imedi /  24 აგვისტო 2018, 08:04 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გერმანიის კანცლერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ აგანგელა მერკელს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და გერმანელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩვენს მეგობრებს გერმანიიდან. 100 წლის წინ სწორედ ამ ქალაქში საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაარსდა. ნიშანდობლივი, თუმცა არც თუ ისე გასაკვირია, რომ გერმანია პირველი ქვეყანა იყო, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. ახლა, 100 წლის შემდეგ იმავე ადგილას ვიმყოფებით ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე. უდავოა, რომ ეს გზა გამოწვევებით იყო აღსავსე, თუმცა მეგობრები გვყავს, ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ამ გზაზე გვეხმარებიან.“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გერმანია-საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და საქართველოში 80-იან წლებში სტუმრობა გაიხსენა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა.

„ჩვენ ძალიან ბედნიერნი ვართ აქ ყოფნით. ამას ვაცხადებ ბიზნესწრეების, პარლამენტისა და ჩემი მთავრობის დელეგაციების სახელით. მიმაჩნია, რომ ეს რეალური პარტნიორობაა. შემიძლია გითხრათ, რომ აღმოსავლეთ გერმანიიდან საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მოგზაურობა მაშინაც სასურველი იყო. მე აქ 80-იანი წლების შუა პერიოდში ვიმყოფებოდი. ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო ეს ყველაფერი. მახსოვს, რომ ტრანზიტი ნებადართული იყო, თუმცა მხოლოდ 12 დღით შეიძლებოდა ქვეყანაში გაჩერება. როდესაც ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა, აქ რას ვაკეთებდი, ვუთხარი, რომ მომწონდა და შესანიშნავი იყო აქაურობა და რომ სწორედ ასეთმა მოხიბლულმა დათქმულ დროში ვერ დავტოვე საქართველო. იმ წამსვე გამიგო და მკითხა, მქონდა თუ არა ნანახი თბილისში ესა თუ ის ადგილი, ვიყავი თუ არა ნამყოფი მცხეთაში. ვუპასუხე, ჯერ ვერ მოვახერხე-მეთქი. მაშინ მითხრა, მეტი დღით აღარ დარჩე, მაგრამ ყველა ეს ადგილი მოინახულეო. ვერ ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რაც იყო, იყო. მახსოვს, რომ მაშინ დრო არ მქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც დღეს ვნახავ მცხეთას. მიმაჩნია, რომ საქართველოში ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ პარტნიორობისთვის. ვიცით, რომ ბევრი სირთულე გაქვთ, თუმცა ცდილობთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ხალხთაშორისი ურთიერთობები დაალაგოთ. ამიტომ, მახარებს იმის გაგება, რომ რუსეთთან ყველა ამ პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან. მათ აქ ჩამოსვლა მოსწონთ და სწორედ ეს არის მთავარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და მოსალაპარაკებლად. გერმანია არ დაივიწყებს თქვენს ამ პრობლემებს. მადლობა მასპინძლობისთვის. გაუმარჯოს გერმანულ-ქართულ მეგობრობას“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა.

ოფიციალური ვახშამი კულტურულ პროგრამასაც მოიცავდა, რომელშიც ანსამბლი „შვიდკაცა“, ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრთან ერთად, „სუხიშვილები“ და ნატო მეტონიძე მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ფუნიკულიორამდე ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

გერმანიის კანცლერი საქართველოს 23 აგვისტოს ეწვია.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

20 ივნისი 2026, 16:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად კლავდა ადამიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ის მოვიდა, ყველაფერი შეიცვალა.

დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონი

20 ივნისი 2026, 16:10

მსოფლიო

ტრამპი მელონიზე: მისი პოპულარობა იტალიაში კლებულობს, შესაძლოა, იმიტომ, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებს - ქვეყანას, რომელსაც გულწრფელად უყვარს და იცავს იტალიას - ზურგი აქცია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი პოპულარობა კლებულობს.

20 ივნისი 2026, 15:32

პოლიტიკა

ახალციხეში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ახალციხეში, სასტუმრო „ახალციხე ინნ”-ში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

20 ივნისი 2026, 15:16

საზოგადოება

მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო

18 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ალაზნის სათავე ნაგებობის ზედა ბიეფის მარცხენა დამცავი კედელი დააზიანა.

გიორგი სოსიაშვილი

20 ივნისი 2026, 15:10

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: ძალიან საინტერესო „კორონაციის“ მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას

ძალიან საინტერესო კორონაციის მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა „ნაციონალურ მოძრობაში“ მიმდინარე პროცესის შეფასებისას.

დონალდ ტრამპი

20 ივნისი 2026, 15:09

მსოფლიო

ტრამპი ჯორჯია მელონიზე: არ მსურს, ჩემი გულშემატკივარი იყოს, რადგან ის იქ არ იყო - ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად - როდესაც სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობდით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ორ ლიდერს შორის საჯარო დაპირისპირება დაიწყო. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

20 ივნისი 2026, 15:07

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: რა თქმა უნდა, ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი - აქაც ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ უშუალოდ თავისი ლიდერები მიმართაც

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნანუკა ჟორჟოლიანით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას აფასებს.

20 ივნისი 2026, 14:55

მსოფლიო

მედია: რუსეთმა უკრაინა დაბომბა. დაიღუპა სამი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით უკრაინა დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 45 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

20 ივნისი 2026, 14:55

რეგიონი

მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა ხიდი, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა დაზიანდა.

ლაშა ფარულავა

20 ივნისი 2026, 14:28

პოლიტიკა

ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის გუნდი ღიაა და ელოდება ნანუკა ჟორჟოლიანს, პირადად მე ერთი თვით ადრე მქონდა ინფორმაცია, თუმცა, როდესაც თინათინ ბოკუჩავა საუბრობს, რომ პოსტით გაიგო კონკრეტული ამბავი, ალბათ ასე იყო

მიხეილ სააკაშვილის გუნდი ღიაა და ელოდება ნანუკა ჟორჟოლიანს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ.

ირაკლი კობახიძე ფაიზალი იდიზოდა

20 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.

დონალდ ტუსკი

20 ივნისი 2026, 14:20

მსოფლიო

დონალდ ტუსკი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევაზე: პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მიერ უკრაინის ლიდერისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინს აღაფრთოვანებს, ხოლო მოკავშირეებს შოკში აგდებს.

მაკა ბოჭორიშვილი

20 ივნისი 2026, 14:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კომისია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებები ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

20 ივნისი 2026, 13:42

მსოფლიო

უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ბრალს სდებენ, რომ მან მამაკაცები გასტროლების საფარქვეშ საზღვარგარეთ გააპარა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს როსტისლავ კანდეევს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურორზე რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 ივნისი 2026, 13:18

მსოფლიო

The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

20 ივნისი 2026, 13:09

საზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 65 წლის იუბილე აღინიშნა

საღამო მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობას და ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებაში უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიერ შეტანილი წვლილის აღნიშვნას მიეძღვნა.

20 ივნისი 2026, 13:06

კულტურა

„თბილისი პიანო ფესტ 2026“ გრძელდება

„თბილისი პიანო ფესტ 2026“ გრძელდება. უკვე მეშვიდედ, დედაქალაქი მსოფლიოს გამორჩეული მუსიკოსების საღამოებს მასპინძლობს.

20 ივნისი 2026, 13:02

საზოგადოება

გაიმართა შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის -„კახეთის“ ჩვენება

შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის, „კახეთის“ ჩვენება გაიმართა. მდიდარი მასალა მოიცავს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ტრადიციების, ყოფისა და განვლილის, აწმყოს პოეტურ და ამასთანავე, რეალისტურ სურათს.

20 ივნისი 2026, 12:59

საზოგადოება

მომლოცველთა გზა, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თხოთის მთაზე დასრულდა

მომლოცველთა გზა, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თხოთის მთაზე დასრულდა - იქ, სადაც წმინდა მეფე მირიანმა პირველად დადგა ჯვარი და პირველი ტაძარიც აშენდა.

20 ივნისი 2026, 12:55

რეგიონი

„ქართულის“ ფარგლებში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული დიასპორის ანსამბლები ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, კონკურს-ფესტივალის „ქართულის” ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენელი ანსამბლები დააჯილდოვა.