imedi /  19 ნოემბერი 2018, 18:21 / სანდო წყარო

შს მინისტრი პარლამენტში ამ კვირაში მივა

გიორგი გახარია პარლამენტში

გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში პარლამენტში მივა. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ირაკლი კობახიძეს გახარიას შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჰკითხა, რომელიც დაინტერესდა როდის დაიგეგმება „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რეკომენდაციების საკითხს შეეხება.

კობახიძის თქმით, გახარიას მისვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

11 ნოემბერს ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ძალოვანმა უწყებებმა ხორავას ქუჩის საქმეზე რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინონ. 

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ყველა სიახლე

13 სექტემბერი 2024, 12:15

პოლიტიკა

„ჩვენთვის უმთავრესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა - „ქართული ოცნების“ დელეგატმა ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ასპინძის მოსახლეობასთან გრძელდება. "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალციხის-ბორჯომის-ასპინძის და ადიგენის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ასპინძის სოფლების: თოკის, ვარგავის, საროს, ნიჯგორისა და ივერიაშის მოსახლეობას შეხვდა.

13 სექტემბერი 2024, 12:08

პოლიტიკა

პრემიერი: ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი - თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება

ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი - ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო-ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნები წარიმართება უპრეცენდეტო გარე ჩარევის ფონზე, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა - ვისმენთ ათასგვარ მუქარას, შანტაჟს, ერთადერთი მიზეზით - ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი

წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედეტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა და რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას, რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას

„რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას. რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას, არავითარი ფასი არ აქვს. როდესაც კრიტიკა არის აბსოლუტურად უსამართლო, როცა არის სრული უსამართლობა, რა თქმა უნდა, არაფერს აქვს მნიშვნელობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

ლევან იოსელიანი

13 სექტემბერი 2024, 11:53

საზოგადოება

სახალხო დამცველმა ქალთა პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

2024 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე რუსთავის #5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია“.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:50

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე ჯიმ რიშის განცხადებაზე: აშშ-ის კონგრესი ჩვენთვის სამაგალითო ინსტიტუცია იყო, დღეს ამ ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია

აშშ-ის კონგრესი იყო ჩვენთვის სამაგალითო ინსტიტუცია წლების მანძილზე და დღეს ამ უმნიშვნელოვანეს და ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის ძალიან გულსატკენია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სენატორ რიშის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სენატორმა რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული პოლიტიკიდან, ჩვენი დაპირებაც ეს არის

რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან, მგონი ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვას.

მარიამ ქვრივიშვილი

13 სექტემბერი 2024, 11:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: აქტიურად განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან

ჩინეთი გამორჩეულად საინტერესო, ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, დივერსიფიკაციის პოლიტიკისთვის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად ჩინეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით და განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა რომელიც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ავიაკომპანიების - Hainan Airlines-ის, Capital Airlines-ის და Sichuan Airlines-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

13 სექტემბერი 2024, 11:43

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

13 სექტემბერი 2024, 11:40

რეგიონი

ფოთის მერი: ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას

ქალაქ ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები.

13 სექტემბერი 2024, 11:34

რეგიონი

შუქრუთის აქციის რადიკალური ჯგუფის წევრები, რომელთაც კომპენსაციები უკვე მიღებული აქვთ, ისევ თანხას ითხოვენ

შუქრუთის აქციის რადიკალური ჯგუფის წევრები, რომელთაც კომპენსაციები უკვე მიღებული აქვთ, ისევ თანხას ითხოვენ. ტრანზაქცია საბანკო ანგარიშების ამონაწერებით დასტურდება. ჯამში, 281 შუქრუთელზე გაცემულია 13 მილიონ ლარამდე კომპენსაცია.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:34

პოლიტიკა

პრემიერი: იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება. დღეს ეს ვითარება აღარ არის, დღეს ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ქვეყანაში

„მიზანი ის არის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად ვერც ერთი ასეთი განხილვა, ვერც ერთი ასეთი აქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოებისა არჩევანზე. ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. თქვენ გახსოვთ, იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება აღარ არის. დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, რაც არის ტყუილი - რქაწითელზე ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს, საფერავის ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე

ვრცელდება ვიდეორგოლები, სადაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, არის ტყუილი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან ნიკოლეიშვილი

13 სექტემბერი 2024, 11:31

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ტომით ქართველის, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლის, აგენტ ეკა გიგაურის გამოსვლის ტექსტს თუ გადახედავთ, მარტივად მიხვდებით თუ როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის დასმენა საუკუნეების განმავლობაში

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურის გამოსვლას, სოციალურ ქსელში ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, სადაც გიგაური ამბობს, რომ ერთხელ უკვე ააშენეს საქართველოში დემოკრატია.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:31

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: მთავრობის ოპონენტებს არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე. როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს

„14 მილიარდი მართლა არსად არ არსებობს. რეალურად, თუ ავიღებთ ჩვენი ზომის, ეკონომიკის კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაახლოებით 500 მილიონ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური მხარდაჭერა. 14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ. თავიდან ავრცელებდნენ კიდევ ერთ ტყუილ დაპირებას - 500 ევრო პენსია, რაც იყო ასევე ჩვეულებრივი ტყუილი და იმდენად უხეში ტყუილი იყო, რომ თვითონვე წაიღეს უკან ეს დაპირება რამდენიმე დღეში. პენსიის ზრდა არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდაზე და ვინც ოდნავს ერკვევა ეკონომიკაში, შეიძლება დაბეჯითებით დაგვეთანხმოს იმაში, რომ 500 ევრო პენსია არის ჩვეულებრივი ტყუილი, რასაც ისინი აწვდიდნენ საზოგადოებას. ასეთი ტყუილებით, ეს ადამიანები ფონს ვერ გავლენ. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას ერთდროულად თან ამბიციურ და თან განხორციელებად დაპირებებს და გეგმებს, ამას იხილავს საზოგადოება პირველ ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა წარადგენს საარჩევნო პროგრამას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გივი მიქანაძე

13 სექტემბერი 2024, 11:30

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ვინ მისცა ეკა გიგაურს მანდატი იმისა, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს შეერთებული შტატების ასეთ მაღალი რანგის ორგანოში?

ვინ მისცა ეკა გიგაურს მანდატი იმისა, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს შეერთებული შტატების ასეთ მაღალი რანგის ორგანოში?,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

ირაკლი კირცხალია

13 სექტემბერი 2024, 11:30

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ბატონი ჯიმ რიში ამერიკის შეერთებული შტატები არ არის - მისი დამოკიდებულება და განცხადებები შეურაცხმყოფელია

ბატონი ჯიმ რიში ამერიკის შეერთებული შტატები არ არის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

რატი იონათამიშვილი

13 სექტემბერი 2024, 11:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გამოჩნდა, რომ სენატორი რიში თურმე ზევიდან უყურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ნებას

„ჩვენ ვნახეთ ცრუ დასმენისა და ღალატის აქტი ქალბატონი გიგაურის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, სენატორ რიშის შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ის თურმე ზევიდან უყურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ნებას. გვექნება შესაბამისი პასუხი. ამ პასუხს 26 ოქტომბერს ეს ადამიანები ძალიან მტკიცედ და ძლიერად ნახავენ და ან ბოდიშს მოუხდიან ჩვენს ქვეყანას, ან მოუწევთ იმის აღიარება, რომ ძალიან დიდ შეცდომებს სჩადიოდნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 11:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სიღარიბის დაძლევა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში 2030 წლისთვის შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მონაცემების განულებას

სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა - ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი; ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე - სიღარიბის განულება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.