სერგეენკო: მედიკამენტური მკურნალობა სარეიტინგო ქულების მიხედვით დაფინანსდება
დავით სერგეენკო
ფოტო: ანი ბერუკაშვილი
საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში ცვლილებების თანახმად, მედიკამენტები იმ ადამიანებისთვისაც უფასო იქნება, ვისი სარეიტინგო ქულაც 70 000-დან 100 000-მდეა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო განაცხადა. აქამდე ცნობილი იყო, რომ მედიკამენტებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ მიიღებდნენ მხოლოდ სოციალურად დაუცველები და მარტოხელა პენსიონერები.
"ჯგუფი უკვე განსაზღვრილია. სოციალურად დაუცველი კატეგორიების გარდა ეს პრივილეგია გავრცელდება 70 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ჩვენს მოქალაქეებზე", - ამბობს მინისტრი.
დავით სერგეენკომ შრომის ინსპექციის გაძლიერების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებზე გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმადაც შრომის ინსპექციას სავარაუდოდ კომპანიებში გაუფრთხილებლად შესვლის და შემოწმების უფლება ექნება. "შრომის ინსპექცია შედარებით ახალგაზრდა სფეროა, მხოლოდ შარშან წლის დასაწყისში დაფუძნდა და ზოგჯერ მათგან მცდარი მოლოდინებიც არის ხოლმე. ის ცვლილებები რაც ახლა ხორციელდება, იყო გაწერილი ჯერ კიდევ დაფუძნების დროს. ამიტომ ეს ცვლილებები მიდის გრაფიკის მიხედვით,"- განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, კერძო ბიზნესს შრომის ინსპექციის მიმართ უმეტესობას ნეგატიური მოლოდინები და შიშები ჰქონდა. "თუმცა ისინი ამ პერიოდში დარწმუნდნენ, რომ ეს არ არის რაღაც სადამსჯელო ორგანიზაცია,"-დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 17:12
მსოფლიო
დასავლეთ ევროპაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა
დასავლეთ ევროპაში რეკორდულად ცხელი ივნისის თვე იყო. ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში ტემპერატურა ივნისში საშუალო მაჩვენებელს 9 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა.
21 ივლისი 2026, 17:12
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რათა სამგზავრო გადაზიდვების პარალელურად სატვირთო გადაზიდვებიც გაიზარდოს და განვითარდეს.
21 ივლისი 2026, 17:05
მსოფლიო
ჯორჯია მელონიმ ბოლონიაში პოლიციის მიერ დაკავებისას მაროკოელი ბიზნესმენის დაღუპვის გამოძიება მოითხოვა და პოლიციის საწინააღმდეგო პროტესტზე ძალადობა დაგმო
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მაქსიმალური გულდასმით დადგინდეს. სიმართლე უნდა გაირკვეს, ყოველგვარი მიკერძოებისა და დანდობის გარეშე. ისინი კი, ვინც გადაწყვიტა ეს ინციდენტი ქალაქის დარბევის, სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ძალადობის გავრცელების საბაბად გამოეყენებინა... სიმართლეს კი არა, კონფლიქტს ეძებდნენ“, - მიიჩნევს მელონი.
21 ივლისი 2026, 16:58
მსოფლიო
წყალდიდობას ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა
ავღანეთის ნურისტანის პროვინციაში ძლიერი წყალდიდობის დროს 20 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 100 ადამიანი. წყალდიდობამ ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები და ხიდები.
21 ივლისი 2026, 16:51
ეკონომიკა
ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 16:30
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის გ.მ. წარმოება „თბილისური“ (მისამართი: სერგი ჯიქიას ქუჩა N28).
21 ივლისი 2026, 16:14
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა.
21 ივლისი 2026, 16:07
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, ახლაც, პირველ ხუთ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს
საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.
21 ივლისი 2026, 16:00
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის პირველი სამი რეისი 95% დატვირთულობით შესრულდა, რაც ახალ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი მზარდია და საქართველოს მიმართულებით მაღალი ინტერესით გამოირჩევა. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა, რომელიც თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს.
21 ივლისი 2026, 15:44
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 15:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. იმედი მაქვს, ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთობების პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა
პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობების, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
21 ივლისი 2026, 15:13
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ
„წელს პირველად დაემატა დოქტორანტების სტიპენდიის კომპონენტი. აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
21 ივლისი 2026, 15:03
ტექნოლოგიები
რობოტებმა ცოცხალ ცხოველს ოპერაცია პირველად ჩაუტარეს
Gizmodo-ს ცნობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Surgie-ს სისტემა ღორზე გამოცადეს. რობოტებმა ცხოველს ნაღვლის ბუშტი ლაპაროსკოპიის მეთოდით ამოკვეთეს. ექსპერიმენტების მსვლელობისას, ერთ სცენარში ანდროიდი ქირურგთან წყვილში მუშაობდა, ხოლო მეორეში ორი რობოტი შეთანხმებულად მოქმედებდა. ორივე შემთხვევაში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ღორები გადარჩნენ.
21 ივლისი 2026, 14:49
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების“' ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს
,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სოციალურ ქსელში აფასებს.
21 ივლისი 2026, 14:46
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 14:25
მსოფლიო
ირანის იერიშების შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედრო დაშავდა
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ესკალაციის შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედროა დაშავებული. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 14:23
მსოფლიო
Telegraph: ბრიტანეთი და გერმანია თავდაცვითი თანამშრომლობის „ოქროს ეპოქაში“ შეაბიჯებენ
გამოცემის ინფორმაციით, გერმანია და გაერთიანებული სამეფო იმედოვნებენ, რომ 2034 წლისთვის ექნებათ მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ვლადიმერ პუტინის სამხედრო მარაგების განადგურებას შეძლებენ.
21 ივლისი 2026, 14:21
სამართალი
პროკურორი კახეთის სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე: ყველა მიმართულებით ამომწურავად ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც კი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები და გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა
ყველა გამოკითხული პირის მოწოდებული ინფორმაციით, დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზე ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს, - განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა ბექა ნათელაურმა კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო პროცესის შემდეგ.
21 ივლისი 2026, 14:20
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძe: აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია
აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, აღნიშნული ინიციატივის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
21 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინაში კიდევ 4 ბავშვი დაშავდა
უკრაინის ქალაქ სუმში რუსულმა დრონებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ცენტრი დააზიანა. დაშავდა 6 ადამიანი მათ შორის 4 ბავშვია. რუსული თავდასხმის გამო, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამშენებლო მასალებს გაუჩნდა.


