ევროპელი პრეზიდენტების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გზავნილები საქართველოს
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ერთდროულად თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლისციხესთან, ბათუმსა და გელათში ერთდროულად გაიმართა.
ფიცის დადების შემდეგ კი მაღალი დონის სტუმრებმა სიტყვით მიმართეს საზოგადოებას.
ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი დღე მთელი ევროპისთვის ისტორიული მომენტია. "საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, ჩვენს ურთიერთობაში ახალი თავი იწყება", - განაცხადა იუნკერმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოსახლეობას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი ქართულ ენაზე მიულოცა.
"გამარჯობა, საქართველო. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 100 წლისთავს. ამიერიდან, ჩვენ თქვენს ქვეყანას - საქართველოს ვუწოდებთ. ეს ჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი. დიდება, საქართველოს!“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.
პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოსა და პოლონეთის ისტორიები შეადარა და განაცხადა, რომ ამ ორმა ქვეყანამ "თითქმის ერთნაირი სიმწარე გამოსცადა საუკუნეების განმავლობაში". დუდას თქმით, საქართველო სუვერენობისა და თავისუფლებისადმი თავდადებითა და ერთგულებით, რეგიონის ქვეყნებს შორის გამორჩეულია.
"საქართველო არის პოლონეთის ძმური ქვეყანა, ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან სიყვარულით, მეგობრობით და თანამშრომლობით. ჩვენც და თქვენც ვიბრძოდით მრავალი საუკუნის მანძილზე იმისთვის, მიგვეღწია თვითგამორკვევისთვის. დამოუკიდებლობა ჩვენი სამშობლოებისთვის ყველაზე უფრო დიდი ღირებულებაა", - განაცხადა ანდჟეი დუდამ და დასძინა, რომ ქართველებს და საქართველოს აქვს უფლება, რომ იყოს დამოუკიდებელი, იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და იაროს ინტეგრაციის გზით.
"პოლონეთი მხარს უჭერს მუდმივად საქართველოს მცდელობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოპოვების გზაზე", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას განცხადებით კი ქართველები შრომისმოყვარე, მებრძოლი ადამიანები არიან, რომლებიც არასდროს წუწუნებენ.
"ჩვენ ყველანი ერთად ვართ ევროპაში და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ აგრეთვე ევროკავშირის ოჯახში ძალიან მაღალ მდგომარეობას ვანიჭებთ საქართველოს. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, ხოლო ჩვენ, თქვენს გვერდით ვართ და ერთად ვიბრძვით. გაუმარჯოს საქართველოს", - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა საქართველოს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ, რომელმაც ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ საზოგადოებას მიმართა.
"ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია - თავისუფლება, თანასწორობა, განათლება, იმისათვის, რომ დინამიური, სიცოცხლით სავსე საზოგადოება ავაგოთ. ერთად ყოფნის პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებსაც ეხება. რა თქმა უნდა, პარტნიორებთან თანამშრომლობა, მეგობრობა სარგებლობას ანიჭებს თითოეულ მხარეს, ქვეყანას. საქართველო არაა მხოლოდ ფინეთის პარტნიორი, ის აგრეთვე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების განვითარების გზაზე და იმედი მაქვს, რომ ამ ბილიკს ის არ გადაუხვევს", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოვიდა სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი. მისი განცხადებით, ქართველები და სომხები როგორც ერთი ერთი ისე ცხოვრობენ.
"ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით, ეს საოცარი ფაქტია, რომ ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად, თავიანთი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასოდეს გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულებაა", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 14:35
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 აპრილი 2026, 14:33
რეგიონი
ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:21
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო
მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.
13 აპრილი 2026, 14:19
მსოფლიო
Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს
თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.
13 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება
ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
13 აპრილი 2026, 14:15
რეგიონი
სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.
13 აპრილი 2026, 14:07
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს
კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
13 აპრილი 2026, 14:02
მსოფლიო
ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია
„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.
13 აპრილი 2026, 13:41
მსოფლიო
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით
„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.
13 აპრილი 2026, 13:36
მსოფლიო
კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.
13 აპრილი 2026, 13:09
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 13:00
მსოფლიო
Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია
გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.
13 აპრილი 2026, 12:54
მსოფლიო
პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს - ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია
„ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.
13 აპრილი 2026, 12:21
მსოფლიო
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 12:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ჩაანაცვლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა: „ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში“.
13 აპრილი 2026, 11:56
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს - ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უნგრეთის არჩევნებს და მის შედეგებს ეხმიანება და ფიქრობს, ეს პოლიტიკური გაკვეთილი უნდა იყოს უნგრეთიდან გარედან მართული ოპოზიციისთვის, რომ ხელისუფლების ბედი მხოლოდ ხალხის ხელშია და არა საგარეო მხარდაჭერის.
13 აპრილი 2026, 11:30
მსოფლიო
ალექსანდრ ვუჩიჩი: ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება
„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე, მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს იმ წვლილისთვის, რაც მან ამგვარი ურთიერთობების შესაძლებლობის შექმნაში შეიტანა“, - წერს ვუჩიჩი.
13 აპრილი 2026, 11:21
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ ნატოზე, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. თუ დაფიქრდებით, გამოდის, რომ ჩვენ რუსეთისგან ვიცავთ თავს. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს ცოტა სასაცილოა, თუმცა ჩვენ ამაში ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება“, - განაცხადა მან.
13 აპრილი 2026, 11:15
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი ბერაძე: კარგი წესია, როდესაც მივდივართ და მიცვალებულებს ვულოცავთ მთავარ დღესასწაულს, უფლის აღდგომას. ყველა სასაფლაოზე იკურთხება საფლავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, როგორც თბილისში, ასევე ეპარქიებში
აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში არის ზეიმი. ვულოცავთ ერთმანეთს და ჩვენს მიცვალებულებსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი ბერაძემ.


