მცირე მთავრობის კონცეფციას მხარი 6-დან 5-მა კომიტეტმა უკვე დაუჭირა
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებს პარლამენტში მწვავე კამათის ფონზე განიხილავენ.
ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფციას მხარი უკვე დაუჭირა 5-მა კომიტეტმა, დარჩა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამ საკითხში წამყვანი კომიტეტია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.
ერთ-ერთ საკომიტეტო სხდომაზე განსაკუთრებული ხმაური ზურაბ ჭიაბერაშვილის დასმულ შეკთხვას მოჰყვა. ევროპული საქართველოს წევრს მიაჩნია, რომ მხოლოდ სახელწოდებები იცვლება და არა შინაარსი.
"მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი მცირე მთავრობის არასწორ განმარტებას აკეთებენ, თითქოს ეს არის ადმინისტრაციული ხარჯის შეფარდება მშპ-სთან. მცირე მთავრობა არის სამთავრობო ხარჯების შეფარდება მშპ-სთან. ამ თვალსაზრისით, ისეთი ქვეყნები რომ ავიღოთ, როგორც აშშ-ია, სამთავრობო ხარჯი შეადგენს 22.7%-ს, გერმანიაში 27.9%-ს. ცუდი მაგალითი არის ევროკავშირიდან საბერძნეთი, სადაც 48.8%-ია. ზოგადად, ეკონომისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მცირეა მთავრობა, ეკონომიკური ზრდა უკეთესია. იდეა მცირე მთავრობის სწორი და კარგია, თუმცა არასწორად არის შემოთავაზებული მთავრობის მიერ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სიღარიბე ეკონომიკური ზრდის პირობებში ზრდებოდა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან კი სიღარიბე შემცირებულია.
"ადმინისტრაციული დანახარჯები, რომელიც არის 4.% და არა 27, 32 და რაღაც ციფრებს რომ იძახით და შემცირდება 3.9%-მდე. თქვენ რასაც იძახით, ეს არის ბიუჯეტის ზომა ეკონომიკის ზომასთან. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან განკარგვადი და არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები ეს არ არის, ეს არის ხარჯები ჯანდაცვაზე, განათლებაზე, თავდაცვაზე, ეს არის ხარჯები, რისთვისაც სახელმწიფო გვაქვს", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პარლამენტში მიმდინარე პროცესებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა.
2 ივლისს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტმა მთავრობის მოთხოვნა გაიზიარა და სტრუქტურული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას დათანხმდა. ეს ნიშნავს, რომ 116 კანონში შესატან ცვლილებას პარლამენტის ექვსივე სავალდებულო კომიტეტი დღეს განიხილავს.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა. ახალი მთავრობა საქმიანობას სამი კვირის განმავლობაში შეასრულებს.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:59
პოლიტიკა
მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


