imedi /  17 მაისი 2019, 21:46 / სანდო წყარო

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დაიკითხა

პატარკაციშვილი

ბიზნესმენ, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს დაცვის სამსახურის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დაიკითხა. ბესიკ ნადირაძემ სხდომაზე დაადასტურა, რომ კუდის თანამშრომლები მას სისტემატურად უკავშირდებოდნენ და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებზე კონკრეტული ინფორამციის მიღებას სთხოვდნენ.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე არსებული გამოძიების ვერსია დღეს მოწმემაც დაადასტურა. საქმის პროკურორმა განმარტა, რომ ინფორმაციის შეგროვების მთავრი მიზანი, სწორედ ბიზნესმენის მკვლელობა იყო.

საქმეზე ბრალებულები არიან ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი, გიორგი დგებუაძე და გიორგი მერებაშვილი. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებას ედავებიან.

გასული წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

ამასთან, ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

დიდ ბრიტანეთში პატარკაციშვილის ცხედარს ექსპერტიზა 14 დღე უტარდებოდა.სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 12:44

COVID19

ავთანდილ თალაკვაძე: გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7100 თანამშრომელი სრულ მზადყოფნაშია

„ახალი სამუშაო დღე. როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჩვენი იმედი აქვს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7100 თანამშრომელი სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ თალაკვაძემ თავის facebook გვერდზე დაწერა.

კალიფორნიის პოლიცია

10 აპრილი 2020, 12:42

COVID19

აშშ-ში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სამედიცინო ნიღბების 300 დოლარად გაყიდვას ცდილობდა

აშშ-ში პოლიციამ დააკავა კალიფორნიელი კაცი, რომელიც სამედიცინო ნიღბების 300 დოლარად გაყიდვას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციის განყოფილების Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. კაცი, რომელსაც საგანგებო სიტუაციის დროს ფასების ხელოვნურად ზრდას ედავებიან, სასამართლო პროცესამდე გათავისუფლებულია.

10 აპრილი 2020, 12:42

COVID19

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შიდა ქართლში 7 ადამიანი დააჯარიმეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის დარღვევისთვის, შიდა ქართლში, 7 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ისინი ძირითადად 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. გორის მასშტაბით ყველა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე პირველადი თერმოსკრინინგი გუშინ 7,000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.

10 აპრილი 2020, 12:36

COVID19

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა სპეცრეისით სომხეთიდან საქართველოს 2 მოქალაქე ჩამოიყვანა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, COVID-19-ით დაინფიცირდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ისინი მკურნალობის გასაგრძელებლად სამშობლოში დააბრუნა.

10 აპრილი 2020, 12:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 786 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10 აპრილის მონაცემებით, რუსეთის 57 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 1 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ჯამში, ქვეყნის 82 რეგიონში ინფიცირების 11 917 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 76 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან რატიანი

10 აპრილი 2020, 12:27

COVID19

ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტიდან, 33-ს მწვავე პნევმონია აქვს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტიდან, 33-ს მწვავე პნევმონია აქვს, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ორი პაციენტის კოვიდინფექციაზე ტესტირების პასუხი უარყოფითია და ისინი კლინიკას რამდენიმე საათაში დატოვებენ.

10 აპრილი 2020, 12:19

COVID19

აშშ-ის სამედიცინო დაზვერვის ეროვნული ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ისინი უხანში კორონავირუსის შესახებ თეთრ სახლს ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდნენ

აშშ-ის სამედიცინო დაზვერვის ეროვნული ცენტრი უარყოფს ტელეკომპანია ABC News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდნენ თეთრ სახლს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდებოდა.

10 აპრილი 2020, 12:11

COVID19

აჭარაში დაინფიცირებული ბებია და შვილიშვილი თბილისში გადმოჰყავთ

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზრდა. აქედან ექვსი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი თურქეთიდან გადმოიყვანეს. ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ის ბებიასთან ერთად, რომელსაც ასევე კორონავირუსი აქვს, თბილისში გადმოყავთ. ახალი შემთხვევებიდან 70 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, აქვს სხვა თანხმები დაავადებებიც.

კორონა

10 აპრილი 2020, 12:09

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ლევან რატიანი

10 აპრილი 2020, 11:53

COVID19

მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან კიდევ ერთი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება და იგი კლინიკას რამდენიმე საათაში დატოვებს.

10 აპრილი 2020, 11:49

COVID19

იემენში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

იემენში, ჰადრამუტის პროვინციაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გაერო და უფლედამაცმველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ პანდემიამ ქვეყნისთვის შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოუტანოს.

10 აპრილი 2020, 11:38

COVID19

ე.წ. ქობულეთის კლასტერს 6 ახალი შემთხვევა დაემატა

ნინო ნიჟარაძის თქმით, ეს პირები ბათუმში მდებარე კლინიკა „მედალფალში“ უკვე გადმოჰყავთ. „გუშინ მოვიძიეთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტირებული პირი. ესენი არიან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები, ოჯახური კონტაქტები და არა სამედიცინო პერსონალი. მათგან 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში 8 ადამიანს აუღეს და 6 შემთხვევა დადასტურდა“- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დავით ვასაძე

10 აპრილი 2020, 11:35

COVID19

მეან-გინეკოლოგი: ორსულთა მონიტორინგი კარდიოტოპოგრაფიის მეშვეობით ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი

ორსულთა მონიტორინგი კარდიოტოპოგრაფიის მეშვეობით ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ მეან-გინეკოლოგმა და რადიოლოგმა დავით ვასაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ორსულობის მართვა დისტანციურად. სახლიდან გაუსვლელად, ამ აპარატის მეშვეობითაა შესაძლებელი. ონლაინ რეჟიმში კი ექიმს შეუძლია ორსულის მგომარეობა აკონტროლოს.

მელანია ტრამპი

10 აპრილი 2020, 11:33

COVID19

ამერიკის პირველი ლედი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ხალხს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. ვიდეო

მელანია ტრამპმა საკუთარ twitter-ზე სტატუსი გამოაქვეყნა და ყველას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია ერთმანეთისგან და პირბადეები გამოიყენონ. მელანია პირველია ტრამპების ოჯახიდან, ვინც სახალხოდ გამოიყენა პირბადე და ხალხს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა. როგორც მელანიამ აღნიშნა, პირბადეების გამოყენება საჭიროა სახალხო თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა მარკეტები და აფთიაქები. ამის მიუხედავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პირბადის ტარებას, რადგან მისი აზრით ეს არაპრეზიდენტულია.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

10 აპრილი 2020, 11:31

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 49 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„49 სინჯი იქნა გუშინ გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში, ყველა პასუხი უარყოფითია. ამჟამად ხდება პაციენტების დისლოკაცია, შესაბამისი სტაციონარების მიხედვით. ეს პაციენტები გაეწერებიან და ახლები იქნება მიღებული. შესაბამისად, სხვებს ავუღებთ ანალიზებს“, – განაცხადა ბექაიამ.

10 აპრილი 2020, 11:31

საზოგადოება

დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა. ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს.

10 აპრილი 2020, 11:25

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სომხეთში დაინფიცირებული სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლი მოათავსეს

მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „დაავადების დაახლოებით მეცხრე, მეათე დღეა. შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში თუ არ არის დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყებათ ხოლმე გამოჯანმრთელება. ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია, ალბათ დარჩება სტაბილური მდგომარეობა და გამოჯანმრთელებაც დადგება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

10 აპრილი 2020, 11:19

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან დედა-შვილი გადაჰყავთ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან დედა-შვილი გადაჰყავთ. მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა. ამ დროისთვის კლინიკაში 11 პაციენტია მოთავსებული. 55 წლის ქალი თერჯოლიდან გვიან ღამით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ პნევმონია აღენიშნებათ. დღეს გამოჯანმრთელებაზე ორ ადამიანს ტესტი ჩაუტარდება და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

ბოჭორიშვილის კლინიკა

10 აპრილი 2020, 11:14

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი 6 წლის ბავშვია

კლინიკაში ამჟამად 16 პაციენტი მკურნალობს. 2 მათგანი არის დედა-შვილი, 40 წლის ქალი და 6 წლის ბავშვი, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მესამე შემთხვევა უკავშირდება ეროვნულიო ბანკის კლასტერს.

10 აპრილი 2020, 11:05

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 52 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 52 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 410 მოქალაქე რჩება.