imedi /  27 იანვარი 2020, 17:35 / სანდო წყარო

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ორმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

პატარკაციშვილის მკვლელობა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქემზე კუდის ყოფილ მაღალჩინოსნები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულების აღკვეთზე იმსჯელა, თუმცა ახალი ფაქტობრივი გარემოებების არქონის გამო, პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე ორმა ბრალდებულმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა ბრალდების მტკიცებულებები უდაოდ ცნეს და დანაშაულის ორგანიზებაში ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე ამხილეს. 4 ბრალდებულს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის განზრახ უკანონო დაკავება.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებული ორი ბრალდებულის მხრიდან აღიარებითი ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2006-2007 წლებში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები, ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე ახორციელებდნენ უკანონო მოქმედებებს ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების განზრახვით. ამ უკანონო მოქმედებებში დახმარებაზე უარი განაცხადა ურეკის იმჟამინდელმა უფროსმა ჯემალ შამათავამ, რომელიც სამაგალითოდ დასაჯეს. მოგეხსენებათ, ეს პირი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 9 წლის განმავლობაში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დამცველი ადვოკატების მხრიდან დაყენებული შუამდგომლობა მოვისმინეთ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდებოდა ამ ორ ბრალდებულს. მათი მთავარი არგუმენტაცია ის გახლდათ, რომ ეს პირები დანაშაულს აღიარებენ და შესაბამისად, საქმეზე მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას უდავოდ ხდიან. თუმცა, ბრალდების მხარე მოცემულ გარემოებას არ დავეთანხმეთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთია, პოზიცია რაც დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა და მათმა დამცველმა ადვოკატმა დააფიქსირეს, თუმცა, საქმეზე წარმოდგენილია მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. ეს პირი გახლდათ მთავარი ორგანიზატორი 2006-2007 წლებში ბადრი პატარკაციშვილის მიმართ წარმოებულ უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით. ამ პირის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი საქმე განიხილება, რაც უკვე უშუალოდ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებას ეხება. ორივე ბრალდებული დარჩა პატიმრობაში, ორმა ბრალდებულმა ხელი უშუალოდ დაადო დავალების გამცემ პირს, ასევე შემსრულებლად თავიანთი თავიც მოიაზრეს და ორგანიზატორად დაასახელეს ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე. გარდა აღნიშნულისა, მათი ჩვენებებით დეტალურად იქნა აღწერილი ის უკანონო მოქმედებები და მოტივი, თუ რატომ უნდა გაკეთებინათ და რატომ უნდა ემუშავათ პატარკაციშვილის წინააღმდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი გარემოება, ისევე როგორც ამ კონკრეტული ბრალდების საქმეზე, რაც ჯემალ შამათავას უკანონო პატიმრობას უკავშირდება, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა იმ ძირ საქმეზე, რაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს ეხება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ

2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ, ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

ამ საქმის ფარგლებში, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებას ედავებიან. ამასთან, ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

დიდ ბრიტანეთში პატარკაციშვილის ცხედარს ექსპერტიზა 14 დღე უტარდებოდა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2026, 15:21

სამართალი

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

მინისტრი დაცვის პოლიციისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.

12 აპრილი 2026, 14:39

საზოგადოება

გივი მიქანაძე ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულ მაია ბართაიასთან ერთად, ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 აპრილი 2026, 14:34

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მეუფე შიო

12 აპრილი 2026, 14:32

საზოგადოება

მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.

გიორგი კახიანი

12 აპრილი 2026, 14:25

პოლიტიკა

გიორგი კახიანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა - დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში

საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. გარკვეული თვალსაზრისით წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთში, მედიასთან.

დავით მათიკაშვილი

12 აპრილი 2026, 14:13

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 06:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენ წარმოვადგენთ დამკვირვებლებს, მოვიარეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, დავაკვირდით ხმის მიცემის პროცესს და აქამდე არსებული ვითარება არის წყნარი და მშვიდი, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.

12 აპრილი 2026, 14:06

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა ამომრჩეველთა თითქმის 40%-მა უკვე დააფიქსირა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 11:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე 37.98%-მა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წლების არჩევნებზე - 2022, 2018 და 2014 წლებში.

ირაკლი მეზურნიშვილი

12 აპრილი 2026, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.

ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 13:24

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. უნგრეთში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც უნდა დავიცვათ. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში

„უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასეულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად, არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში“, - აღნიშნა ორბანმა.

ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 13:02

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა - ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი და ავირჩიოთ მშვიდობა

„ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა შეუძლებელია. ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს. ეს უნგრეთია. ამაყი ერი“, - წერს ორბანი.

12 აპრილი 2026, 12:55

პოლიტიკა

უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა უბანზე აკვირდება

დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.

12 აპრილი 2026, 12:06

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება

ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. მაშინ იმავე პერიოდში უბნებზე 139 667 ამომრჩეველი (1,82%) გამოცხადდა. წელს აქტივობის ზრდამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უკვე 120 889 ადამიანი შეადგინა.

12 აპრილი 2026, 12:04

საზოგადოება

დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.

12 აპრილი 2026, 11:49

საზოგადოება

გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

დონალდ ტრამპი უმცროსი და ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს

„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში: ვიმედოვნებთ, რომ ხმას მისცემთ დამოუკიდებელ აზროვნებას და იმას, ვინც მხარს უჭერს პრინციპს - „ჯერ უნგრეთი“. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს“, - წერს ტრამპი.

12 აპრილი 2026, 11:20

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა და პიტერ მადიარმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 07:00 საათისთვის 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

12 აპრილი 2026, 11:20

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.

ისმაილ ბაღაი

12 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი: არავინ ელოდა, რომ აშშ და ირანი შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ

„რა თქმა უნდა, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მივაღწევდით. ასეთი მოლოდინი არავის ჰქონია“, - აღნიშნა ბაღაიმ.

12 აპრილი 2026, 10:56

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ოჯახთან ერთად, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

ლევან იოსელიანი

12 აპრილი 2026, 10:52

საზოგადოება

ლევან იოსელიანი: საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, ვულოცავ ამ რწმენის, იმედისა და სიყვარულის ზეიმს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.