ნაზი ჯანეზაშვილი: საბჭოში მიმდინარე კონკურსი უზენაეს სასამართლოში მოსალოდნელ დანიშვნებს უკავშირდება
ნაზი ჯანეზაშვილი
ფოტო: არქივი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი უზენაეს სასამართლოში მოსალოდნელ დანიშვნებს უკავშირდება.
„კონკურსში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ძალიან ბევრი მოქმედი მოსამართლე მონაწილეობს. კონკურსანტებიდან მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აქვს კონკურსში მონაწილეობის რეალური მიზეზი, მათი უფლებამოსილების ვადა იწურება უახლოეს ხანებში. ვაკანსიების შევსება არ უნდა იყოს კონკურსის მიზანი. ვაკანსიები დარჩება ვაკანსიებად, გადატვირთულობის პრობლემა დარჩება პრობლემად. მე დავარქმევდი ამას გადაადგილების პროცესს სასამართლო სისტემაში”, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ახალი კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოვალეობაა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა 18-დან 28-მდე გაიზარდოს და შემდეგ ამ მოსამართლეებს შორის დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.
კანდიდატებს შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე. იმ შემთხვევაში, თუ მას საბჭო მხარს დაუჭერს, მიქაუტაძე უვადო მოსამართლე გახდება.
ასევე, კანდიდატთა შორის არიან საბჭოს მოქმედი წევრები. კონკურსში მონაწილეებიდან, რამდენიმე მათგანი უვადოდ გამწესებული მოსამართლეა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 43 ვაკანსიაზე გამოაცხადა. რეგისტრაცია 6 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 84 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე 79 გადავიდა, ორს უარი ეთქვა, სამ კანდიდატს კი, დოკუმენტების წარდგენისთვის დამატებითი ვადა მიეცა.
კანდიდატების ბიოგრაფიები იხილეთ ბმულზე.
ყველა სიახლე
20 სექტემბერი 2026, 20:54
პოლიტიკა
ბრიუსელის მორჩილების ეფექტი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
უნგრეთი ბრიუსელზე დამოკიდებული ხდება, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდა ორბანი. იცვლება ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შეზღუდვები და იხსნება ლგბტ კონტენტზე დაწესებული აკრძალვების დიდი ნაწილი.
20 სექტემბერი 2026, 20:46
ეკონომიკა
ბექა ძამაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე: ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი
ჩვენ რასაც ვცდილობთ სააპელაციო ეტაპზე არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, თუ ვერ გავიმარჯვებთ, თანხის ოდენობა მკვეთრად შემცირდეს და იყოს რეალობასთან მიახლოებული, რადგან მიგვაჩნია, რომ ის თანხა, რომელიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა, არ შეესაბამება რეალობას და იმ ხარჯებს, რომელიც კონტრაქტორის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო რეალურად გაწეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.
20 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
სიმართლე, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ნიღაბი ჩამოხსნა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ფონ დერ ლაიენს შავი ოთხშაბათი დაუდგა. ევროკომისიის პრეზიდენტს ევროდეპუტატებმა შეუტიეს. განწყობა მძიმეა - პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ დუმილის დრო აღარ არის. ევროპა კარგავს ევროპულ ღირებულებებს, ხალხის ხმა აღარც საკუთარ მთავრობებს და აღარც ბრიუსელს ესმის.
20 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.
20 სექტემბერი 2026, 20:07
რეგიონი
აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა. აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტი რეჟიმით ატარებენ. შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა. ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დარჩენილ ადგილებზე გრძელდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება. წყალმომარაგების მხრივ შეფერხება არ ყოფილა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დილიდან საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა გზების გაწმენდაზე მუშაობს. დატბორილ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას და საჭირო ღონისძიებებს ატარებენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. დილიდან იწმინდება მეწყრული მასისგან დამეწყრილი მონაკვეთები და წესრიგდება გზები. ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და თანამშრომლები უკვე ორი დღეა უწყვეტად მუშაობენ. სულ აღრიცხული 20 ადგილმდებარეობიდან ამ ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ დარჩენილ სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს. უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიები განიხილავენ. ზიანის შეფასებისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად გაიცემა. რეგიონში შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია და სამუშაოები კოორდინირებულად გრძელდება.
20 სექტემბერი 2026, 19:52
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებას განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს.
20 სექტემბერი 2026, 18:53
მსოფლიო
გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა
პოლონეთში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მოსახლეობის უმრავლესობაში პოპულარობით ვერ სარგებლობს. გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54,3% მთავრობის მეთაურის პოსტზე მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
20 სექტემბერი 2026, 18:45
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
20 სექტემბერი 2026, 18:38
მსოფლიო
იტალიის მთავრობა სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას გეგმავს
„იტალიის სკოლაში ღია სახით უნდა იარო და არავის შეუძლია რეალურ თუ სავარაუდო ტრადიციას ამოფარებულმა გადაწყვიტოს, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დაფაროს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
20 სექტემბერი 2026, 17:58
სპორტი
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კიკვიძის პარკში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კიკვიძის პარკში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა.
20 სექტემბერი 2026, 17:58
კულტურა
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის ფარგლებში პოლონელი რეჟისორისა და სცენარისტის, აგნეშკა ჰოლანდისა და ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის პრესკონფერენციები გაიმართა
საკუთარ შემოქმედებაზე, ფესტივალსა და ქართულ კინემატოგრაფიაზე ცნობილმა პოლონელმა რეჟისორმა და სცენარისტმა, „ოსკარის“ სამგზის ნომინანტმა აგნეშკა ჰოლანდმა ილაპარაკა.
20 სექტემბერი 2026, 17:51
სპორტი
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-7 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „აიაქსთან“ ფრედ, 2-2 ითამაშა.
20 სექტემბერი 2026, 17:45
სპორტი
თბილისის ზღვაზე წყლის სპორტის მასშტაბური ღონისძიება - „დრაგონ ბოუტი“ თბილისი 2026 გაიმართა
თბილისის ზღვაზე წყლის სპორტის მასშტაბური ღონისძიება - „დრაგონ ბოუტი“ თბილისი 2026 გაიმართა. ჩემპიონატი თბილისის კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
20 სექტემბერი 2026, 17:41
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ
ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ, - წერს სოციალურ ქსელში კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია.
20 სექტემბერი 2026, 17:40
საზოგადოება
ბოტანიკური ბაღში იკებანას მასტერკლასი გაიმართა
ღონისძიება ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ის იაპონური კულტურის პოპულარიზაციასა და საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა.
20 სექტემბერი 2026, 17:22
მსოფლიო
თელ-ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა
თელ-ავივში ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერთ: „კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს?“ ისმოდა მთავრობის გადადგომის მოწოდებები.
20 სექტემბერი 2026, 17:21
მსოფლიო
ნორვეგიაში, გაფიცვის გამო, 100-ზე მეტი სარკინიგზო რეისი გაუქმდა
ნორვეგიაში, რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვის გამო, 160-ზე მეტი რეისი გაუქმდება. 50-მდე მემანქანემ გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ნორვეგიის მემანქანეთა ასოციაციასა და სატრანსპორტო კომპანიას შორის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ჩაიშალა.
20 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
პეტერ მადიარს ღვინო შეასხეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ღვინო შეასხეს. ინციდენტი ქალაქ სეკსარდში მოხდა, სადაც პეტერ მადიარი ყურძნის მოსავლის აღებას დაესწრო. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში თავად მადიარმა გამოაქვეყნა, ჩანს, თუ როგორ ასხამს ღვინოს შუა ხნის მამაკაცი პრემიერს. ის მადიარის დაცვის თანამშრომლებს გაჰყავთ.
20 სექტემბერი 2026, 17:17
რეგიონი
კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს
კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს. გადამუშავებულია 23 ათას ტონამდე ყურძენი, რომლის 90-მდე პროცენტი მაღალკონდიციურია. ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასები მევენახეებს აძლევს მოტივაციას, რომ ყურძნის სიმწიფეში შესვლას დაელოდონ.
20 სექტემბერი 2026, 17:11
მსოფლიო
NYT: რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო
რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო, - წერს The New York Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს გავლენა მოიპოვოს ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე საზოგადოებაში უთანხმოების დათესვითა და ქაოსით. რუსები დეზინფორმაციისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და მათი სამიზნე ძირითადად დემოკრატი კანდიდატები არიან.


