imedi /  09 ივნისი 2019, 17:53 / სანდო წყარო

საქართველოში ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევების პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ნასა

„მომავალ წელს, 2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკის და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა გახდება ახალი დიალოგის საფუძველი, თუ როგორ შეუძლია საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი როლი შეიტანონ კოსმოსური კვლევების გლობალური დღის წესრიგში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ვაშინგტონში, მარიამ ჯაში კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას (ISDC) დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) და კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS). კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ერისიონის ახალი თაობის - ანსამბლ „ჩაკრულოს” კონცერტი.

„დღემდე უსაზღვროდ საამაყოა 40 წლის წინ ქართული სიმღერის კოსმოსში მოხვედრის ისტორია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ კოსმოსურ კვლევებზე მომუშავე ამერიკელ მეცნიერებთან“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ. 

ვაშინგტონში წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებში მოღვაწე მეცნიერებთან გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ქართული მხარის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიზნით. 

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს ქართულ საკვირაო სკოლასა და დიასპორის წარმომადგენლებთან.

ყველა სიახლე

27 მაისი 2026, 01:24

მსოფლიო

აიათოლა მოჯთაბა ხამენეი: რეგიონის ქვეყნები და ტერიტორიები ამერიკული ბაზებისთვის ფარად აღარ გამოდგებიან

აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის პლაცდარმად აღარ გამოდგებიან.

27 მაისი 2026, 00:33

მსოფლიო

ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა

ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეშ“ დარღვევაში დაადანაშაულა და ისლამური რესპუბლიკის დაცვის პირობა დადო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ირანულ სარაკეტო გამშვებებსა და კატარღებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

27 მაისი 2026, 00:06

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ისრაელი ლიბანში სტრატეგიულ ზონებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ლიბანში ქვეყნის გაფართოებული სახმელეთო ოპერაციების შესახებ კომენტარი გააკეთა.

26 მაისი 2026, 23:13

პოლიტიკა

ოპოზიციის აქციაზე აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ოპოზიციის აქციაზე აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე ადამიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოხდა.

ანდრეი სიბიგა

26 მაისი 2026, 23:12

პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები

პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

26 მაისი 2026, 22:53

მსოფლიო

Reuters: ნატო თავისი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას გააძლიერებს ახალი სტრუქტურით, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში ლატვიასა და ესტონეთში ძალების სწრაფ განლაგებას შეუწყობს ხელს

ნატო თავისი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას გააძლიერებს ახალი სტრუქტურით, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში ლატვიასა და ესტონეთში ძალების სწრაფ განლაგებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 მაისი 2026, 22:52

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს

ლაშა გეგეჭკორი

26 მაისი 2026, 22:38

პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი ოპოზიციურ ალიანსს: 1 თვე ემზადებოდით და 4 000 ხართ. არ მოვმზადებულვართ და ოჯახის სიწმინდის დღეს ასიათასობით გამოვედით. ჩვენ მომზადება არ გვჭირდება. ვიცით, როდის და სად უნდა გავიდეთ

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში “ოპოზიციური ალიანსის” აქციას ეხმიანება და წერს, რომ 1 თვე ემზადებოდნენ და 4 000 არიან.

26 მაისი 2026, 22:23

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გიორგი სოსიაშვილი

26 მაისი 2026, 22:04

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციისთვის მიუღებელია ტრადიციები, ეკლესია, სარწმუნოება და ამ ყველაფერს ებრძვიან

ეს რადიკალებისთვის დამახასიათებელი ამბავია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის თავის შეურაცხყოფაზე საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მაისი 2026, 21:54

პოლიტიკა

ზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

გივი მიქანაძე

26 მაისი 2026, 21:45

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ის ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ჯავიდ გურბანოვი

26 მაისი 2026, 21:44

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ბაქო-თბილისის მატარებელზე: შესანიშნავი მატარებელია შესანიშნავი პირობებით - ეს განავითარებს კავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის

ყველას გილოცავთ, ეს არის შესანიშნავი მოვლენა, მას 6 წლის განმავლობაში ველოდით, - განაცხადა მედიასთან აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ჯავიდ გურბანოვმა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისის შესახებ, რომელიც დღეს შესრულდა.

26 მაისი 2026, 21:20

საზოგადოება

ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი, „თავისუფლების თამაშებში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება და ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, - ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:08

რეგიონი

აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

26 მაისი 2026, 21:07

საზოგადოება

თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, 26 მაისს ქალაქ ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით შექმნილი შემეცნებით - გასართობი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:01

მსოფლიო

POLITICO: ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს

ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:01

საზოგადოება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 მაისი 2026, 20:59

პოლიტიკა

მმართველი გუნდი ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მაშინ ხელისუფლებაში,ის პოლიტიკოსებიც იყვნენ, ვინც ახლა ოპოზიციაშია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს აქციის სისხლიანი დარბევა და ის მოვლენები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარ ხალხს მოუწყო.

26 მაისი 2026, 20:56

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ფოთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.