imedi /  31 აგვისტო 2018, 14:00 / სანდო წყარო

გრიგოლ ვაშაძის შტაბი ტყუის, თავად პრეზიდენტობის კანდიდატი კი კომენტარს არ აკეთებს

გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ერთობის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და ტელეკომპანია „იმედი“ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.



ვაშაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.

ლაპარაკია გრიგოლ ვაშაძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინტერვიუს ფრაგმენტზე, რომელიც 2008 წლით თარიღდება, როდესაც ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ „იმის პროვოცირება რაც კოკოითის რეჟიმმა ცხინვალში სცადა, თვითშემოქმედება იყო და მოსკოვიც კი არ იყო ამისთვის მზად“.

„უკვე ორი დღეა, ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით ხდება ე.წ. ფეიკ-ნიუსის გავრცელება ჩვენ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე. გვესმის, რომ ჩვენი კონკურენტები შეშფოთებულები არიან უკანასკნელი კვლევებით, რომელშიც ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე იმიტომ, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი მომავალში. განცხადება, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა და რომელსაც ტელეკომპანია "იმედი" არასწორ კონტექსტში ატრიალებს, 2008 წლის ომამდე გაკეთდა. ეს განცხადება პირიქით მიუთითებს, რომ მაშინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა თავიდან აერიდებინა შეიარაღებული კონფლიქტი და ის აგრესია, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. იმედი ისე აშუქებს, რომ თითქოს, ეს განცხადება ომის მიმდინარეობის პერიოდშია გაკეთებული და სპეციალურად ამახინჯებს ფაქტებს. მივმართავ ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიას, შეისწავლოს ეს სიუჟეტები თავიდან ბოლომდე იმიტომ, რომ ეს არღვევს ყველა ნორმას. არ შეიძლება, მედიასაშუალებები ფაქტებს თავიდან ბოლომდე ამახინჯებდნენ,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

ტელეომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ არცერთ მასალაში ნათქვამი არ არის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ ფრაზას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წარმოთქვამს. გავრცელებული ინფორმაციით ვაშაძის ციტატა თარიღდება 2008 წლით, თუმცა თვე უცნობია. „იმედი“ რამდენიმე დღეა ცდილობს ინტერვიუს ფრაგმენტის ზუსტი თარიღის დადგენას, თუმცა ამის დამადასტურებელ ზუსტ ცნობას არც გრიგოლ ვაშაძე და არც მისი შტაბი მედიას არ აწვდის. ვიდეოს თანახმად, ამ ინტერვიუს სრული ვერსია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის არქივშია, თუმცა მასალას ამ ტელევიზიის წარმოამდგენლებიც არ აქვეყნებენ. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კი კომენტარს არ აკეთებს და პრესასთან არ ჩნდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების („ნაციონალური მოძრაობა“) საპასუხო ქმედებებისა და ქცევის ადეკვატურობის შესახებ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას, როგორც პოლიტიკური ოპონენტების ასევე საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან, აცხადებენ რუსეთის მიმართ ლოიალურობის გამოხატულებად და საქართველოს ღალატად.

იურისტები განმატავენ, რომ ამომრჩეველს უფლება აქვს იცოდეს, თუ რას ფიქრობს საპრეზიდენტო კანდიდატი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გამოიჩინა.

გრიგოლ ვაშაძე 10 ოპოზიციური პარტიის გაერთანებამ საპრეზიდენტო კანდიდატად 17 ივლისს წარადგინა

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 19:59

მსოფლიო

ტრამპი პუტინზე: მე მას ვეუბნები - „ვლადიმირ, დროა, გაჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს“ - ვფიქრობ, ის მზადაა შეთანხმებისთვის

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა დასრულდეს ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, რომელიც 2029 წლის იანვარში იწურება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

15 ივლისი 2026, 19:50

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრებს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის და ჯგუფური ძარცვის ფაქტებზე რვა პირი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 19:31

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 19:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის

ნიშანდობლივია, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების ისტორიაში პირველმა გადადგა საქართველოს მიმართ აშკარად მტრული ნაბიჯები, არა მხოლოდ თანამდებობას ტოვებს, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კირ სტარმერთან დაკავშირებით.

15 ივლისი 2026, 19:19

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

კირ სტარმერი

15 ივლისი 2026, 19:16

მსოფლიო

კირ სტარმერი: ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის კითხვა-პასუხის სესიაზე დაადასტურა, რომ ტოვებს პოსტს და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“.

ფრიდრიხ მერცი

15 ივლისი 2026, 19:00

მსოფლიო

მერცი: ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში - შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ევროპაში „სიტყვისა და რელიგიური თავისუფლების“ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

15 ივლისი 2026, 18:54

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად, ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ - მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით

ვის როგორ ესმის უფლებების დაცვა. 14 ივლისს, სასამართლოში სააკაშვილის და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე მოწმის სტატუსით მომიწია დაკითხვა და მიუხედავად პოლიტიკოსებთან, ადვოკატებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც ძალიან გაკვირვებული დავრჩი ამ სფეროების წარმომადგენლებთან გუშინდელი 2-საათიანი ურთიერთობით. აშკარად გამოჩნდა, რომ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია და დანიშნულება სრულიად არაადეკვატურად არის მათ მიერ გაგებული. - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მის დაკითხვას, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან და გამოძიება სწორედ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ილონ მასკი

15 ივლისი 2026, 18:36

მსოფლიო

ილონ მასკი: მარინ ლე პენი საფრანგეთის უკანასკნელი იმედია

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა საფრანგეთის მემარჯვენე ძალების ლიდერს თავისი თითქმის ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მომავალ წელს ქვეყანაში დაგეგმილი გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, - წერს გამოცემა POLITICO.

15 ივლისი 2026, 18:33

სამართალი

პროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 18:28

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: შანხაი ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი

შანხაი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის შემოსვლას, რომელიც შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე მოახდენს ოპერირებას.

15 ივლისი 2026, 18:25

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

შიო მესამე

15 ივლისი 2026, 18:19

საზოგადოება

შიო მესამე: ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

შეგახსენებთ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს, რომ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ლოცვა-კურთხევას სამეგრელო აუცილებლად შეასრულებს. მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევა და მადლიერება. ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, - განაცხადა შიო მესამემ.

ირაკლი ჭეიშვილი

15 ივლისი 2026, 18:11

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი საომარი პროცესის შემდეგ რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს

ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა მერე ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ირაკლი ჭეიშვილი

15 ივლისი 2026, 18:06

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: სანამ ასეთი შინაარსის დოკუმენტს ასეთი მაღალი პლატფორმიდან გასცემ, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები, კონსულტაციები და მთელი რიგი პროცესები

ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა გადაწყვეტილებები სამართლებრივად გამართული უნდა იყოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.

15 ივლისი 2026, 18:06

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.

თამარ იოსელიანი

15 ივლისი 2026, 18:03

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საავიაციო სექტორისთვის, რადგან პირველი პირდაპირი დაკავშირება მოხდება თბილისსა და შანხაის შორის, რომელიც გაზრდის ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, ხალხთა შორის კავშირს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ბიზნესკავშირების გაღრმავებას

დაახლოებით ერთ საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შანხაიდან პირველი რეისი დაეშვება. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საავიაციო სექტორისთვის, რადგან პირველი პირდაპირი დაკავშირება მოხდება თბილისსა და შანხაის შორის, რომელიც გაზრდის როგორც ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, შესაბამისად ხალხთა შორის კავშირს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ბიზნესკავშირების გაღრმავებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

15 ივლისი 2026, 17:57

პოლიტიკა

16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა

16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა

ირაკლი ჭეიშვილი

15 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ეუთოზე: როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ და სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე, რა დასკვნაც გააკეთე 2024 წლის შემდეგ, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის

როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ და სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე 2024 წლის შემდეგ რა დასკვნაც გააკეთე, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 ივლისი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში

ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.