პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზებაზე ჩანაწერი ბრიტანულმა გამოცემამაც გამოაქვეყნა
დღეს გავრცელებული ჩანაწერები პირველი არ არის, რომელშიც ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი. სატელევიზიო არქივში ინახება 45-წუთიანი ჩანაწერი, რომელიც წლების წინ ბრიტანულმა Sunday Times-მა გამოაქვეყნა.
გამოცემის ცნობით, პატარკაციშვილის მკვლელობას საქართველოს ძალოვანი უწყების თანამშრომლები ჩეჩენ დაქირავებულ მებრძოლს უკვეთავდნენ. ფარულ ჩანაწერში ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვინმე გია და ჩეჩენი მებრძოლი უვაის ახმადოვი ესაუბრებიან.
სამინისტროს თანამშრომელი, რომელზეც საჯაროდ ითქვა, რომ ის მასტერა, იგივე გია დგებუაძე იყო, თანამოსაუბრეს უხსნის, თუ როგორ უშლის ხელს პატარკაციშვილი ხელისუფლებას.
დაქირავებულ ჩეჩენ მებრძოლებზე საუბარი ახალ ჩანაწერებშიცაა.
მთავარი პროკურატურის ცნობით, „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, იპოვეს შსს-ს აუდიოჩანაწერები, რომლებიც 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება. ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადმოიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი. ამასთან ჩანაწერებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.
ერთი ჩანაწერის მიხედვით, გიორგი დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის წევრთან ლაპარაკისას ზურაბ ჟვანიასაც ახსენებს.
ქარდავა და შიუკაშვილი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალს არ აღიარებენ. ორივე ბრალდებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან.
რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს, ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში 2016 წლის მარტში განხორციელდა.
გიორგი დგებუაძე მსჯავრდებულია 2006 წლის 12 იანვარს, კუდ-ის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, "ნავთლუღის" ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.
2016 წელს, გია დგებუაძეს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: იყო ძიება და კვლევა ჩემი პოლიტიკური განცხადებების შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა ე.წ. ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები და დაფინანსების წყაროები
დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული და დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მიყვანას რომელიც მოემსახურება უცხო ქვეყნების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
14 ივლისი 2026, 17:27
მსოფლიო
უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ
უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ. პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
14 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
14 ივლისი 2026, 17:18
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძე 2000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძის საქმე განიხილა. კვამლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
14 ივლისი 2026, 17:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.
14 ივლისი 2026, 17:07
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა ესკალაციას მიმართოს
„ის შეეცდება დაიპყროს სხვა ადგილი, სხვა ხალხი და კვლავ დახოცოს ადამიანები“, - განმარტა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა ომში უფრო მეტი ქვეყნის ჩათრევაც სცადოს.
14 ივლისი 2026, 16:24
საზოგადოება
წეროვანსა და გოროვანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში - წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 16:20
საზოგადოება
ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს.
14 ივლისი 2026, 16:19
ეკონომიკა
FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
14 ივლისი 2026, 16:00
საზოგადოება
Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა
პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).
14 ივლისი 2026, 15:51
პოლიტიკა
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს" ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა.
14 ივლისი 2026, 15:39
მსოფლიო
ბულგარეთმა უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიცია“ დატოვა
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ კოალიციაში, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას ითხოვს. ამ კონფლიქტის გადაჭრა მდგომარეობს არა მის სამხედრო საშუალებებით გაჭიანურებაში, არამედ ძლიერ დიპლომატიურ მისიაში, რომელიც ბოლოს მოუღებს ესკალაციას“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.
14 ივლისი 2026, 15:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში თავიდან ავირიდოთ გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა
მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
14 ივლისი 2026, 15:24
პოლიტიკა
პრემიერი: როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის
როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმში.
14 ივლისი 2026, 15:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“ მრავალფუნქციურია თავისი დანიშნულებით, მისი მთავარი მიზანია ადამიანებზე ზრუნვა, მადლობა ყველას, ვინც არის ამ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი, განსაკუთრებული მადლობა მეუფე დიმიტრის
ძალიან დიდი საქმეა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც დღეს საჯაროდ, ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. ეს არის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა
დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებთან.
14 ივლისი 2026, 15:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, ეს დოკუმენტი გვაძლევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას
სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:05
მსოფლიო
Українська правда: იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩობაზე უარი თქვა
გამოცემის წყაროების თქმით, სვირიდენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს გადადგომის შემდეგ. „მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს. გადაწყვეტილებას სექტემბრამდე მიიღებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.
14 ივლისი 2026, 14:38
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს.


