Imedi /  03 ოქტომბერი 2018, 10:57 / სანდო წყარო

ბახტაძე: საგადასახადო საკითხებთან მედიის თავისუფლების დაკავშირება უპასუხისმგებლობაა

მამუკა ბახტაძე ომეგა ჯგუფი

მამუკა ბახტაძე

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მას კიდევ ერთხელ ჰკითხეს "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით. ბახტაძის განცხადებით, საგადასახადო საკითხებთან მედიის თავისუფლების დაკავშირება "სრული უპასუხისმგებლობაა".

მამუკა ბახტაძის განცხადებით, "ომეგა ჯგუფმა", რომლის საქმეც თამბაქოს წარმოებას ეხება, გადასახადები ისევე უნდა გადაიხადოს, როგორც ნებისმიერმა ეკონომიკურმა აგენტმა. ამასთან, პრემიერმა თქვა, რომ სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს, რომელიც "ომეგა ჯგუფის" შესახებ აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტია, "ომეგა ჯგუფის" საკითხზე არასდროს შეხვედრია.

ბახტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ის თუ რატომ დაუგროვდა ომეგას ამ რაოდენობით ვალი.

"მეგობრული მიდგომა არის ნებისმიერი ქართველი დამსაქმებლის მიმართ. ვერ ნახავთ საქართველოში მეწარმეს, რომლის მიმართაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომ არ ეძლევა მეწარმეს საშუალება, დაფაროს გარკვეული გრაფიკით ან ვადით ესა თუ ის საგადასახადო დავალიანება ისე, რომ არ შეუქმნას პრობლემები სამუშაო ადგილებს. ჩვენთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება ან მისი ზრდა", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ლევან ყიფიანმა 2 ოქტომბერს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

პირველი ჩანაწერი რამდენიმე კვირის წინ "იბერიას" ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც "ომეგა ჯგუფია". არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.   

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული სკანდალის ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური. ის ჩანაწერს ცრუს უწოდებს და „ომეგას“ საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

პატივისა და ღირსების შელახვისთვის სამართლებრივ დავას აპირებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

"იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

14 სექტემბერს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა. 17 სექტემბერს კი ის პროკურატურაში გამოკითხეს. 

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 04:20

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ ამაღამ ვუტევთ და ვანადგურებთ მათ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან არის დაკავშირებული - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მთლიანად გავაკონტროლებთ მას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, აშშ ჰორმუზის სრუტეს გააკონტროლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანთან ომი „ძალიან სწრაფად“ მიიწევს წინ, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების მის მიერ ნავარაუდევმა ვადებმა უკვე გადაიწია.

14 ივლისი 2026, 03:44

მსოფლიო

CNN: ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის (IRIB) ცნობით, ორშაბათს ირანმა ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 03:37

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით ირანთან კონფლიქტში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს „იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით“ ირანთან კონფლიქტში და ამასთანავე, რეგიონში მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა დაასახელა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 ივლისი 2026, 01:59

მსოფლიო

POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება

უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.

14 ივლისი 2026, 01:48

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 01:28

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.

14 ივლისი 2026, 00:15

მსოფლიო

ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს

სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 00:04

მსოფლიო

CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.

იულია სვირიდენკო

13 ივლისი 2026, 23:53

მსოფლიო

იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა

უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

13 ივლისი 2026, 22:46

მსოფლიო

The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 22:37

მსოფლიო

Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა

უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 22:18

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.

13 ივლისი 2026, 21:38

საზოგადოება

უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.

ვლადიმირ პუტინი

13 ივლისი 2026, 21:36

მსოფლიო

The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

13 ივლისი 2026, 21:25

რეგიონი

სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.

13 ივლისი 2026, 21:23

მსოფლიო

მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია

ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.

კაია კალასი

13 ივლისი 2026, 21:16

მსოფლიო

კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება

მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

13 ივლისი 2026, 21:16

სამართალი

პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.

13 ივლისი 2026, 21:07

ეკონომიკა

13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.

დონალდ ტრამპი

13 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.