თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, თუშეთის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, სადაც ზამთარში მეწყერი ჩამოვიდა და მდინარე ალაზანი დაგუბდა, მოეწყო დროებითი გზა.
ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, მაღალი გამავლობის ავტოტარნსპორტი იმოძრავებს შეზღუდულ რეჟიმში. ამავე გზის, კმ1-კმ11 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 10:43
ეკონომიკა
თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება
„ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ.
21 ივლისი 2026, 10:40
საზოგადოება
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას სიამაყის განცდა ჰქონდეთ
დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცედ გარდაიქმნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
21 ივლისი 2026, 10:37
მსოფლიო
Axios: შუამავლებმა აშშ-სა და ირანს 10-დღიანი ზავის გამოცხადება შესთავაზეს
კატარმა, ეგვიპტემ, პაკისტანმა და სხვა შუამავლებმა აშშ-სა და ირანს საბრძოლო მოქმედებების 10 დღით შეჩერება შესთავაზეს, - წერს Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით. სავარაუდოდ, ამ პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა აღდგება, აშშ და ირანი კი მისი გრძელვადიანი გამოყენების პირობების განხილვას დაიწყებენ.
21 ივლისი 2026, 10:36
რეგიონი
ქალაქ კასპისა და სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იგოეთსა და მრგვალ ჭალაში წყალმომარაგების ახალ ინფრასტრუქტურას აშენებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 10:30
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება.
21 ივლისი 2026, 10:24
საზოგადოება
Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა და გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust Travel Media-მ ყოველწლიური დაჯილდოების — Wanderlust Reader Travel Awards 2026-ის შერჩეული ნომინანტების სია გამოავლინა. ექსპერტთა შეფასებისა და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო საპატიო ნომინაციაშია „ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა“. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 10:18
მსოფლიო
ტრამპმა კანადურ საქონელზე დამატებითი 50%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა
გადაწყვეტილება მიღებულია ამერიკული პროდუქციის მიმართ კანადის „დისკრიმინაციული დამოკიდებულების“ საპასუხოდ. ტრამპმა მიუთითა 1930 წლის „სატარიფო კანონზე“, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, უცხოური პროდუქცია კონგრესის თანხმობის გარეშე დაბეგროს.
21 ივლისი 2026, 09:35
კულტურა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ თეატრის გუნდი, ორკესტრი და მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავები.
21 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
დაუნინგ სტრიტი: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა, - ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში. ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
21 ივლისი 2026, 09:07
მსოფლიო
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს. მოძრაობის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოძრაობა იტოვებს უფლებას, საუდის არაბეთის ქმედებების საპასუხოდ, „ყოვლისმომცველი ესკალაცია“ განახორციელოს.
21 ივლისი 2026, 08:57
საზოგადოება
ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.
21 ივლისი 2026, 08:52
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა - ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა უმასპინძლა
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა უმასპინძლა. ბანაკები მეხუთე წელია ეწყობა.
21 ივლისი 2026, 08:47
სამართალი
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. დაკავებულს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.
21 ივლისი 2026, 08:40
რეგიონი
თელავში ე.წ. დამბების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
თელავში სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობის ე.წ. „დამბების" გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის-ახმეტა-ყვარლის და ლაგოდეხის დელეგატმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
21 ივლისი 2026, 08:33
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
21 ივლისი 2026, 08:27
რეგიონი
თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა
თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგენილია ხიდი, რომელიც შენაქოსა და დიკლოს აკავშირებს ომალოსთან და ბართან.
21 ივლისი 2026, 08:20
რეგიონი
ლენტეხში, სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან
ლენტეხში, სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნობიან. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არც ერთი სოფელი, გარე სამყაროს მოწყვეტილი არ არის. სასმელი წყალი არ მიეწოდება სოფელ დურიშს, რადგან მეწყერმა მილები დააზიანა.
21 ივლისი 2026, 08:08
საზოგადოება
თბილისში, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა - ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია
ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება.
21 ივლისი 2026, 03:26
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი
„უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ფეისბუქლაივში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.
21 ივლისი 2026, 02:53
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი: მერიის ყველა სამსახური, გამგეობები, ინფრასტრუქტურის სამსახური, თბილსერვისი პრობლემის დაწყებისთანავე გამოსულები ვართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება
მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ვიდეომიმართვისას. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.


