imedi /  13 ივნისი 2018, 09:48 / სანდო წყარო

მოგერინი: საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას მიუღებლად მივიჩნევთ

ფედერიკა მოგერინი

ფედერიკა მოგერინი

"ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას", – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

მისი თქმით, საქართველოში 2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ, ევროკავშირს მშვიდობისა და კონფლიქტის ნამდვილი გადაჭრისთვის მუშაობა არ შეუჩერებია. როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობას. მისი თქმით, ეს პარტნიორობა ღრმაა.

„ომის დროს ევროკავშირის შუამდგომლობამ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება მოახდინა და საბოლოოდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტით დასრულდა. მას შემდეგ ევროკავშირი კონფლიქტის შედეგების მართვაში ცენტრალური მოთამაშეა, რეგიონში ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი გადაწყვეტილების გამონახვაში.

ევროკავშირს სპეციალური როლი აკისრია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამო. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ვართ ადგილზე. მისიამ კონფლიქტით დაზარალებული ყველა მხარის სასარგებლოდ სიტუაციის სტაბილიზების აუცილებელი ფუნქცია შეასრულა. მისიას ჰყავს 200 სამოქალაქო ექსპერტი. მათი მანდატია არამარტო მონიტორინგი გაუწიონ ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის პროცესს, არამედ ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას, დაძაბულობის შემცირებას და თავიდან აიცილონ სიტუაციის ესკალაცია“, – განაცხადა მოგერინიმ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას.

„ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ემსახურება იმის კონსოლიდირებას, რასაც ის „ახალ რეალობას“ უწოდებს. ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში თანათავმჯდომარეობს ჟენევის მოლაპარაკებებს და აქცენტს აკეთებს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ასევე ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე.

მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა არაღიარებისა და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩართულობის პოლიტიკაა, რაც ზუსტად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიდგომას

"დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს კონფლიქტი არ არის მივიწყებული. ეს ჩვენი პრიორიტეტია. თქვენ ახსენეთ და ეს მართალია, არის რისკი და საფრთხე ჩვენ გარშემო არსებული კონფლიქტებისა და შექმნილი კრიზისებიდან გამომდინარე. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობას. ეს პარტნიორობა ღრმაა“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.

ყველა სიახლე

31 მაისი 2026, 18:27

მსოფლიო

კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00-დან 16:00 საათამდეა ღია. BBC-ის პროგნოზით, მზარდი ძალადობის ფონზე, პირველივე ტურში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, სავარაუდოდ, 10 კანდიდატიდან ვერავინ მოიპოვებს, რის გამოც არჩევნების მეორე ტური, შესაძლოა, 21 ივნისს გაიმართოს.

ნიკუშორ დანი

31 მაისი 2026, 18:12

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტი დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნიდან რუსეთის ელჩის გაძევებას არ გამორიცხავს

„იმედი მაქვს, რომ ისინი გაჩერდებიან. თუ არა - არსებობს სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული. მაგალითად, ელჩის გაძევება. დიპლომატიურ ზომებს გარკვეული იერარქია აქვს“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

31 მაისი 2026, 17:58

სპორტი

საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად შეუერთდა

საქართველო პირველად შეუერთდა ბიატლონის საერთაშორისო დღეს. ბაკურიანში გამართულ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ახალგაზრდა სპორტსმენები და მოყვარულები მონაწილეობდნენ. სპორტის ამ მიმართულების განვითარებას ხელი შეუწყო ბაკურიანში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობამ.

31 მაისი 2026, 17:55

საზოგადოება

31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა - გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს

31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა. გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

31 მაისი 2026, 17:55

რეგიონი

„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფესტივალი გაიმართა

„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამართულ ფესტივალში, ფოლკლორული, საესტრადო, ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლები მონაწილეობდნენ. „სახიობა რაჭაში “ დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

31 მაისი 2026, 17:48

სპორტი

„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600-მა მორბენალმა მიიღო მონაწილეობა

„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა. მათგან 241 უცხოელი იყო. მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს-მათგან ყველაზე გრძელი 21-კილომეტრიანია.

შიო მესამე

31 მაისი 2026, 17:38

საზოგადოება

შიო მესამე: გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა

გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას.

31 მაისი 2026, 17:20

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, თბილისში კიდევ ერთი უნიკალური პროექტი ხორციელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, დარგულია ათასობით ნერგი და პროექტის ფარგლებში გამოყენებულია ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი.

ჯეი დი ვენსი

31 მაისი 2026, 17:14

მსოფლიო

NYT: თეთრ სახლში ვენსს სოციალური ქსელების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩიეს

გამოცემის ინფორმაციით, ვენსი ხშირად შედის პოლემიკაში კრიტიკოსებთან სოციალურ ქსელში, რაც მისი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. გაზეთი წერს, რომ ოფიციალური შეხვედრების დროს ვენსი ასევე ხშირად ათვალიერებს ტელეფონს და სოციალური ქსელებით სარგებლობს.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2026, 17:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანზე: ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია

„მათ სამხედრო ძალა აღარ აქვთ. ერთადერთი, რაც დარჩათ, კარგი ლაპარაკი და ფეიკმედიაა. ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია“, - განაცხადა ტრამპმა.

31 მაისი 2026, 16:50

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

31 მაისი 2026, 16:18

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს.

31 მაისი 2026, 15:30

მსოფლიო

ისრაელის ჯარმა სამხრეთ ლიბანში ბოფორის სტრატეგიული ციხესიმაგრე დაიკავა

ისრაელის მედიის ცნობით, 30 მაისს დაფიქსირდა „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური დაბომბვა აპრილში ზავის დადების შემდეგ, რამაც რეგიონში სკოლების დახურვა და შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.

31 მაისი 2026, 15:08

მსოფლიო

„პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ არეულობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 57 პოლიციელია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, 8 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. პარიზში არეულობის აღსაკვეთად, რამაც ავტობუსების, მატარებლებისა და რკინიგზის მიმოსვლა შეაფერხა, ათასობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2026, 14:58

მსოფლიო

Axios: ტრამპმა ირანთან უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა

„გარიგება შედგება. რამდენად მალე მოხდება ეს, ვნახავთ. ჩვენ მზად ვართ მოვიცადოთ, რათა პრეზიდენტმა მიიღოს ის, რასაც ითხოვს. ამას შესაძლოა ერთი კვირა დასჭირდეს. შესაძლოა ნაკლები, შესაძლოა მეტიც. იმედი გვაქვს, რომ კვირის ბოლოსთვის რაღაც ხელშესახები გვექნება“, - განაცხადა ამერიკელმა წყარომ.

31 მაისი 2026, 14:52

მსოფლიო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა აჭარაში დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და განვითარების პრიორიტეტები განიხილეს; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის მთავრობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ბათუმის სანაპირო ზოლი და მიმოიხილეს ზღვისპირა ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2026, 14:51

მსოფლიო

ტრამპი: ამერიკის სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, რომელთაგანაც არც ერთს ჩაუტარებია ასეთი რთული კოგნიტური ტესტი, მე 30-დან იდეალური 30 ქულა მივიღე, რაც უაღრესად მაღალ ინტელექტზე მეტყველებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის სრულიად ჯანმრთელია. თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ გეგმური სამედიცინო შემოწმება გაიარა და კოგნიტური ტესტიც წარმატებით ჩააბარა.

მერაბ დვალიშვილი

31 მაისი 2026, 14:50

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა მოიგო

ბრძოლის დასრულების შემდეგ დვალიშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. გუშინდელ ღონისძიებაზე კიდევ ერთი ქართველი გივი მაჭარაშვილი გამოვიდა და კაილ სნეიდერთან დამარცხდა.

დონალდ ტუსკი

31 მაისი 2026, 14:40

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულდა. ნატო-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად მიღება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუმინეთში რუსული დრონის შეჭრასა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება. დონალდ ტუსკის თქმით, ნატოს წევრებმა რუსეთის მხრიდან პროვოკაციები და მუქარის შემცველი განცხადებები სერიოზულად უნდა მიიღონ.

მეტე ფრედერიქსენი

31 მაისი 2026, 14:35

მსოფლიო

მეტე ფრედერიქსენი: დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება

„სამწუხაროდ, ასეთი სცენარი შესაძლებელია. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ზუსტად როგორ და სად შეიძლება გამწვავდეს ვითარება. ასევე, არ ვიცი, კონკრეტულად რის წინაშე დავდგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება. ვფიქრობ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ - უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით და ნებისმიერ ფასად უნდა დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.