imedi /  01 ივნისი 2018, 00:57 / სანდო წყარო

ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისვლა მოითხოვეს

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მისვლას მოითხოვენ. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

ევროპის მოედანზე, სადაც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განაჩენთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს, ეკრანი დაამონტაჟეს და შეკრებილები თბილისში მიმდინარე აქციას თვალს ადევნებენ.

ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვიდრე დედაქალაქში აქცია გრძელდება, ისინი არ დაიშლებიან.

ბათუმის პარალელურად სარალიძის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და გურჯაანში.

აქცია ამ დრომდე გრძელდება თბილისში, პარლამენტის წინ. 

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.

დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2021, 11:39

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პროექტის „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ მორიგი შეხვედრა გამართა

ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას მაია რუხაძემ ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდათ.

23 სექტემბერი 2021, 11:36

COVID19

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა.

23 სექტემბერი 2021, 11:29

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

23 სექტემბერი 2021, 11:19

სამართალი

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამ გადაწყვეტილებამდე 11 მსაჯული თითქმის 10 საათის განმავლობაში მსჯელობდა. მოსაამრათლმემ ზანდარაშვლს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავება

23 სექტემბერი 2021, 11:16

სამართალი

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული დააკავეს

სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

23 სექტემბერი 2021, 11:14

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 230 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 42 545 119 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 681 197 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, 2021 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა.

23 სექტემბერი 2021, 10:59

სპორტი

თეა წულუკიანმა და სოსო გიორგაძემ ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო, რათა სპორტსმენებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპები გაიარონ და მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ.

23 სექტემბერი 2021, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 559 თბილისში, 241 კახეთში, 100 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 100, იმერეთი - 227, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 117, გურია - 35, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 180, კახეთი - 241, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

23 სექტემბერი 2021, 10:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

23 სექტემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ს შეადგენს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 602 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 570 443, გარდაიცვალა 8 711 პაციენტი.

23 სექტემბერი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 948 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 700 895 აცრა გაკეთდა.

23 სექტემბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 602 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 570 443, გარდაიცვალა 8 711 პაციენტი.

23 სექტემბერი 2021, 10:48

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2021, 10:39

მსოფლიო

ჯანმო: ჰაერის დაბინძურება იმაზე სახიფათოა, ვიდრე გვეგონა

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, რადგან ისინი ეკონომიკური განვითარების სფეროში წიაღისეულ საწვავს ეყრდნობიან.

23 სექტემბერი 2021, 10:13

ტაბლოიდი

Netflix-მა ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Netflix-მა მომღერალ ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმ Britney vs Spears-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

23 სექტემბერი 2021, 09:58

საზოგადოება

თბილისში 12 500 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გაზის მიწოდების აღდგენა დღეს 14:00 საათიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

მიხეილ ჩხენკელი

23 სექტემბერი 2021, 09:48

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის პირველ ლექციას 2022 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს

„დღეს ჩვენ ჭეშმარიტად ისტორიულ მოვლენას დავესწარით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტის ისტორიულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას. მინდა ასევე ხაზი გავუსვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება. პროგრამა ფუნქციონირებას 2022 წლის თებერვალში დაიწყებს და პირველი ლექციით გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

23 სექტემბერი 2021, 09:43

საზოგადოება

პროფესორი სტეფან ჯონსი: მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოგვცა საშუალება, შევქმნათ ქართველოლოგიის პროგრამა

„ეს იქნება საერთო პროგრამა, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, რომ შევქმნათ ეს პროგრამა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი არ გამოვიდოდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა პროფესორმა.

მარკ ელიოტი

23 სექტემბერი 2021, 09:40

საზოგადოება

პროფესორი მარკ ელიოტი: ჰარვარდი ამაყობს და სიხარულით უღებს კარს ქართველოლოგიის მნიშვნელოვან პროგრამას

„მე პირადად მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას. საქართველოდან სტუდენტები მყოლია, მაგრამ აქამდე არ გამმართლებია და თქვენს ქვეყანაში დღემდე არ ვყოფილვარ. ეს ისტორიული დღეა. თავად ჰარვარდისთვის არის დიდი დღე და მიხარია, რომ ჰარვარდი ერთვება ამ შესანიშნავ საქმეში”, - განაცხადა ელიოტმა.