imedi /  14 ივნისი 2018, 11:04 / სანდო წყარო

პრეზიდენტი: გიორგი კვირიკაშვილი არ იყო წარუმატებელი პრემიერმინისტრი

"ეს მასკარადი უნდა დასრულდეს!" - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას.

გიორგი მარგველაშვილმა ეს განცხადება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა და გამოსვლის დიდი ნაწილი, სწორედ სამთავრობო ცლვილებებზე საუბარს დაუთმო. პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ გიორგი კვირიკაშვილი წარუმატებელი პრემიერმინისტრი არ ყოფილა. მან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არსებობენ ქვეყნები, სადაც პარტიის პრემიერის თანამდებობას პარტიის თავმჯდომარე იკავებს და ის იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ უმაღლესი თანამდებობის 4 პირთან მიმუშავია. ეს მე-3 პრემიერმინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია 4 უმაღლეს თანამდებობის პირთან - ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი უსუფაშვილი, ბატონი კობახიძე - მინდა ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი ყველაზე, ასე ვთქვათ, კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას.

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან. იმიტომ რომ, იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, ბატონი კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა. მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა.

ეკონომიკურ პრობლემებზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ასე შემდეგ.

უცებ UNICEF-ის კვლევამ გასაგები გახადა ეს საქართველოს მთავრობისთვის. მე მინდა ვთქვა, რომ ბატონი კვირიკაშვილის გუნდის მიერ ორი წლის განმავლობაში გაკეთებული და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი.

ამავე ფონზე, სრულად გაუგებარია, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არ ხდება კომენტირება და, არ ხდება კომენტირება იმ მთავარ პრობლემაზე, რის გამოც საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ მართლმსაჯულების საკითხებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს. 

ყველა სიახლე

ილჰამ ალიევი

06 ოქტომბერი 2024, 11:02

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს

აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება, - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ალიევის გამოსვლა პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

06 ოქტომბერი 2024, 10:54

რეგიონი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

ტერიტორიების დამუშავების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრისა და ქობულეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

06 ოქტომბერი 2024, 10:52

სამართალი

„თბილისობა 2024“ გრძელდება

სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გრძელდება.

06 ოქტომბერი 2024, 10:42

საზოგადოება

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ფოტოგალერეა

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.

რატი ბრეგაძე

06 ოქტომბერი 2024, 10:07

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე სააკაშვილის ფორმა 100-ის გაყალბებაზე: ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“

„ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის „ვსესაიუზნი“ ჯილდოზე არიან წარდგენილნი. წინ, მართალო ამხანაგებო! P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, - წერს ბრეგაძე

06 ოქტომბერი 2024, 10:03

პოლიტიკა

ქეთევან ჩაჩავა: გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც რეპუტაციის შემლახავ, არასწორ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს

ნამდვილად გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული ნატალი ჯახუტაშვილის შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც რეპუტაციის შემლახავ, არასწორ, გადაუმოწმებელ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა, სოციალურ ქსელში.

დანიელ ჰაგარი

06 ოქტომბერი 2024, 09:03

მსოფლიო

„ცაჰალის“ სპიკერი: „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, 7 ოქტომბრისთვის ტერორისტული აქტების მცდელობებია მოსალოდნელი

„ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით, რადგან სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა“, - განაცხადა ჰაგარიმ.

06 ოქტომბერი 2024, 08:29

სპორტი

რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით კევინ ჰოლანდი დაამარცხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მან პირველივე რაუნდში მეტოქეს ნეკნი გაუტეხა.

06 ოქტომბერი 2024, 08:04

რეგიონი

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ საზეიმოდ გაიხსნა

თეატრალური ფესტივალი "როტონდა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, მოხდება განუხორციელებელი პიესების საჯარო კითხვა, შეხვედრები რეჟისორებთან და მსახიობებთან, ჩატარდება მასტერკლასები და ვორქშოფები.

სოზარ სუბარი

05 ოქტომბერი 2024, 22:50

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა

ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო.

05 ოქტომბერი 2024, 21:14

საზოგადოება

ზურაბ ყიფშიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

05 ოქტომბერი 2024, 21:00

სპორტი

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა - „სენტ ეტიენმა“ ზურიკოს გოლებით „ოსერი“დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ოსერი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ქართველის შესანიშნავი თამაშით მეტოქე 3:1 დაამარცხა.

05 ოქტომბერი 2024, 20:34

საზოგადოება

ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა

ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოვების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

05 ოქტომბერი 2024, 20:28

საზოგადოება

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

05 ოქტომბერი 2024, 20:26

საზოგადოება

კახა კალაძე: მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში

მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე.

კახა კალაძე

05 ოქტომბერი 2024, 20:18

საზოგადოება

კახა კალაძე: კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს

„სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. და როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ- ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად“.

05 ოქტომბერი 2024, 20:04

საზოგადოება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებიან დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.

05 ოქტომბერი 2024, 19:40

საზოგადოება

დავით ფაცაცია: ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად უნდა შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი გმირები

ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი „ხიდი“ გაიმართა. ხუთდღიანი პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა 15-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ოქტომბერი 2024, 19:18

არჩევნები 2024

ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება

ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვართ სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა კითხვას, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი ამომრჩეველმა და დაანონსებული არეულობის მცდელობის ფონზე, პრევენციის რა საშუალებები არსებობს ამ მხრივ.

ნინუცა ბუცხრიკიძე

05 ოქტომბერი 2024, 19:09

საზოგადოება

ნინუცა ბუცხრიკიძე: გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ტიპის აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეულია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე

„წლევანდელ გასტროზონებს დაემატა ისეთი სივრცეები როგორიც არის „ისპანახობა“, „ყველიერი“. კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის შეიქმნა ორბელიანის ნუგბარის ანალოგი, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ ჩვენს წინაპრებს და წარმოდგენილია ორბელიანის მოედანზე“, - აღნიშნა ნინუცა ბუცხრიკიძემ.