Imedi /  12 სექტემბერი 2018, 12:12 / სანდო წყარო

სასკოლო განათლების ხარისხით საქართველო 72 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ 2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში ზოგადი, იგივე სასკოლო განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ არის გაზრდილი, თუმცა სასკოლო განათლების ხარისხი ისევ კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება. ორგანიზაციის ცნობით, ამ მოსაზრებას საერთაშორისო კვლევები და ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

კვლევა “დაბალი ხარისხის სასკოლო განათლებაში სულ უფრო მეტს ვიხდით“ თანახმად, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი 137 ქვეყანას შორის 106-ზე.

კვლევის ცნობით, 2016-2018 წლებში სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით მოსწავლეთა საშუალოდ 77%-მა ჩააბარა, მაშინ როცა 2011-2015 წლებში წარმატების საშუალო მაჩვენებელი 84% იყო. ყველაზე პრობლემური საგნები კი ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენაა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ სასკოლო განათლების დაფინანსების ზრდა შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, შედეგს კი განათლების ხარისხის ამაღლება უნდა წარმოადგენდეს. სახელმწიფომ დამატებითი ფული არ უნდა გადაიხადოს განათლებაში, თუ ხარისხი არ გაუმჯობესდება. 

დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა. პრემიერის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, რომ განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს გახლავთ ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობოს აბსოლუტური პრიორიტეტი და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს იქნება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2026, 20:59

ეკონომიკა

გიორგი ჯინჭარაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები

როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ყველა მიმართულებით თვისობრივად ახალი პროექტები, პროგრამები, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 ივლისი 2026, 20:57

მსოფლიო

Euronews: უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ მოითხოვა ნატოში გაწევრიანება და განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია

უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ მოითხოვა ნატოში გაწევრიანება და განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია და ალიანსში მისი გაწევრიანება „სრულიად ბუნებრივი“ იქნებოდა, - წერს Euronews-ი.

07 ივლისი 2026, 20:45

სამართალი

ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან გრძელდება - ბოლო 6 თვეში ქვეყნიდან 2000-ზე მეტი არალეგალია გაძევებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიგრანტებთან მიმართებით სახელმწიფოს მიდგომა მკაცრია - უცხო ქვეყნის 54 მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა და ქვეყნიდან გააძევეს. რაც შეეხება სტატისტიკას - ბოლო 6 თვეში ქვეყნიდან 2000-ზე მეტი არალეგალია გაძევებული.

07 ივლისი 2026, 20:40

საზოგადოება

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესები გრძელდება, რა შედეგები აქვს შსს-ს სამმართველოს? „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოქმების საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით სასამართლო პროცესები გრძელდება. საჯარო სივრცეში გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოდან გასვლა და სხვისი უფლების დარღვევა კანონით ისჯება.

07 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

გახარიას გუნდის მცდელობას, პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები მოიძიოს, „ქართულ ოცნებაში” აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი გიორგი გახარიას და მის პარტიას „პროვოკატორობაში” ადანაშაულებს. მიაჩნიათ, რომ ამ კომპონენტში მათ „ნაციონალურ მოძრაობასაც” კი გადაასწრეს. პარტია „საქართველოსთვის” მცდელობას, პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები მოიძიოს, „ქართულ ოცნებაში” მწვავედ აკრიტიკებენ.

07 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

ანაკლიის პორტი-ქართული პროექტი. რატომ ეწინააღმდეგება „ლელო“ მთავრობის გადაწყვეტილებას? მმართველი გუნდი ანტიქართულ გზავნილს ხედავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ლელო“ ქართული პორტის წინააღმდეგ. რატომ უნდა გადაეცეს ანაკლიის სადავეები საერთაშორისო ოპერატორს და რა არ მოსწონს ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს ნავსადგურის სახელმწიფო მართვის მოდელში?

07 ივლისი 2026, 20:35

საზოგადოება

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული დავით ქუქჩიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით ქუქჩიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

07 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მკაცრად დაგმო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება. ნიკოლოზ სამხარაძემ აუდიტორიას ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების პროცესიც გააცნო. ის, თუ როგორ და რა ვადაში შედგა დასკვნა და რატომ არ იზიარებს მას ხელისუფლება.

07 ივლისი 2026, 20:33

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

07 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

რატომ იქცა ქვეყნის ღირებულებები შეტევის სამიზნედ - „ნეიტრალური საქართველო“ საპატრიარქოს მიერ გამჟღავნებულ ისტორიას აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რწმენა და ეკლესია - რატომ იქცა ქვეყნის ღირებულებები შეტევის სამიზნედ? ლგბტ პროპაგანდაში დახმარების თხოვნა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და უარის საპასუხოდ გავრცელებული ბრალდებები. „ნეიტრალური საქართველო“ საპატრიარქოს მიერ გამჟღავნებულ ისტორიას აფასებს.

მაკა ბოჭორიშვილი

07 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

„მოკავშირეები ანკარაში“ - ღონისძიება თურქეთში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე. „ქრონიკა“ თურქეთიდან

„მოკავშირეები ანკარაში“ და საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები. რეგიონის და ქვეყნის უსაფრთხოება, გამოწვევები და საქართველოს ხედვა- მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

07 ივლისი 2026, 20:14

პოლიტიკა

გზავნილები ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციიდან. „ქრონიკა“ ბელგრადიდან

გაფართოება - როგორც განახლების და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა. როგორ უნდა აღიქვას ევროკავშირმა კანდიდატი სახელმწიფოები, სამართლიანობაზე დაფუძნებული შეფასება და ერთიანობის მნიშვნელობა.

ლევან მაჭავარიანი

07 ივლისი 2026, 19:38

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი შარაშიძეს: თქვენი გუნდის წევრებს პოლიტიკის მიღმა ზოგს არაკაცად, არაქართველად და არაქალაქელად იცნობენ, ზოგს კი საერთოდ არ იცნობენ, ხოლო თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვა უამრავ სამარცხვინო საქციელთან ერთად, იმითაც გიცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადექით

როდესაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ხარვეზებით გამოგდის, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას თავად იწყებ, ამის შემდეგ მინიმუმ ეთერებში ტირილით არ უნდა დადიოდე. ან, თუ მაინც ტირი, ისიც უნდა ახსენო, რომ მანდატურებმა წრე შემოგარტყეს, დაგიცვეს და გადაგეფარნენ, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გახარიას პარტიის წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, „არც კაცურია, არც ქართულია, არც ქალაქურია“.

07 ივლისი 2026, 19:36

მსოფლიო

ჯანმო: სიცხის ახალი ტალღის გამო, ევროპას შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი კვირები ელოდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სამშაბათს განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში ფორმირებადი ახალი, ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირები შესაძლოა ელოდეს. უახლოეს დღეებში პორტუგალიასა და ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ შესაძლოა 43°C-ს მიაღწიოს.

07 ივლისი 2026, 19:31

პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

07 ივლისი 2026, 19:14

მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო

რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შეზღუდვა დროებით მოეხსნა, რაც გზას უხსნის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ სრულფასოვან გამოსვლას, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

გიორგი გვარაკიძე
ალექს თიგაი

07 ივლისი 2026, 19:01

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ალექს თიგაის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ალექს თიგაის შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 19:01

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ვატო შაქარიშვილი

07 ივლისი 2026, 18:54

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მამა ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია უნდა იყოს განგაშის კიდევ ერთი საფუძველი, გამოფხიზლების საფუძველი, რომ ამ ევრო ილუზიის პირობებში და ასეთი ევროკავშირისკენ სვლა დღეს რომ არის კონსტიტუციურ დოგმად წარმოდგენილი, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ძირითად საყრდენებს

სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, მამა ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია უნდა იყოს განგაშის კიდევ ერთი საფუძველი, გამოფხიზლების საფუძველი, რომ ამ ევრო ილუზიის პირობებში და ასეთი ევროკავშირისკენ სვლა დღეს რომ არის კონსტიტუციურ დოგმად წარმოდგენილი, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ძირითად საყრდენებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ისტორიას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

დონალდ ტრამპი

07 ივლისი 2026, 18:48

მსოფლიო

ტრამპი: იმედია, უკრაინაში ომი მალე დასრულდება

ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებზე ისაუბრა.