აუდიოჩანაწერი: რა მეთოდებს განიხილავდნენ სააკაშვილის დავალებით პატარაკაციშვილის მოსაკლავად
ფოტო: shutterstock.com
მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, საქმეში არსებული აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, კერძოდ, მკვლელობის მომზადების შესახებ კუდის მაღალჩინოსნების საუბარი.
პროკურატურის ინფორმაციით, 2007 წლის 5 თებერვლის ჩანაწერში ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირია ჩაწერილი, რომელსაც კუდის მაშინდელი მაღალჩინოსნები გიორგი დგებუაძე (მეტსახელად „მასტერა“), რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი ესწრებიან.
ჩანაწერის თანახმად, პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის მოსაკლავად შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს.
2007 წლის 5 თებერვლის ჩანაწერში, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზაზე, კერძოდ, ბიზნესმენის ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად, ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან.
საუბარში ასევე ისმის, რომ მათ პატარკაციშვილთან დაკავშირებული პირების სატელეფონო საუბრების მოსმენა სურთ, რისთვისაც შესაბამისი ქმედებები უნდა განახორციელონ. საუბარში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ასევე ამბობენ, რომ მიზნის მისაღწევად პატარკაციშვილის შვილის მოტაცება რომ დასჭირდეთ, უნდა მოიტაცონ:
„გიორგი დგებუაძე: ბიჭო ეხლა ჩვენ ვიფიქროთ რა, აი ვთქვათ, გაზი შევუშვათ რა.
გიორგი მერებაშვილი: გაზი? როგორი?
გიორგი დგებუაძე: მე ისიც ვერ მითხრა ეხლა დათამ რა სახის მოწამვლა იქნებაო.
ლევან ქარდავა: არა აქვსო, რაც გინდათ, მარა ჩვენ გვინდა. ეხლა იმან, დათას დღეს რა უთხრათ იცი ჩვენ? კაროჩე დაგვაკავშიროს იმას, ვინც გვაძლევს ამ იმას რა და იმან უნდა.
გიორგი დგებუაძე: რა ვარიანტზე ვიმუშაოთ რა.
ლევან ქარდავა: ხო, ჰო რა.
გიორგი დგებუაძე: კაროჩე, ხო შეიძლება, ვთქვათ საწოლში ოთახში ძილის დროს შეაგდო რაღაცა რა და პროსტა?
ლევან ქარდავა: მაგას ვიძახი, სუნთქვით რო დაიღუპოს
რევაზ შიუკაშვილი: არა, ოთახში იქ, როცა ოთახში იქნება და როცა ეძინება, იქ დაცვა იდგება.
ლევან ქარდავა: არ იყოს თუ გინდა, არ იყოს კაცო, დალაგების პონტში ააკარი რა
რევაზ შიუკაშვილი: ხო, აი ეგ, მოსულა, სანამ ეგ არ არის იქ.
გიორგი დგებუაძე: ისა, იმას აქ პროსტა, იცი რა, აი მაგალითად?
რევაზ შიუკაშვილი: ხო, ვიცი რა შეიძლება.
გიორგი დგებუაძე: და აი რუჩკაზე წაუსმევდი, ხელს მოკიდებდი და ორ სამ დღეში იბრიდებოდა თუ გინდა ორ საათში.
რევაზ შიუკაშვილი: ნუ ვსიო, დედა ქონდა მოტ...
ლევან ქარდავა: აუ რა მაგარია ჩემი ბოზიშ... ვიყო
გიორგი დგებუაძე: ამან გინდა თუ არა საჭმელი, საჭმელიო მარა
რევაზ შიუკაშვილი: რთულია მასე, ძალიან რთულია. უშუალოდ გადიხარ პოვარზე და მერე დედას უტყნ...
გიორგი დგებუაძე: ეხლა უყურე რა ხდება, მე ეჭვი მეპარება, რო ისეთი მომწამვლელი გვქონდეს ჩვენ, აი რასაც ჩვენ
ლევან ქარდავა: რო არ დარჩეს, ხო?
გიორგი დგებუაძე: არა, რო არ დარჩეს კი არა, აი ეგეთი რო ასანთი და რაღაც რა.
ლევან ქარდავა: და იქნება, შანსი არაა.
რევაზ შიუკაშვილი: ჩეჩნებს ჰქონდათ. აი სადმე ან ფეხსაცმელში რო ჩაუსხა რაღაც კოსტიუმში მიუსხა. ხო უწესრიგებს ვიღაცა?
გიორგი დგებუაძე: ესე იგი შენ, შენ ჩამოყალიბდი რა, ჩვენ გვინდა ყველა დამლაგებელი, დამლაგებლებიც გვაწყობს საძინებლის და არა მარტო საძინებლის, კაბინეტის.
კაბინეტის დამლაგებლები კაროჩე, საძინებლის დამლაგებლები, კუხნის დამლაგებლები“, - ისმის კუდის მაღალჩინოსნების აუდიოჩანაწერის ფრაგმენტში, რომელიც 17 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, იპოვეს შსს-ს აუდიოჩანაწერები, რომელიც 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება. ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადმოიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი. ამასთან ჩანაწერებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 17:44
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო
გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო
02 სექტემბერი 2026, 17:37
მსოფლიო
კიევში დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა
უკრაინული მედია და თვითმხილველები იუწყებიან, რომ კიევის დესნიანსკის რაიონში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, ინციდენტი შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ერთ-ერთი მებრძოლის გაუჩინარებას უკავშირდებოდეს.
02 სექტემბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.
02 სექტემბერი 2026, 17:33
სამართალი
გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.
02 სექტემბერი 2026, 17:26
მსოფლიო
ესტონეთის ახალ პრეზიდენტად იულე მადიზე აირჩიეს
51 წლის იულე მადიზე იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაში, სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მთავარ კონტროლიორად, პრეზიდენტის იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა, 2015 წლიდან კი იუსტიციის კანცლერის თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის ბოლოს ის ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.
02 სექტემბერი 2026, 17:16
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპირისპიროდ - „ქრონიკამ“ ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და შფოთვით აშლილობაზე საუბრობს
ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გამოქვეყნებულ განცხადებაში ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, პასუხს ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი სცემს.
02 სექტემბერი 2026, 17:13
მსოფლიო
გერმანიამ ლაიფციგში დივერსიის მოწყობაში რუსეთი დაადანაშაულა
გერმანიამ, რუსეთი დივერსიის მოწყობაში დაადანაშაულა, საქმე 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში დრონების აღმოჩენას ეხება. ინციდენტზე ერთობლივ რეაგირებას დღეს ირლანდიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ.
02 სექტემბერი 2026, 17:09
მსოფლიო
რუსული იერიშის შედეგად კიევში უნივერსიტეტის შენობა დაზიანდა
კიევზე რუსული იერიშის შედეგად ერთ-ერთი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმა დღისით მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში მეცადინეობები მიმდინარეობდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია - დარტყმის მომენტში სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლის პერსონალი თავშესაფარში იმყოფებოდნენ, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ უნივერსიტეტზე განხორციელდა თავდასხმა, თუმცა მედიის ცნობით, ეს კვების ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტია.
02 სექტემბერი 2026, 17:00
მსოფლიო
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, Pegasus-მა რუსეთში რეისები გააუქმა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ Pegasus-მა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეისები გააუქმა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკომპანიამ მგზავრებს განუმარტა, რომ რეისის შესრულებას თურქული მხარე კრძალავს.
02 სექტემბერი 2026, 16:46
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
02 სექტემბერი 2026, 16:42
კულტურა
ანსამბლ „მართვეს“ მოსამზადებელ ჯგუფებში მოსწავლეთა მიღება დაიწყო
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მოსამზადებელ ჯგუფებში.
02 სექტემბერი 2026, 16:33
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
02 სექტემბერი 2026, 16:29
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.
02 სექტემბერი 2026, 16:29
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი ღარიბაშვილს: იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით
მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით, - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე.
02 სექტემბერი 2026, 16:09
ეკონომიკა
საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა
საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების თაობაზე.
02 სექტემბერი 2026, 16:07
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში - 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა
„ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნანა ჟორჟოლიანს “სუნიან გოიმს” და “41 ნომერ კალოშს” უწოდებს და მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-ნახვების სტატისტიკას აკრიტიკებს.
02 სექტემბერი 2026, 15:56
კულტურა
კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი ამ ექსპონატებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიხილავთ
კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალას ადგილზე გაეცნო.
02 სექტემბერი 2026, 15:45
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების წესი დაამტკიცა
სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მუდმივი და გამჭვირვალე მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალი წესი დაამტკიცა. წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 15:29
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ხორცის გადამმუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისში, შპს „ველდან მით ფექტორი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქუჩა N184), ხორცის წარმოება-გადამუშავების ობიექტი შეამოწმეს.
02 სექტემბერი 2026, 15:00
ეკონომიკა
საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime: მოსალოდნელია, რომ პორტი შუა დერეფნის, ანუ ევროპის, ცენტრალური აზიისა და მის მიღმა არსებული რეგიონების დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე გახდება
საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე წერს, სადაც დაღრმავებითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტატიის თანახმად, Jan De Nul-მა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ტალღმტეხელის, შესასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობისთვის ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები დაიწყო.


