როგორ უნდა მოიქცეთ თუ გველმა გიკბინათ. რეკომენდაცია
ფოტო: shutterstock.com
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქში შხამიანი გველები არიან და მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. ამ ფაქტს უარყოფენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.
როგორია სტატისტიკა და რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ ქალაქში გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს, ამ თემებზე ცხოველთა მონიტორინგის წარმომადგენელმა, შოთა ზანდუკელმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
ზანდუკელის თქმით, თუ შევადარებთ შარშანდელ და შარშანწინდელ მდგომარეობას, თბილისში ქვეწარმავლების რაოდენობა რეალურად არ გაზრდილა. უბრალოდ, მცდარი ინფორმაცია ვრცელდება მასშტაბურად და ხალხი არის პანიკაში.
ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი, შოთა ზანდუკელი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს და ამბობს, რომ პირველი, რაც მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, როცა ქვეწარმავალს დაინახავს, არის ის, რომ მაქსიმალურად მოერიდოს მის პროვოცირებას, დაიხიოს უკან და სასწრაფოდ დარეკოს 112-ზე. მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე გავა და ქვეწარმავალს დაიჭერენ.
რაც შეეხება გველის მიერ დაკბენის რისკს, ზანდუკელის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ თბილისში შხამიანი გველები არ არის.
"იმ შემთხვევაში, თუ გველმა ადამიანის უკბინა, საჭიროა ნაკბენის ზედაპირული დამუშავება, რადგან შხამიანი გველები თბილისში არის. შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი განსხვავდება არაშხამიანისგან. არაშხამიანი გველის დაკბენის შემდეგ ნაკბენ ადგილზე რჩება რამდენიმე ნაკბილარი. შხამიანის გველის შემთხვევაში მხოლოდ ორი. შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში, უნდა დარეკოთ სასწრაფოში, დაწვეთ და იყოთ უძრავად, რათა სისხლი არ წავიდეს სხეულში. მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი. საჭიროა ბევრი სითხის მიღება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შხამიანმა ნაკბენმა გამოიწვიოს ალერგიული ფონი და საჭიროა ანტიალერგიული პრეპარატის მიღება",- განაცხადა შოთა ზანდუკელმა.
რაც შეეხება გიურზას ნაკბენს, ზანდუკელის განმარტებით, თუ გიურზა უკბენს ადამიანს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ იკვლევენ რა რაოდენობის შხამმა შეაღწია ორგანიზმში, ქვეწარმავლის სიდიდეს სწავლობენ და ამის შემდეგ ტოქსიკოლოგი ადგენს რა რაოდენობის ანტიუგიურზენი უნდა შეუშვას ორგანიზმში.
რაც შეეხება ლოკაციებს, თუ სად არის ყველაზე მეტი ქვეწარმავალი, სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ შხამიანი გველები არ ბინადრობენ არც ლისის და არც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მითუმეტეს ისინი არ ბინადრობენ ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ზანდუკელის თქმით, ქვეწარმავლები ქალაქში ქალაქგარეთ მოძრავი ავტომიბილების მეშვეობით აღწევენ, ხშირად ქვეწარმავალი ავტომობილის ქვეშ ძვრება.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა - დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი.
19 სექტემბერი 2026, 11:22
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევების სია გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ მოვლენებისა და მიღწევების სია, რომლის განხორციელებაც მან თავის გუნდთან ერთად გაპრეზიდენტებიდან დღემდე შეძლო.
19 სექტემბერი 2026, 11:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთ
მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
19 სექტემბერი 2026, 11:21
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, წელს ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება
მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი და ათასობით ადამიანმა საბოლოოდ დააღწია თავი გაუსაძლის პირობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 11:14
რეგიონი
რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა
რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.
19 სექტემბერი 2026, 11:02
საზოგადოება
თბილისში 1 600 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა
თბილისში, უპრეცედენტო მასშტაბის საცხოვრებელ კომპლექსში, 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა.
19 სექტემბერი 2026, 10:53
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ნათელაშვილის განცხადებაზე: დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვილთან კორუფციულ გარიგებაში და ქართველი ხალხის ბრძოლის „ფეხებზე დაკიდებაში" დაადანაშაულა.
19 სექტემბერი 2026, 10:49
სამართალი
სამართალდამცველებმა 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:48
მსოფლიო
ABC News: ირანის თავდასხმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში დაზიანებულ აშშ-ის სამხედრო ბაზების აღდგენას ათწლეულები დასჭირდება
ირანის თავდასხმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზები სერიოზულად დაზიანდა. ინფორმაციას ABC News-ი მოპოვებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 10:41
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა.
19 სექტემბერი 2026, 10:34
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:31
საზოგადოება
მეფუტკრეთა გაერთიანება მეფუტკრეებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეფუტკრე ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. გაერთიანების დირექტორმა ავქსენტი პაპავამ ყურადღება გაამახვილა დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპლის, იტალიური კალიისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობისას.
19 სექტემბერი 2026, 10:29
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:25
მსოფლიო
მარკო რუბიო დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე: ეს ისტორიული შეთანხმება აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს არქტიკაში სამუდამოდ უზრუნველყოფს და ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯის გარეშე მოხდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამერიკის მიერ დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.
19 სექტემბერი 2026, 10:10
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
19 სექტემბერი 2026, 10:06
ჯანდაცვა
თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პროექტის მიზანია ჰეპატიტების ელიმინაციის, ვაქცინაციის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, დაავადებათა გავრცელებისა და სხვა მიმართულებებისთვის მონაცემების სწრაფი და უსაფრთხო დამუშავება.
19 სექტემბერი 2026, 09:51
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2,68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნით საჭირო სისტემებისა და შესაბამისი აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. პაკეტის სავარაუდო ღირებულება 2,68 მილიარდი დოლარია.
19 სექტემბერი 2026, 09:34
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანიის სამეფოსა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტროლს ანიჭებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკამ დანიასა და გრენლანდიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი კუნძულის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
19 სექტემბერი 2026, 09:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში
19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
19 სექტემბერი 2026, 08:30
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებულ კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და ირანთან დაკავშირებულ სანქციებს აფართოებს და მათ წინააღმდეგ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.


