imedi /  14 მარტი 2017, 12:14 / სანდო წყარო

ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეების აქცია გრძელდება

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროში“ დაზარალებული მოვაჭრეების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. 

„მოვიტანთ კარვებს და სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვიშიმშილებთ“, - ამბობენ აქციის მინაწილეები. აქციაზე მივიდა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს  სოლიდარობა გამოუცხადა.

აქციის მონაწილეები სამომავლო გეგმების შესახებ 15:00 საათზე გააკეთებენ განცხადებას. "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებმა აქციები გუშინ განაახლეს. 

რამდენიმე დღის წინ მერიაში "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ კომერციულმა ბანკებმა დაზარალებულების საბანკო ვალდებულებების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს და მათთვის სესხების 6 თვით გადავადების პროცესი დაიწყეს.

9 მარტს თბილისის საკრებულოსთან სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულებმა აქცია გამართეს. ისინი  კარვების გაშლასაც გეგმავდნენ, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, ამიტომ დაზარალებულებმა მჯდომარე აქცია დაიწყეს. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს.

 

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

06 მარტი 2026, 21:37

მსოფლიო

AXIOS: რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

06 მარტი 2026, 21:30

საზოგადოება

ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 21:21

მსოფლიო

ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ არ ადარდებს, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს CNN-ს განუცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა „გაუვნებელყოფილია“ და ის ეძებს ახალ ლიდერებს, რომლებიც კარგად მოეპყრობიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რელიგიური ლიდერი იქნება და ქვეყანა არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო.

გივი მიქანაძე

06 მარტი 2026, 21:18

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან შეხვედრა გამართა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

06 მარტი 2026, 21:03

მსოფლიო

ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში ომის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დანიელ ზიმერმანს ხვდება

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ წუთებში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში იმყოფება.

06 მარტი 2026, 20:51

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისი საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დადასტურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის - პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.

06 მარტი 2026, 20:47

პოლიტიკა

თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში და სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულმა დელეგაციამ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადყოფნა ყველა შეხვედრაზე დაადასტურა. საქართველოს გზავნილები ისმოდა სუვერენული ალიანსის საერთაშორისო კონფერენციაზეც, რომელშიც 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 20:41

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან

ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.

06 მარტი 2026, 20:36

მსოფლიო

ბრიუსელის ფუჭი დაპირებები - 2027 წელს უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უარი უკრაინას - 2027 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ეს ბრიუსელმა კიევს პირდაპირ და საჯაროდ უთხრა. საკითხზე გაერთიანებაში რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიუსელში გამართულ ვახშამზე კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

06 მარტი 2026, 20:33

მსოფლიო

საჰაერო დარტყმები ირანის სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, თეირანის მუქარა ამერიკა-ისრაელს და თავრიზიდან ევაკუირებული აზერბაიჯანის საკონსულო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბაქო თეირანისგან კი ამ დრომდე პასუხებს ითხოვს და ირანიდან დიპლომატიური მისიები გაჰყავს. პარალელურად, შეერთებული შტატები და ისრაელი საჰაერო დარტყმების ინტენსივობას ზრდიან.

06 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობა „ქრონიკის“ სიუჟეტი

სწორედ მის სახელს უკავშირდება სიცრუეზე აგებული მორიგი კვლევა, რომლითაც საკუთარ ქვეყანას სახიფათო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. კანდელაკს მეტი პასუხისმგებლობისკენ ოპოზიციიდანაც მოუწოდეს.

06 მარტი 2026, 20:26

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია - ვინ დგას ამ ფულის უკან და რის დაფინანსებას ისახავს ის მიზნად?

ჩვენ ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა.

06 მარტი 2026, 20:25

პოლიტიკა

რა სამართლებრივ საფუძველს დაეფუძნა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ - „ქრონიკის“ კითხვას ბრიტანეთის საელჩომ 10 დღის შემდეგ ზოგადი წერილით უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კომუნიკაციების კომისია მომდევნო კვირიდან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსს“ აამოქმედებს. კომისიამ განცხადება დღეს გაავრცელა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ, მედიაპლურალიზმს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

06 მარტი 2026, 20:10

მსოფლიო

Reuters: წყაროების თანახმად, აშშ-ის გამოძიება ირანში სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაში, სავარაუდოდ, აშშ-ის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს

აშშ-ის სამხედრო გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, აშშ-ის ძალები არიან პასუხისმგებელნი ირანის გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე, რამაც შაბათს ათეულობით ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა - თუმცა, როგორც ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, მათ საბოლოო დასკვნამდე ჯერ არ მიუღწევიათ და გამოძიებაც არ დასრულებულა.

06 მარტი 2026, 20:07

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ვიდეო-მასალა და ნინო ლომჯარიას სკანდალური განცხადებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქრონიკის“ ექსკლუზიური მასალა და ნინო ლომჯარიას სკანდალური განცხადებები - „ქრონიკამ“ მოიპოვა ლომჯარიას გადამალვის სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო მტკიცებულება.

06 მარტი 2026, 20:04

სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა

გიორგი რუხაძემ ჩვენებაში დაწერა ისიც, რომ არარსებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კონკრეტული მედიისთვის მიწოდება მის მეგობარ გოგოს სთხოვა. სწორედ ასე აღმოჩნდა ვერის სასაფლაოზე “სისხლიანი ანგარიშსწორების“ თემა სატელევიზიო ეთერებშიც.

06 მარტი 2026, 19:45

მსოფლიო

NBC News: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს, - განუცხადა NBC News-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა.

06 მარტი 2026, 19:32

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა

საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 19:23

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-სთვის ეკონომოკური ინტერესების სფეროდ აქცევს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ამერიკაში, ვაშინგტონში. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „სუვერენული ერების ალიანსში“. ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრებს ესწრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და განიხილეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი საკითხები.

06 მარტი 2026, 19:19

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ

ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.