imedi /  08 ივნისი 2018, 19:05 / სანდო წყარო

სარალიძის ოჯახის ადვოკატის თქმით, დღეს დაკავებულ პირზე აქამდე არაფერი იცოდნენ

ნესტან ლონდარიძე

ნესტან ლონდარიძე

ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, დღეს დაკავებული მერაბ მორჩაძის სახელი და გვარი მათთვის ამ დრომდე უცნობი იყო. 

მისივე თქმით, დაზარალებული მხარისთვის ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა გარემოებების გათვალისწინებით დააკავეს მორჩაძე.

„როდესაც გავეცნობი მასალებს, ალბათ, ამის შემდეგ მეცოდინება. მიმდინარეობდა გამოძიება და ჩვენი ბევრი კითხვაც და არგუმენტიც იყო, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდა და გამოძიებასაც ვითხოვდით. შესაძლებელია, ეს პირიც იყოს შემხებლობაში, თუმცა ამ ეტაპზე, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. იქიდან გამომდინარე, რომ მოწმეები ცვლიდნენ ჩვენებებს, გვყავს ე.წ. ოქროს მოწმე, რომელსაც ჩვენება აქვს შეცვლილი, ჩვენი ეჭვიც ამას უკავშირდებოდა, რომ შესაძლებელი იყო, მოწმეებზე განხორციელებულიყო ზეწოლა“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე ცოტა ხნის წინ დააკავეს. ის ფიგურირებს მოზარდებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც ერთ-ერთი ფიგურანტის ბიძა. საქმე ეხება 31 იანვარს, საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში მომხდარ დანაშაულს, როდესაც 1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლემ 35-ე სკოლის მოსწავლეები დაჭრა. არის თუ არა ამ ორ საქმეს შორის რაიმე ტიპის კავშირი, ჯერჯერობით უცნობია.  

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. რასაც დაზარალებული მახრის, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელმაც მუშაობა დღეს დაიწყო.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბრუნა გამოძიებაში და მას უშაულოდ მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 ივნისს მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაიბარეს, როემლიც მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

12 აპრილი 2021, 20:52

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ COVID19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი დაასახელა

ინფექციონისტის თქმით, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად, პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID19-ის ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია.

ნაჩოს სანჩესი

12 აპრილი 2021, 20:47

პოლიტიკა

ნაჩოს სანჩესი: ყველა პოლიტიკურ ძალას მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოვუწოდებ

„უკვე დიდი დრო გავიდა. ისედაც კომპლექსური და რთული მდგომარეობაა ყველგან, რაც განპირობებულია პანდემიით, კორონავირუსით და ეკონომიკური გამოწვევებით. ევროპარლამენტის საერთო აზრია, რომ საქართველოში კრიზისი დასრულდეს და ეს სირთულე გადაილახოს. მოლაპარაკებები ერთადერთი გამოსავალია. ამ გზას ვიყენებთ ჩვენ, ევროკავშირში. თქვენ გჭირდებათ მოთმინება, დრო, გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ღრმა პოლარიზება დამაზიანებელი იქნება. მე მაქვს იმედი, რომ დანიელსონის მისია წარმატებული იქნება, რაც პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევას ნიშნავს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

საგარეო

12 აპრილი 2021, 20:36

პოლიტიკა

საგარეო: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

12 აპრილი 2021, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 9 789 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 789 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 358 ადამიანი გარდაიცვალა.

​სტეფანო სანინო

12 აპრილი 2021, 20:28

პოლიტიკა

​სტეფანო სანინო: ყველა პოლიტიკური პარტია მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდეს და გამოსავალი იპოვოს

„ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერია. ორგანიზაცია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველოს გვერდითაა და ბედნიერია ამ მიმართულებით მხარდაჭერა გააგრძელოს. მაგრამ ახლა, არსებული პრობლემის მოგვარება, პოლიტიკურ პარტიებზეა “, - განაცხადა სტეფანო სანინომ.

12 აპრილი 2021, 20:26

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

საგარეო

12 აპრილი 2021, 20:21

პოლიტიკა

ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში ინფორმაციას არ ადასტურებენ

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში, რომლის დროსაც ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

12 აპრილი 2021, 20:20

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

12 აპრილი 2021, 20:06

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სასანაქციო სია გააფართოვა

ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სასანაქციო სია გააფართოვა.

პროკურატურა

12 აპრილი 2021, 19:49

სამართალი

პროკურატურამ შს სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

12 აპრილი 2021, 19:31

COVID19

ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან, თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამტკიცებული ზომების მეშვეობით.

ჯუანშერ ბურჭულაძე
იმამურა აკირა

12 აპრილი 2021, 19:25

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იმამურა აკირას ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იაპონელ დიპლომატს იაპონიის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

მიწისძვრა

12 აპრილი 2021, 19:24

საზოგადოება

სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს და იტყობინება, რომ მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი.

12 აპრილი 2021, 19:05

რეგიონი

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

უკრაინის მხარდასაჭერად აქცია ბათუმშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის აგრესია და განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ უკრაინის პრობლემა არაა და ეს საქართველოსაც ეხება, რადგან ამ ორ ქვეყანას აქვს საერთო პრობლემა და ინტერესი.

12 აპრილი 2021, 19:00

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, ცვანესა და ხეცერაში, სადაც ცენტრამდე მისასვლელი გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო, სარეაბილიტაციო სამუშაო უკვე დაიწყო. გზასთან ერთად, მოეწყობა მიერთებები, საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 388 000 ლარია.

ანრი ოხანაშვილი

12 აპრილი 2021, 18:59

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ზურაბ ადეიშვილისა და დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედებისთვის საქართველოს მოქალაქეობა არაფერს ნიშნავს

„თუ მოქალაქეობიდან და საქართველოში ყოფნიდან სარგებელს იღებდნენ, ახლა ამ სარგებელს ვეღარ იღებენ და მათ საქართველოს მოქალაქეობა აღარაფერში სჭირდებათ, რაც მარტივი დასანახია, თუმცა ეს არის იმ მძიმე დანაშაულების ირიბი აღიარება, რაც ამ პირებს უკვე დადასტურებული სახით აქვთ, თუნდაც, ადეიშვილს“.

12 აპრილი 2021, 18:28

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით18:19 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ მიწისძვრა ცაგერთან მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

12 აპრილი 2021, 18:24

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეშვიდე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეშვიდე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.

ლაშა ტალახაძე

12 აპრილი 2021, 18:23

სპორტი

ლაშა ტალახაძე: ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა

ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა, - ამის შესახებ ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. ტალახაძემ მოსკოვში ჩატარებულ ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. მისი თქმით, ქართველმა ძალოსნებმა ტურნირზე გუნდურად კარგი შედეგი აჩვენა.

12 აპრილი 2021, 18:16

ეკონომიკა

სსფ-ს პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება

სსფ (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკის მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას ელის. წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. 4.3%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა.