უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ „იბერიის“ ხელმძღვანელები ფინანსურ ვალდებულებებს თავს არიდებენ
ტელეკომპანია "იბერიის" ხელმძღვანელობა და თანამშრომლები პრეზიდენტს შეხვდნენ და მედიასაშუალების ირგვლივ განვითარებული პროცესები გააცნეს. მათი შეფასებით, ხელისუფლება ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშად ერევა და პროკურატურა ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
არხის თანამშრომლები დახმარებას პრეზიდენტს სთხოვენ. როგორც თავად ამბობენ, გიორგი მარგველაშვილისგან პირობაც მიიღეს, რომ პრეზიდენტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს. "იბერიის" თანამშრომლებს მომდევნო შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან აქვთ დაგეგმილი.
უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება "ტელეკომპანია" იბერიის საქმეზე - ამის შესახებ მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს შესაბამისი უწყების გადასაწყვეტია. უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ იბერიის ხელმძღვანელები თავს არიდებენ ფინანსურ ვალდებულებებს და მედიას ბოროტად იყენებენ.
ტელეკომპანია "იბერიის" შესახებ განცხადება 10 სექტემბერს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთა. მისი თქმით, მიუღებელია და სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთ ბიზნესი, როდესაც მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადიდან თავი აირიდოს.
ტელეკომპანია „იბერიამ“ 9 სექტემბერს სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.
მანამდე, 7 სექტემბერს ტელეკომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "იბერიას" დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს. საუბარია კომპანია "ომეგა ჯგუფზე", რომლის შემადგენლობაშიც "იბერია" შედის. ამ საკითხზე საპასუხო განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ყველა სიახლე
22 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია
უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებს ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე რეალური კენჭისყრის ორგანიზება სრულიად შეუძლებელია. ამის შესახებ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა
22 აგვისტო 2026, 12:00
კულტურა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 11:50
საზოგადოება
რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 11:29
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
22 აგვისტო 2026, 11:27
კულტურა
„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ გრძელდება. ბორჯომის შემდეგ მომდევნო საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
22 აგვისტო 2026, 11:23
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს
„საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური მეინსტრიმი „თვით ევროპაზე მეტად ევროპელი“ აღმოჩნდა „რუსეთუმე“ სტუბსა თუ მაკრონთან შედარებით“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
22 აგვისტო 2026, 11:15
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება
ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. მისივე თქმით, საზოგადოება ხედაავს, რომ თურმე ოპოზიციას გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება.
22 აგვისტო 2026, 11:05
მსოფლიო
ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა
გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
22 აგვისტო 2026, 10:58
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
22 აგვისტო 2026, 10:51
მსოფლიო
ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.
22 აგვისტო 2026, 10:46
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
22 აგვისტო 2026, 10:45
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
22 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა
სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
22 აგვისტო 2026, 10:43
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
22 აგვისტო 2026, 10:37
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
22 აგვისტო 2026, 10:33
რეგიონი
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
22 აგვისტო 2026, 10:25
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს
ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
22 აგვისტო 2026, 09:31
სპორტი
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
22 აგვისტო 2026, 09:00
სპორტი
დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
21 აგვისტო 2026, 22:34
საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.


