ფაქისო მოჩოჩოკო: ჰააგაში აგვისტოს ომის გამოძიება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია
ფაქისო მოჩოჩოკო
ფოტო: 1tv
ჰააგის სისხლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენელი ფაქისო მოჩოჩოკო სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოძიება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან თავისუფალია. ამის შესახებ მან 1tv.ge-ს კითხვის პასუხად განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის თემაზე ურთიერთბრალდებები და დაპირისპირებები იქონიებს თუ არა გამოძიების პროცესზე გავლენას ან იქნება თუ არა მასალებზე თანდართული.
"ეს არაა პოლიტიკური ინსტიტუტი, ამიტომ, რაც საქართველოში ხდება პოლიტიკურად, ეს მხოლოდ ხალხის საქმეა. ჩვენი გამოძიების პროცესზე არაფერი მოახდენს გავლენას, რადგან გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს ეყრდნობოდეს. პროცესი თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან, რაც შესაძლოა საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. მტკიცებულებები, რასაც მოვიპოვებთ, იმაზეა გათვლილი, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთოს და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ რას აკეთებდა ომში. ჩვენი საქმე ინდივიდუალურ კრიმინალურ პასუხისმგებლობას ეხება, ამიტომ ვეძებთ ფაქტებსა და მტკიცებულებებს კონკრეტულ ინდივიდებზე, პოლიტიკური განცხადებები არაა რელევანტური ჩვენი მიზნებისთვის", – თქვა ფაქისო მოჩოჩოკომ.
როგორც მან თბილისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა, გამოძიების დასრულების შესახებ ჯერჯერობით ვერ გააკეთებს განცხადებას. მოჩოჩიკოს განცხადებით, აგვისტოს ომის თემაზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივა.
პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რაც უკვე მოვაგროვეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ამავდროულად, ვხვდებით მოწმეებს და ვამოწმებთ მიღებულ ინფორმაციას, ჩვენ მივდივართ წინ და ეს გამოძიებაც მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, თუ, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები ამის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა ფაქისო მოჩოჩოკომ.
ფაქისო მოჩოჩოკო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებს ძალისხმევას, რათა გამოძიების პროცესში რუსეთის ჩართვა უზრუნველყოს, თუმცა ჯერ უშედეგოდ.
"სამწუხაროდ, რუსეთი არაა ჩართული გამოძიების პროცესში, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარწმუნოთ ისინი, რათა ჩვენთან ერთად იმუშაონ. მაგრამ გამოძიება რუსეთის გარეშეც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა მათთან ერთად მუშაობა, რომ მოგვეგროვებინა ყველა სახის მტკიცებულება ორივე მხრიდან, მაგრამ თუ ამის ნება არ არის, მაშინ გავაგრძელებთ ძალისხმევას და ვიმუშავებთ იმ ინფორმაციით, რასაც მოვაგროვებთ", – აღნიშნა ფაქისო მოჩოჩოკომ.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ რამდენიმე დღის წინ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან ამონაწერი წარადგინა. ბაქრაძის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები არის საშიში და ზიანის მომტანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 00:15
მსოფლიო
ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს
სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.
14 ივლისი 2026, 00:04
მსოფლიო
CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.
13 ივლისი 2026, 23:53
მსოფლიო
იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა
უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
13 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:37
მსოფლიო
Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა
უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:18
რეგიონი
მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.
13 ივლისი 2026, 21:38
საზოგადოება
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.
13 ივლისი 2026, 21:36
მსოფლიო
The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს
წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
13 ივლისი 2026, 21:25
რეგიონი
სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.
13 ივლისი 2026, 21:23
მსოფლიო
მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია
ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.
13 ივლისი 2026, 21:16
მსოფლიო
კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება
მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13 ივლისი 2026, 21:16
სამართალი
პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.
13 ივლისი 2026, 21:07
ეკონომიკა
13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.
13 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.
13 ივლისი 2026, 21:00
ეკონომიკა
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირდაპირი ფრენები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით.
13 ივლისი 2026, 20:56
ეკონომიკა
საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულში - ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა. ანგარიშს ევროპარლამენტის კვლევითი სამსახური აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა - ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს აღიარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ლარის გამყარების შედეგია.
13 ივლისი 2026, 20:42
მსოფლიო
„ახლა სიკვდილის დრო არ არის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია მისაღები“ - გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს ლინდსი გრემის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ნათქვამ სიტყვებს
სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც გასულ შაბათს მოულოდნელად გარდაიცვალა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი კვირები საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების ამბიციური გეგმისთვის ნიადაგის მომზადებას დაუთმო, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
13 ივლისი 2026, 20:38
ეკონომიკა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი დაიწყო - 150 მლნ. დოლარის ინვესტიცია გამტარუნარიანობას გააორმაგებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ავიაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი და მასშტაბური პროექტი იწყება. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი გამტარუნარიანობას გააორმაგებს.
13 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
კაია კალასი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ - რას ნიშნავს ევროპელი მაღალჩინოსნის ღია განცხადება და როგორ აფასებს გზავნილს „ქართული ოცნება“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დემოკრატია ამომრჩევლის ნების პატივისცემასაც ნიშნავს- ეს საქართველოს პირველმა დიპლომატმა ევროპელ მაღალჩინოსანს შეახსენა. კაია კალასმა ღიად თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არ სურს.
13 ივლისი 2026, 20:30
პოლიტიკა
ტერორიზმი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და ALDE-ს დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ALDE-ს წარმოადგენს. „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრია „ლელო“, რომლისთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ტერორიზმი პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.


