imedi /  11 ივნისი 2018, 17:14 / სანდო წყარო

ეკა გიგაური: რუსთაველზე კარვები კანონმდებლობის შესაბამისად არ განთავსდა

ეკა გიგაური

ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა კარვები კანონმდებლობის შესაბამისად არ განათავსეს.

„ჩვენს კანონმდებლობას თუ შევხედავთ, გზის გადასაკეტად აუცილებელია ხალხის საკმარისი რაოდენობა. ამ შემთხვევაში კარვების განთავსება მოხდა კანონის შეუსაბამოდ. თუმცა ხელისუფლების გადასაწყვეტია - მისცემს თუ არა პიროვნებას პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის საშუალებას", - თქვა ეკა გიგაურმა.

 

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირის გადაკეტვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

პოლიციამ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღო, რომლებიც მანამდე გზის სავალ ნაწილზე იყო განთავსებული. ამასთან, პარლამენტის წინ მცირე დაპირისპირებისას, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს.

როგორც დღისით ზაზა სარალიძემ თქვა, აქცია 18:00 საათზე განახლდება თუმცა შეიცვლება თუ არა ეს დრო ბოლო საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჯერ უცნობია.

ყველა სიახლე

07 მაისი 2021, 23:04

მსოფლიო

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.

07 მაისი 2021, 22:55

COVID19

ბრიტანეთის ხელისუფლება 12 ქვეყანაში მოგზაურობაზე შეზღუდვას ხსნის

ბრიტანეთის ხელისუფლება სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს თანდათან ხსნის. ამის შესახებ Sky News წერს. ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლის გრანტ შაპსის განცხადებით, ბრიტანეთის ხელისუფლება სამდონიან სისტემას დანერგავს, რომლის თანახმადაც ქვეყნები „მწვანე“, „ყვითელ“ და „წითელ“ ზონებად დაიყოფა.

07 მაისი 2021, 22:38

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 839 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 839 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 289 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

07 მაისი 2021, 22:29

მსოფლიო

უკრაინაში პენიტენციური დაწესებულებები იყიდება

უკრაინის მთავრობას პენიტენციური დაწესებულებები გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ლვოვში მდებარე № 48 პენიტენციური დაწესებულება, რომელიც 123 ჰექტარზე მდებარეობს $4,8 მილიონად იყიდება. ოდესაში მდებარე № 51 დაწესებულების გასაყიდი ფასი ამ დროისთვის უცნობია.

ვაზილ ჰუდაკი

07 მაისი 2021, 21:56

ეკონომიკა

ვაზილ ჰუდაკი: ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობებია

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

07 მაისი 2021, 21:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

07 მაისი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 66 ადამიანი გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძე

07 მაისი 2021, 21:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯანმო-ს ავტორიზაციით „სინოფარმის“ უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება

ავტორიზაციის შემდეგ „სინოფარმი“ მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

07 მაისი 2021, 21:08

სამართალი

პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა.

07 მაისი 2021, 21:05

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ლელა ქებურიას სიცრუეში ადანაშაულებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცი​ა ვეხმაურება პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტისთვის 2000 ლარის დახარჯვას აპირებდა.

07 მაისი 2021, 21:03

COVID19

ჯანმო Sinopharm-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

07 მაისი 2021, 20:59

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა

ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, სამომავლოდ, ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობასა და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ დაადო ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს

სალომე ზურაბიშვილი

07 მაისი 2021, 20:37

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ოპოზიციამ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება ამ საკითხზე ერთი კვირის წინ სთხოვა.

07 მაისი 2021, 20:18

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს წარმომადგენლობა ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე მზადყოფნას გამოთქვამს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპულმა საბჭომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ორგანიზაციის წარმომადგენლობაში არ ადასტურებენ.

07 მაისი 2021, 20:06

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 207 ადამიანი გარდაიცვალა.

07 მაისი 2021, 19:48

სპორტი

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

07 მაისი 2021, 19:33

COVID19

ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „ჯანმომ გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალში Sinopharm-ის ვაქცინა შეიყვანა. ის მეექვსე ვაქცინაა, რომელმაც მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

სოზარ სუბარი

07 მაისი 2021, 19:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, როგორც გათვალისწინებულია

ამნისტია აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს არის გათვალისწინებული მიშელის დოკუმენტში. ერთადერთი განსხვავება რაც ჩავდეთ, არის ცოტათი გამკაცრება, ცოტათი მეტი შემზღუდავი ნორმები, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

07 მაისი 2021, 19:16

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ადამიანი გარდაიცვალა.

07 მაისი 2021, 19:04

COVID19

გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა

იმუნიზაციის დაჩქარების მიზნით, გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.