ევროკომისიის წარმომადგენლები საქართველოში ორგანოთა გადანერგვის პროცესს შეაფასებენ
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
თბილისში ორგანოთა გადანერგვის შესახებ კონფერენცია გაიხსნა.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ტრანსპლანტოლოგიის მიმართულებით ევროდირექტივების იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს ევროკომისიის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მისია და ხორვატიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ნაციონალური კოორდინატორი, ევროსაბჭოს ექსპერტი, მირელა ბუსიკი ეწვივნენ.
ვიზიტი ითვალისწინებს ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი გარემოს შეფასებას ევროდირექტივებთან თავსებადობის კუთხით და სამოქმედო გეგმის მომზადებას ევროდირექტივებთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისათვის.
კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ გახსნა.
2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 18 ივლისს.
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულია მთელი რიგი დირექტივების იმპლემენტაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში.
კონფერენცია 5-დღიანია და მასში ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 17:30
მსოფლიო
POLITICO: აშშ-ს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს
გამოცემა POLITICO წერს, რომ შეერთებულ შტატებს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს.
03 აპრილი 2026, 17:26
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძემ და ლიკა შარტავამ სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს შეხვდნენ და ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
03 აპრილი 2026, 17:13
ეკონომიკა
საქართველოსა და სომხეთს შორის ტექნოლოგიურ სფეროში პარტნიორობა გრძელდება - ერევანში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა
რეგიონული ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ჯობავა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის მოადგილეს, რუბენ სიმონიანს შეხვდა.
03 აპრილი 2026, 17:11
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკას ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია.
03 აპრილი 2026, 17:04
საზოგადოება
4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში დახვდებათ იაპონურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; ანიმეების გამოფენა; იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება; ორიგამის, შოდოს მასტერკლასი. ასევე, შესრულდება იაპონური ცეკვები.
03 აპრილი 2026, 16:55
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.
03 აპრილი 2026, 16:45
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელისაშვილი მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
03 აპრილი 2026, 16:33
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 16:30
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რომლის რეალიზაცია სხვადასხვა დროს განახორციელა.
03 აპრილი 2026, 16:19
საზოგადოება
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.
03 აპრილი 2026, 15:47
მსოფლიო
ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო მისი პილოტი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 15:41
საზოგადოება
კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება
ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.
03 აპრილი 2026, 15:41
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
03 აპრილი 2026, 15:40
პოლიტიკა
კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით
არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
03 აპრილი 2026, 15:39
საზოგადოება
კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი
გუშინ რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
03 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე
სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
03 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს
შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.
03 აპრილი 2026, 15:26
საზოგადოება
თბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 15:22
ჯანდაცვა
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.
03 აპრილი 2026, 15:16
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს
არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.


