულ კავშირებში გაერთიანების და გაფიცვის უფლება, ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. სასამართლომ, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ელ-მატარებლების მემანქანეთა გაფიცვა შესაძლოა, ატარებდეს ხანგრძლივ ან უვადო ხასიათს, შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით, ა(ა)იპ „ერთობა 2013“-ში გაერთიანებულ მემანქანეებს დეკლარირებულ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მიეცათ.

სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ევროპული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაა და მისი გამოყენება/არგამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე“, – წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების განმავლობაში“.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის. 

ყველა სიახლე

04 ივნისი 2026, 17:01

ჯანდაცვა

ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა. „Pathfinding Global Alliance“ გაეროს (UN) ეგიდით შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების საკითხებზე მუშაობს.

დონალდ ტრამპი

04 ივნისი 2026, 16:55

მსოფლიო

ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის საომარი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას არაპატრიოტულ საქციელს უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას გამოეხმაურა, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა.

04 ივნისი 2026, 16:46

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ სტრატეგიულ ურთიერთობას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები როგორც სპიკერების, ასევე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე.

04 ივნისი 2026, 16:41

კულტურა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან

5 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან.

ვახტანგ ცინცაძე

04 ივნისი 2026, 16:21

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა გრძელდება, პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი

ქვეყანაში გრძელდება ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა - 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 10.7%-თ არის გაზრდილი, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია. ასევე რეკორდულია და 12%-ზე მეტად არის გაზრდილი ბიზნესსექტორის გამოშვება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიზნესსექტორში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შეფასებისას.

04 ივნისი 2026, 16:18

მსოფლიო

გერმანიის მოქალაქე ფრიდრიხ მერცის მიმართ ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმეს, მოქალაქეს 1 თვის ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას“, - აცხადებს გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

04 ივნისი 2026, 16:04

პოლიტიკა

სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ბაჩანაშვილი: მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე. „კურიცებო“, ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით რომ მობილურები იყიდეთ, ზოგმა იმავე ფულით სახლებში რემონტებიც რომ გაიკეთა, ხმა ჩაიგდეთ, სანამ თქვენი სახელებისა და გვარების საჯაროდ დასახელება არ მომიწია

მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი, მაია ბაჩანაშვილი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მხარდამჭერებს სოციალურ ქსელში მიმართავს და ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

04 ივნისი 2026, 15:49

სამართალი

რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

გურამ დუმბაძე

04 ივნისი 2026, 15:39

ეკონომიკა

გურამ დუმბაძე: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები მთლიანად პასუხობს საბაზრო პირობებს და ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები

საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ.

04 ივნისი 2026, 15:30

სამართალი

აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები

შეხვედრაზე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და რამდენიმე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. მხარეებმა ასევე სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შესახებ და თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრეს.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

04 ივნისი 2026, 15:28

მსოფლიო

პოლონელი ევროდეპუტატი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე „უკრაინის მეამბოხე არმიის“ განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს

პოლონელი ევროდეპუტატი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე უკრაინის მეამბოხეთა არმიის განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს.

04 ივნისი 2026, 15:17

ეკონომიკა

გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ქვეყნებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) შესახებ მოლაპარაკების ნულოვანი რაუნდი გამართეს, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ჩატარდა.

04 ივნისი 2026, 15:17

საზოგადოება

ილია მეორის ტრადიცია გრძელდება - თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება.

ზაზა ვაშაყმაძე
შიო მესამე

04 ივნისი 2026, 15:15

საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე მიიღო

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მარჯან სატრაპი

04 ივნისი 2026, 15:13

კულტურა

„პერსეპოლისის“ ავტორი მარჯან სატრაპი გარდაიცვალა

მარჟან სატრაპი ირანში, 1969 წელს დაიბადა. ის თეირანში ფრანგულ ლიცეუმში სწავლობდა. 1994 წლიდან სატრაპი საფრანგეთში ცხოვრობდა, 2006 წელს კი ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. სატრაპის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ავტობიოგრაფიული კომიქსი „პერსეპოლისი“, რომელშიც ის ირანში ისლამური რევოლუციის დროს თავის ბავშვობაზე ჰყვება.

04 ივნისი 2026, 14:59

პოლიტიკა

ფრანგული გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია

ფრანგული გამოცემის მიხედვით, ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.

04 ივნისი 2026, 14:57

საზოგადოება

გავლენიან ამერიკულ გამოცემაში Vine Pair ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა

„ამერიკელების უმეტესობისთვის ქართული ღვინოები ახალი და მიმზიდველი აღმოჩენაა. საფერავი, რქაწითელი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და სხვა ადგილობრივი ვაზის ჯიშები მათთვის განსხვავებულ და საინტერესო გამოცდილებას ქმნის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღვინო ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. ამის სიმბოლური გამოხატულებაა ქართლის დედის მონუმენტიც, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს და ერთ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში კი - ღვინის ფიალა“, - ნათქვამია სტატიაში.

04 ივნისი 2026, 14:56

საზოგადოება

გივი მიქანაძე პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

პროკურორი ლაშა გამყრელიძე

04 ივნისი 2026, 14:55

სამართალი

აშშ-ისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა

ქართველი და ამერიკელი სამართალდამცველების მიერ ერთობლივად გახსნილ საქმეზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა. ბრალდებულთა შორის ერთი ოჯახის ორი წევრია. პატიმრობა ცოლს შეეფარდა.

მიხაილო პოდოლიაკი

04 ივნისი 2026, 14:52

მსოფლიო

ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ბელარუსის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრა: „თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე მიაღწიოს, უბრალოდ გაჩუმდეს"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილით დაემუქრა.