imedi /  26 ოქტომბერი 2018, 12:27 / სანდო წყარო

ივანიშვილი ოქუაშვილზე: ბიზნესმენი ცდილობს დააშანტაჟოს ხელისუფლება, რაც არ გაუვა

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს "ომეგა ჯგუფის" საქმესა და ტელეკომპანია "იბერიაზე" ილაპარაკა.

ივანიშვილის ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვედრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მაჭავარიანი ვერ არწმუნებდა ოქუაშვილს, რომ დავალიანება გადაეხადა. მისივე თქმით, მათ „ლამის ერთმანეთისკენ“ გაიწიეს.

“სამწუხაროა, როდესაც ტელევიზია იხურება ქვეყანაში. ტელევიზია დაიხურა და ჟურნალისტებს არ უხდიან ხელფასს. რა თქმა უნდა, ეს მძიმეა. ყოფილი ხელისუფლების დროს მთლიანი მედია მონოპოლიზირებული იყო და ბიზნესს აშანტაჟებდა. ახლა ხდება პირიქით, ბიზნესმენი ცდილობს დააშანტაჟოს ხელისუფლება, რაც არ გაუვა. ყველა გადაიხდის იმას, რაც კანონით ეკუთვნით. 11-ჯერ გაუკეთეს რესტრუქტურიზაცია. ხვალ რომ დაიწყოს გადახდის პროცესი, ხვალვე გაუგრძელებენ და კიდევ ეთანამშრომლებიან. არ მიიღეებს ხელისუფლება მხედველობაში რაღაც ჩანაწერებს, რაც იკადრა ბიზნესმენმა, მოიქცეს ისე, როგორც ეკადრება კანონს და ეკუთვნის ბიუჯეტს.

ჟურნალისტების ადგილზე, დავსვამდი კითხვებს, როგორ მოახერხა ამ კომპანიამ ხელისუფლებასთან თემების დალაგება მაშინ როცა, ამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა დავალიანების არგადახდა და ეს ვალები იყო მუდმივად ზრდადი და არა კლებადი. ჩემი აზრით, ეს კითხვა უფრო ლეგიტიმურია. როგორც ვიცი, მას კიდევ აქვს სხვა ბიზნესი. დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს არის სამშენებლო, თუ მანქანების ბიზნესი.

ეს კაცი არ არის ღარიბი. იმასაც თუ გავიხსენებ, რაზეც დადიოდნენ ჩემთან ის და ლევან ყიფიანი, რამხელა პროექტს ვაკეთებდი, როგორ დახმარებას ვუწევდი. ნაცვლად იმისა, რომ ეს ბიზნესი განვითარებულიყო საქართველოში, მან საკმაოდ ძვირად გაყიდა გარეთ. ეს კაცი არ არის ღარიბი. ეს არ არის ჩემი ფული. კეთილი ინებოს და დავალიანება გადაიხადოს. პენსიონერებს პენსია სჭირდებათ, ჯარს ხელფასი და ა.შ. ეს არის ბიუჯეტის ფული. ამ საკითხზე სხვანაირი დამოკიდებულების უფლება აქვს კი ხელისუფალს? მე აქ უფრო მეტი კითხვები მიჩნდება.

თანავუგრძნობ „იბერიას“ ჟურნალისტებს. მე ეს ორჯერ მაქვს გაკეთებული, მე სხვა ხელწერით გავაკეთე, მაგრამ ეს ხელწერაც არ იყო ლამაზი. მე ხელფასი გადავუხადე, წინმსწრებად გავაფრთხილე ყველა, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ეს ძალიან ცუდია. ძალიან ცუდად მიხსენებენ ჟურნალისტები და თქვენც შემახსენეთ ახლა, სანამ დაიწყებოდა გადაცემა. მე ამაზე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. არ არის კარგი, როდესაც დააფუძნებ და მერე დახურავ. როგორ კულტურულად და წესების დაცვითაც არ უნდა მოიქცე, ეს ძალიან ცუდია. ამ შემთხვევაში კიდევ ძალიან ცუდია, როგორც თქვენ შემთხვევაში განვითარდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

16 ოქტომბერს გაირკვა, რომ "იბერიას" ახალი ამბების გამოშვება ეთერში ვეღარ გავა.

ყველა სიახლე

11 მარტი 2026, 01:50

მსოფლიო

ისრაელური გამოცემა Ynet: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში არსებული ეიფორია იმედგაცრუებამ და პესიმიზმმა შეცვალა, რადგან როგორც ჩანს, რეჟიმი ინარჩუნებს სტაბილურობას

ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში არსებული ეიფორია იმედგაცრუებამ და პესიმიზმმა შეცვალა, რადგან როგორც ჩანს, რეჟიმი ინარჩუნებს სტაბილურობას, - წერს ისრაელური გამოცემა Ynet-ი.

11 მარტი 2026, 01:19

პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს - ვიზიტის მიზანს დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკურ სპექტრს შორის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, - ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

11 მარტი 2026, 00:56

სპორტი

ქართველმა პარასპორტსმენებმა თბილისში პარაძალოსნობის 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართა პარაძალოსნობაში. ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 12 მედალი: ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

11 მარტი 2026, 00:55

მსოფლიო

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კონსტანტინე პეტრიაშვილი
გიორგი გოგრიჭიანი
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი

11 მარტი 2026, 00:46

სპორტი

თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა - კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბრინჯაო კონსტანტინე პეტრიაშვილმა 97 კგ, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი 57 კგ, გიორგი გოგრიჭიანმა კი 79 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

დონალდ ტრამპი

11 მარტი 2026, 00:15

მსოფლიო

ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას.

10 მარტი 2026, 23:57

მსოფლიო

CNN: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:42

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად

თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად“.

10 მარტი 2026, 23:29

მსოფლიო

CNN: ფასების ზრდის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ

ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილა რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხი - ეს არის ენერგომატარებლებზე იმ მზარდ ფასებთან ბრძოლის გადაუდებელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია, - განუცხადეს CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:21

მსოფლიო

CNN: თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას, - განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

10 მარტი 2026, 23:16

მსოფლიო

Apple-მა რუსეთში „ჭკვიანი საათების" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა

სასაქონლო ნიშნის „Connect to Apple Watch“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. განმცხადებლად მითითებულია კომპანია "Apple Inc."

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:55

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი

ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მაია ბითაძე

10 მარტი 2026, 22:50

პოლიტიკა

მაია ბითაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ რაოდენ სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამოგზაუროდ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელება შეაფასა.

დავით ქართველიშვილი

10 მარტი 2026, 22:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის გაერთიანებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ალიანსის პარტნიორები მალე აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს და კარიერისტებს უწოდებდნენ.

თორნიკე ჭეიშვილი

10 მარტი 2026, 22:37

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ირანული გავლენების თემაზე განცხადებების ავტორებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში როგორღაც საქართველოც აღმოჩნდეს გარეული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების თემაზე და ტერორიზმის კონტექსტში გაკეთებულ საჯარო განცხადებებს აფასებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გია ხუხაშვილზე: ჩვენ გვყავს მოლაპარაკე თავების მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და ამ ცუდი ამბების თანამონაწილე გახადონ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვაზე ისაუბრა.

ფაიგ ნაბიევი

10 მარტი 2026, 22:26

საზოგადოება

ფაიგ ნაბიევი: ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს

ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, - განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.

ეტიბარ ემინოვი

10 მარტი 2026, 22:24

საზოგადოება

ეტიბარ ემინოვი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.

10 მარტი 2026, 22:12

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

10 მარტი 2026, 22:08

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.