imedi /  17 აგვისტო 2018, 12:45 / სანდო წყარო

საგარეო უწყება თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნას ეხმიანება

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა ტექნიკური საკითხია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან. ეს განცხადება დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს არა რუსეთის საელჩო, არამედ რუსეთის ინტერესების სექცია, რომელსაც შვეიცარიის საელჩო ახორციელებს, მათ აქვთ ყველანაირი უფლება, რომ მსგავსი სახის ცენტრი გახსნან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის გარშემო სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობდა.

„შსს-მ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთილიყო ეს მართლზომიერი ქმედება და შვეიცარიის საელჩომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეხსნა სავიზო მომსახურების ცენტრი.

ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა, მსგავსი ცენტრები არსებობდა იგივე შენგენის ქვეყნებში სავიზო მომსახურებასთან დაკავშირებით, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებოდა შენგენის ქვეყნებში ვიზები. ამჟამად ბრიტანეთის საელჩოსაც აქვს მსგავსი სახის სავიზო ცენტრი და ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკა იმისთვის, რომ პროცედურები იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში მდებარე შენობაში „ბიზნესცენტრი ბესიკზე“ რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა.

13 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ სიტუაცია გაუარესებულია. ამის შესახებ კარასინმა რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ივ როსიესთან შეხვედრისას ილაპარაკა.

კარასინის თქმით, საქართველოში გაზრდილია რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა, რითაც ადგილობრივი კრიმინალური ელემენტები სარგებლობენ და გამდიდრებას ცდილობენ.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2022, 15:23

მსოფლიო

ინდონეზიაში, კარაოკებარში მომხდარ ჩხუბსა და გაჩენილ ხანძარს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, დასავლეთ პაპუას პროვინციაში, კარაოკებარში, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. ბარში ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს, შემდეგ კი, შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის გამომწვევი ზუსტი მიზეზიც ჯერ უცნობია.

გივი მიქანაძე

25 იანვარი 2022, 15:05

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვდგავართ ამ ქვეყნისა და ერის ინტერესების გვერდით

არის ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ტექსტი შეთანხმდეს და ერთიანი პოზიციით იყოს საგაზაფხულო სესიაზე მიღებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

თეონა აქუბარდია

25 იანვარი 2022, 15:01

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია: რეზოლუციის ტექსტში უნდა იყოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და დაგმობა იმ აგრესიის, რომელსაც ახორციელებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს წინააღმდეგ

ტექსტში თავისთავად უნდა იყოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და დაგმობა იმ აგრესიის, რომელსაც ახორციელებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს წინააღმდეგ - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2022, 14:55

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი. ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე

„დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი. ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, რომ მომავალში ანალოგიურ სიტუაციაში ჩვენ მოგვექცნენ. სოლიდარობა უკრაინას. ეს არის პოზიცია, რომელიც გვინდა აისახოს რეზოლუციაში, თუ მხარდამჭერ ტექსტებში“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

თამარ ტალიაშვილი

25 იანვარი 2022, 14:53

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ახლა თვალსაჩინო მაგალითს აჩვენებს - როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მეტყველებს იმაზე, რომ მათ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს საპარლამენტო მანდატი და რას ნიშნავს იყო ოპოზიციაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა.

ეკა სეფაშვილი

25 იანვარი 2022, 14:51

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და კერძო სექტორის შეხვედრაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საინვესტიციო გარემოს განვითარების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ეკა სეფაშვილი ხელმძღვანელობდა, კომიტეტის მიერ „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივების“ თემაზე დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართა.

ივანე ჩხაიძე

25 იანვარი 2022, 14:46

COVID19

ივანე ჩხაიძე: ევროპული ქვეყნების გამოცდილებით ვაკეთებთ პროგნოზს და ეს პროგნოზი საკმაოდ მძიმეა

ჩვენ „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა გვქონდა 20 დეკემბერს. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ეს მოხდა დეკემბრის პირველ ნახევარში. ეს 2-3 კვირიანი განსხვავება გვაძლევს შესაძლებლობას ამ ქვეყნების გამოცდილება გამოვიყენოთ გავაკეთოთ პროგნოზი და ეს პროგნოზი საკმაოდ მძიმეა, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ლევან ხაბეიშვილი

25 იანვარი 2022, 14:44

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება

წინასწარ ცნობილია, რომ გუნდში ამ საკითხზე აზრთა სხვასხვაობაა. ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა როდის და რა ფორმით განაახლებს პარტია სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას.

პაატა მანჯგალაძე

25 იანვარი 2022, 14:39

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე „ნაცმოძრაობაზე“: დაკავებულია მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ მათ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ იქნება ემოციაზე დაფუძნებული

მე მესმის „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა, დაკავებული არის მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და მათ უჭირთ მთელ რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ იქნება ემოციაზე დაფუძნებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 იანვარი 2022, 14:39

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ორჯერ იყვნენ მოსულები სხდომათა დარბაზში, ორჯერვე ერთადერთი მიზნით - ამხტარიყვნენ მაგიდაზე, მოეწყოთ დებოში

„მათი საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნება დღეს უკვე სიახლის მომტანი არ არის, იმიტომ რომ 2 წელი ხელიდან გაუშვეს და ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებაში არც კრიტიკული თვალსაზრისით, არც საკანონმდებლო მუშაობის კუთხით, არ შემოუტანიათ. ორჯერ იყვნენ მოსულები პარლამენტში, სხდომათა დარბაზში და ორჯერვე ერთადერთი მიზნის გამო - ამხტარიყვნენ მაგიდაზე, მოეწყოთ დებოში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ივანე ჩხაიძე

25 იანვარი 2022, 14:27

COVID19

ივანე ჩხაიძემ განმარტა რა შემთხვევაში საჭიროებს კოვიდინფიცირებული ბავშვი ჰოსპიტალიზაციას

„ამ დროს შეიძლება გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მშობლებისთვის კარგად არის ნაცნობი და რასაც ვაკეთებდით ყოველ ზამთარს გრიპის შემთხვევების მატების დროს. ტემპერატურის მართვა კორონავირუსის დროს და ტემპერატურის მართვა გრიპის დროს არაფრით განსხვავდება. აბსოლუტურად ერთი და იგივე წესები. ასე რომ აუცილებლობა, რომ რახან ბავშვს აქვს კორონავირუსი, უნდა იყოს გადაყვანილი [კლინიკაში], მით უმეტეს „ომიკრონის“ შემთხვევაში, რომელიც „დელტაზე“ სამჯერ ნაკლებად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, არ არსებობს. სამჯერ ნაკლებია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთა მდგომარეობაც იმდენად მძიმეა, რომ სჭირდებათ საავადმყოფოში მართვა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძე

25 იანვარი 2022, 14:25

COVID19

ივანე ჩხაიძე: არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ

იაშვილის კლინიკაში ძირითადად ჰოსპიტალიზდებიან ბავშვები სწორედ მწვავე ფაზის შემდეგ გადატანილი მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ბავშვი არ შემოსულა, სადაც „ომიკრონი“ არის დადასტურებული, - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“, რითაც უპასუხა კითხვას - რამდენად მაღალია „ომიკრონის“ პირობებში ბავშვებში პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთების განვითარების ალბათობა.

25 იანვარი 2022, 14:25

COVID19

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი საათი რჩება „ომიკრონი“ პლასტიკურ ნაწარმსა და ადამიანის კანზე. დეტალურად

კიოტოს მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, „ომიკრონ“ შტამი პლასტმასისა და ადამიანის კანის ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში, წინა ვარიებზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში ცოცხლობს.

25 იანვარი 2022, 14:20

საზოგადოება

დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ეს ტერიტორია წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. დიდი დიღმის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე, რომელზეც ძველი სპორტული მოედანი მდებარეობდა და გაყიდული იყო რამდენიმე მესაკუთრეზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა მოხდა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

25 იანვარი 2022, 14:08

თავდაცვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თეონა აქუბარდიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან, დავით ფერაძესთან შეხვედრა გამართეს.

25 იანვარი 2022, 14:04

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 355 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 71 709 180 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 868 512 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე საფრანგეთია (16 917 8464), მესამეზე კი ინდოეთია (39 799 202).

ირაკლი ღარიბაშვილი

25 იანვარი 2022, 13:51

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვალშიც გაგრძელდება, ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი არ იზრდება, რაც „ომიკრონის“ შტამის საკმაოდ სუსტ მიმდინარეობაზე მიუთითებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, საფრთხე მაინც მაღალია, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციას და ორჯერადად ვაქცინირებული პირების ე.წ ბუსტერ დოზით აცრას.

25 იანვარი 2022, 13:35

მსოფლიო

კამერუნში, საფეხბურთო მატჩზე დასწრების მცდელობისას, ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია

კამერუნში, სადაც აფრიკის ერთა თასის მატჩები იმართება, ერთ-ერთ თამაშზე დასწრების მცდელობისას, მოედნის შესასვლელთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა. მათგან ერთი ბავშვია. დაშავებულია 38 პირი.

25 იანვარი 2022, 13:23

COVID19

პირები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ.

25 იანვარი 2022, 13:18

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 143 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790 პროცენტით, მაქსიმალური 9.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.795 პროცენტით განისაზღვრა.