imedi /  07 აგვისტო 2018, 19:44 / სანდო წყარო

მაიკ პომპეო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას უდასტურებს

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას უდასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის, მაიკ პომპეოს ინიციატივით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

ადმინისტრაციის ცნობით, მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მომავალშიც დაეხმარება საქართველოს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ კვლავაც არსებობს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას. აღინიშნა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა პრეზიდენტის პირად როლსა და უშუალო წვლილს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაიკ პომპეოს ამერიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან და გაიხსენა ის მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ბრიუსელში, ნატოს სამიტზე ვიზიტისას შედგა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის კონკრეტულ გზებზე", - წერია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით, განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინმა.

აგვისტოს ომის 10 წლისთავს უკრაინისა და ჩეხეთის საგარეო უწყებებიც გამოეხმაურნენ. განცხადება ქართულ ენაზე Twitter-ზე გაავრცელა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. 

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ. 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2022, 11:32

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაია ჩხაიძე

27 იანვარი 2022, 11:10

პოლიტიკა

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი: მომართვიანობა არ მომატებულა - მგონი, უკვე ოჯახის პირობებშიც დაიწყეს მსუბუქი მდგომარეობის ბავშვების მართვა

ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 165 ბავშვი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღის განმავლობაში, კლინიკიდან, დაახლოებით, 40 პაციენტს წერენ. ექიმის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „დელტასგან“ განსხვავებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სამი დღე გრძელდება.

27 იანვარი 2022, 11:08

რეგიონი

ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოს მიმდებარედ მანიშნებლები დაამაგრეს

სოფელ კირბალის შემდეგ ოკუპანტები სოფელ მეჯვრისხევთანაც გამოჩნდნენ. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა მანიშნებლები სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაამაგრეს, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.

ნინო ლომჯარია

27 იანვარი 2022, 10:59

პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

2022 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ვენეციის კომისიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს კლერ ბაზი მალარის შეხვდა.

27 იანვარი 2022, 10:56

რეგიონი

ზუგდიდში, ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წარუდგენენ

ზუგდიდში, ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 630 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 630-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 686 220 აცრა გაკეთდა.

27 იანვარი 2022, 10:51

რეგიონი

ნინო თანდილაშვილი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ განხილვას დაესწრო

კლიმატის ცვლილება მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა; შესაბამისად, აუცილებელია, ყველა სექტორში არსებობდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ განხილვის თელავში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 980 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, 980 მძიმე პაციენტიდან თბილისში 426, აჭარაში - 127, იმერეთში - 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 274 პირიდან თბილისშია 156, აჭარაში - 50, იმერეთში - 24. 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 235 - თბილისში, 652 - აჭარაში. 106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 8 989 თბილისში, 2 255 აჭარაში, 2 255 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

27 იანვარი 2022, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 23,87%-ია

25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 23,87%-ია, ბოლო 14 დღის - 16,51%, ბოლო 7 დღის - 20,58%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 110 168 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 981 531, გარდაიცვალა 14 840 პაციენტი.

27 იანვარი 2022, 10:48

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

27 იანვარი 2022, 10:47

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 699 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 110 168 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 981 531, გარდაიცვალა 14 840 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2022, 10:43

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს

მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 იანვარი 2022, 10:33

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მზადაა, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს უმასპინძლოს

„თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის მოგვარდეს იქამდე, ვიდრე ის ახალ კრიზისად გადაიქცევა. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს შეიარაღებულ თავდასხმასა და უკრაინის ოკუპაციას", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

27 იანვარი 2022, 10:25

საზოგადოება

სურსათის სააგენტომ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2022, 10:13

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა ყველა ერსა და ხელისუფლებას ავალდებულებს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო თანამეგობრობის, ისეთი მსოფლიოს შენებას, სადაც მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის, ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

27 იანვარი 2022, 10:08

სპორტი

ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. აღმასკომის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი საკითხი - დამტკიცდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე (პეკინი, 4-20 თებერვალი, 2022 წელი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა.

რატი ბრეგაძე

27 იანვარი 2022, 09:57

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ერევანში გრძელდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ერევანში გრძელდება. რატი ბრეგაძე დღეს სომხეთის პენიტენციურ სისტემას გაეცნობა და კოლეგებს ქართულ გამოცდილებას გაუზიარებს.

27 იანვარი 2022, 09:42

პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მოუსმენს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მოუსმენს. მათ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

27 იანვარი 2022, 09:26

რეგიონი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა თანასოფლელი მოკლა

გურჯაანიის მუნიციპალიტეტში კაცმა თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ კალაურში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 60 წლის გ.მ.-მ 36 წლის მეზობელი, გ.ჩ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.