imedi /  27 სექტემბერი 2018, 00:28 / სანდო წყარო

დავით სერგეენკომ თვალავაძის დაპატიმრებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

დავით სეგეენკო

დავით სეგეენკო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„თვალავაძე ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. რაც შეეხება გამოძიებას, არ მაქვს უფლება, განვიხილო, რა და როგორ იქნება გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“, - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს.

კითხვაზე, როგორ ახსნის იმ ფაქტს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები მისივე უწყებიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან ამოიღეს, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები აფთიაქიდან ამოიღეს, ხოლო სამინისტროში სანიმუშო ეგზემპლარები ინახებოდა.

„გაჟღერდა თითქოს, ეს ადამიანი თავის კაბინეტში ინახავდა ოთხი მილიონის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. მედიკამენტები აფთიაქიდან ამოიღეს, ხოლო სამინისტროში ინახება თითოეულ რეგისტრირებულ სერიაზე სანიმუშო ეგზემპლარები, რომლებიც არის ერთ სერიაზე ერთი კოლოფი. რაც შეეხება ოთხი მილიონის ფსიქოტროპულების ამოღებას, სამინისტროში ასეთი რამე არ მომხდარა“, - განმარტა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. „მინისტრი აგებს პასუხს ყველაფერზე, რაც ხდება სამინისტროში, იქნება ეს კარგი, თუ ცუდი. მინდა, ყველას ვთხოვო, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ“, - ამბობს სერგეენკო.

დღეს გია თვალავაძე გულის ჩივილების გამო პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. 

თვალავაძეს სასამართლომ ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე 24 სექტემბერს დააკავეს.

ყველა სიახლე

01 ივლისი 2026, 19:01

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მარკ რუტე

01 ივლისი 2026, 18:53

მსოფლიო

მარკ რუტე: ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს

ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს, მაშინ როცა რუსები ყოველთვიურად 35 ათას სამხედრო მოსამსახურეს კარგავენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გამოცემა Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

01 ივლისი 2026, 18:45

მსოფლიო

The New York Times: დევნილობაში მყოფმა მარია კორინა მაჩადომ ვენესუელაში დაბრუნების მტკიცე სურვილი გამოთქვა - თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო მისი თხოვნა და ოპოზიციის ლიდერს მიანიშნა, რომ ის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა

დევნილობაში მყოფმა მარია კორინა მაჩადომ გასულ კვირას ვენესუელაში დაბრუნების მტკიცე სურვილი გამოთქვა. მან ტრამპის ადმინისტრაციასა და ვენესუელელ ხალხს განუცხადა, რომ სურს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის დამანგრეველი მიწისძვრების შემდგომი აღდგენის პროცესში.

ლევან მაჭავარიანი

01 ივლისი 2026, 18:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს - ქართველებს ხელისუფლებაში ის პარტია არ აწყობთ, რომელიც გარედან იმართება

ამ აგენტურულ ძალებს და პერსონებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება და პრივილეგია აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

01 ივლისი 2026, 18:31

საზოგადოება

შიო მესამემ 202-ე, უსინათლო და მცირემხედველთა საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო

202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივლისი 2026, 18:26

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო პერიოდში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობით უკმაყოფილება ბევრი მიმართულებით ისმის

ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არის ამაზე წუხილები და საუბრები, რომ უფრო მეტს აკეთებს ბრიუსელი ვიდრე მას ამის უფლებამოსილება აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მინიჭებული,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირზე საუბრისას.

ფრიდრიხ მერცი

01 ივლისი 2026, 18:20

მსოფლიო

მერცი: ნატოს სამიტზე უკრაინისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაა საჭირო

მომავალ კვირას ნატოს სამიტზე გერმანია მხარს დაუჭერს ევროპელი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ახალ ვალდებულებებს.

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივლისი 2026, 18:17

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც ასახულია. ეს მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან

ეს ძალიან სპეკულაციური ნარატივია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და აზრსაც მოკლებულია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოპონენტების ბრალდების საპასუხოდ, თითქოს საქართველომ საგარეო ვექტორი შეიცვალა.

ლევან მაჭავარიანი

01 ივლისი 2026, 18:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობაზე: დრო გავიდა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად თანაბრად მოქმედებს ეს ყველაფერი. ვიხილეთ სასამართლოს განაჩენები ჩვენი და რადიკალების მომხრეების მიმართაც. ეს ყველაფერი მუშაობს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე

„დრო გავიდა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად თანაბრად მოქმედებს ეს ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პოლიტიკური გემოვნების არის ადამიანი. ვიხილეთ სასამართლოს განაჩენები ჩვენი მომხრეების მიმართაც, რადიკალების მომხრეების მიმართაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი მუშაობს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთ ნაბიჯი, იმისთვის რომ საქართველოში ფაშიზმი, რომელიც წლების განმავლობაში გარედან ფინანსდებოდა, დასრულდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივლისი 2026, 18:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ იმას, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვის არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის

ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ იმას, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი იმას, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვის არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივლისი 2026, 18:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი - სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები, საქართველოს სჭირდება პარტნიორობები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა სისტემასა და ქვეყანასთან

საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

01 ივლისი 2026, 18:00

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

კირ სტარმერი

01 ივლისი 2026, 17:58

მსოფლიო

კირ სტარმერი: ძალიან ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს

დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია.

01 ივლისი 2026, 17:50

მსოფლიო

Reuters: რუსეთი საწვავის დეფიციტის გამო ინდოეთიდან ბენზინის იმპორტს იწყებს

რუსეთმა ინდოეთიდან საზღვაო გზით ბენზინის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სელინ დიონი „ევროვიზიაზე“

01 ივლისი 2026, 17:35

კულტურა

კანადა 2027 წლის ევროვიზიაში მიიღებს მონაწილეობას

კანადისთვის გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი CBC/Radio-Canada ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) სრულუფლებიანი წევრი გახდა. აქამდე მას მხოლოდ ასოცირებული წევრის სტატუსი ჰქონდა.

01 ივლისი 2026, 17:30

სამართალი

სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის სასამართლოებმა რამდენიმე საქმე განიხილეს

საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ ქარჩავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხი ათასი ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

კაროლ ნავროცკი

01 ივლისი 2026, 17:24

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში უკრაინის რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს ესკალაციური ნაბიჯი უწოდეს

პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის ადმინისტრაცია უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ესკალაციური ნაბიჯი.

01 ივლისი 2026, 17:24

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს.

თეა წულიკიანი

01 ივლისი 2026, 17:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი

„ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

01 ივლისი 2026, 17:10

რეგიონი

რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში, კიდევ ერთი სრულად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N31 საბავშვო ბაღმა, სააღმზრდელო პროცესი დღეიდან, საზაფხულო ბაღში აღსაზრდელების მიღებით დაიწყო.