imedi /  06 ივნისი 2018, 15:30 / სანდო წყარო

მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნა

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. რიგგარეშე სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭი უყარეს, რომელსაც მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. 

კომისია 17 წევრისგან შედგება:

9 წარმომადგენელი "ევროპულ საქართველოს" ჰყავს; 6 - "ქართულ ოცნებას"; 1 - "პატრიოტთა ალიანსს", 1  – „პატრიოტთა ალიანსს“.   კომისიაში ასევე არის დამოუკიდებელი მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კომისიაში შესვლაზე უარი თქვა.

კომისიის თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძეა.

კომისიის წევრები არიან: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, არჩილ თალაკვაძე, ადა მარშანია, სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატის და უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

დარგობრივი კომიტეტი

25 მარტი 2019, 14:03

ეკონომიკა

რომან კაკულიას კომიტეტმა განბაჟების ლიმიტის გაზრდაზე „ევროპელების“ ინიციატივას მხარი დაუჭირა

ინიციატივა გულისხმობს საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას, დღს განბაჟების ლიმიტი 300 ლარია. ლიმიტის გაზრდას მთავრობა არ ეთანხმება. მთავრობის პოზიციით რთულია იმის ადმინისტრირება არის თუ არა ნივთი პირადი მიზნებისთვის გამოწერილი.

25 მარტი 2019, 13:40

სპორტი

უცხოურმა მედიამ ჯანო ანანიძე გმირად გამოაცხადა 👏

23 მარტს, „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრისას ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. შვეიცარიელმა გონება დაკარგა. სანამ შერს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, მასთან ჯერ ჯანო ანანიძემ მიირბინა, რომელმაც შვეიცარიელს ენა დაუჭირა, რათა მას ენა არ გადაეყალაპა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

25 მარტი 2019, 13:14

ძალოვნები

კაცი, რომელმაც ლიფტში ქალს 55 ჭრილობა მიაყენა, სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო

"აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, გ.ჩ.-მ ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ქალს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის 4 გულმკერდის არეში. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაჭრილის გადარჩენა მოხერხდა,"- წერია განცხადებაში.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 13:12

საქართველო

ბაქრაძე: ხელისუფლების კანდიდატების უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას

კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები ოპოზიციამ გააკეთა. "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატის უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას. რომან გოცირიძის თქმით კი, კანდიდატების ვინაობას აზრი აქვს.

ლარი კოენი

25 მარტი 2019, 13:03

კულტურა

ლარი კოენი გარდაიცვალა

ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. კოენი საშინელებათა ჟანრში მუშაობდა. ის ცნობილი ფილმების, „მანიაკი პოლიციელი“, „ის ცოცხალია“ და „საშინელებათა ოსტატები“ რეჟისორია.

25 მარტი 2019, 12:59

კულტურა

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ცნობილი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სახელწოდებით Schubert, ფრანგული კლასიკური მუსიკის ჩარტს ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შემსრულებელი ავრცელებს.

ლადო კახაძე

25 მარტი 2019, 12:59

საქართველო

ლადო კახაძე: ჩემთვის დიდი პატივია ქალაქის გამორჩეული და ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა

მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო კახაძის განცხადებით, მას "ქართულ ოცნებაში" ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი ჰყავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კანდიდატების დასახელების შემდეგ განუცხადა. ლადო კახაძის თქმით, მისთვის პატივია ამ კანდიდატად წარდგენა.

ჯანდაცვის სამინისტრო

25 მარტი 2019, 12:58

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: გაფიცვის გამო ბენეფიციარები არ დაზარალდებიან

"ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 12:49

საქართველო

სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს სწავლებას გაეცნო და დაჭრილ ქართველ სამხედროებს შეხვდა

სტოლტენბერგთან და მის დელეგაციასთან ერთად ცენტრში პრემიერი მამუკა ბახტაძეც იყო. მათ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. სტოლტენბერგი ასევე შეხვდა ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად 17 მარტს გაიხსნა.

მეგან მარკლი

25 მარტი 2019, 12:44

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა საორსულო ტანსაცმელზე 7-ჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე ქეით მიდლტონმა

ჯამში ამერიკელმა პრინცესამ $500,000 მხოლოდ სამოსში გადაიხადა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მეგანი და ჰარი ბავშვს ელოდებიან, მარკლი 75-ჯერ გამოჩნდა საჯაროდ და ყოველ ჯერზე - ახალი სამოსით. გარდა ამისა, ის უპირატესობას ცნობილი დიზაინერების ტანსაცმელს ანიჭებს.

ბრიტნი სპირსი
სემ ასგარი

25 მარტი 2019, 12:38

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსს მამა შეყვარებულზე დაქორწინებას უკრძალავს

37 წლის ბრიტნი სპირსი და 25 წლის სემ ასგარი სამი წელია, ერთმანეთს ხვდებიან. მომღერალს დაქორწინება სურს, თუმცა ამის წინააღმდეგ ბრიტნის მამა გამოდის. ამის შესახებ ტაბლოიდური გამოცემა Hollywoodgossip-ი წერს.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 12:34

საქართველო

პრეზიდენტი: სტოლტენბერგთან ჩემი მთავარი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი სამხედროები ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

ერეკლე ბადურაშვილი

25 მარტი 2019, 12:25

კულტურა

რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა

ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე "ხიდი" მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა. ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის იყო. ეროვნული კინოცენტრი რეჟისორის ახლობლებსა და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

თამარ ჩუგოშვილი

25 მარტი 2019, 12:21

საქართველო

ჩუგოშვილი: პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრება 100 დღეში 35%-ით გაიზარდა

პარლამენტი ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღის შემაჯამებელ შედეგებს წარადგენს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რეგლამენტის ამუშავებიდან 100 დღის შემდეგ პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა.

25 მარტი 2019, 11:57

ტაბლოიდი

მოსწავლეებმა ქართული ფულის თემაზე კონკურსში 100-ლარიანის ნიმუშები შექმნეს. ფოტოკოლაჟი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებული შემოქმედებითი ღია კონკურსიც "საქართველოს ეროვნული ბანკი 100" სწორედ ამ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა.

ვლადიმერ პუტინი
დონალდ ტრამპი

25 მარტი 2019, 11:52

მსოფლიო

რას ამბობენ აშშ-ში გამოძიების შედეგებზე, რომელმაც ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ დაამტკიცა

ორწლიანი გამოძიების შედეგებმა, ამერიკის შეერთებული შტატები ორად გაჰყო, - სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ აღმოაჩინა. თეთრი სახლი და „რესპუბლიკური“ პარტია ტრამპის აბსოლუტურ გამარჯვებას ზეიმობს, ხოლო „დემოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ გამოძიების დასკვნები ნაჩქარევია და პრეზიდენტის იმპიჩმენტის იდეაზე უარს არ ამბობენ.

25 მარტი 2019, 11:38

ტექნოლოგიები

მეცნიერები: თითოეული ჩვენგანი ცოტათი დელფინია

მკვლევრების თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თვალების დახუჭვის და ენის წკლაპუნის შემდეგ შეუძლიათ მიხვდნენ, ამოძრავდება თუ არა ნივთი, რომელიც მათგან ერთი მეტრის დაშორებითაა. მაგრამ ვის დასჭირდება ეს და ადვილია თუ არა ამის სწავლა?!

ქართული ოცნება

25 მარტი 2019, 11:27

საქართველო

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები წარადგინა

ზუგდიდში მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება, მარნეულში ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე. რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის ოლქს, აქ კენჭს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე იყრის.

იენს სტოლტენბერგი მამუკა ბახტაძე

25 მარტი 2019, 11:20

საქართველო

ნატოს გენმდივნისა და პრემიერის პრესკონფერენციის მთავარი გზავნილები

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, რომ გაითხოვოს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ, ასევე, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.

სოციალური მუშაკი

25 მარტი 2019, 11:05

საქართველო

ბათუმში გაფიცული სოცმუშაკი ამბობს, რომ მას სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.