პარლამენტთან თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით აქცია იმართება
თემირლან მაჩალიკაშვილი
ფოტო: facebook
თბილისში, პარლამენტის შენობასთან თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით აქცია იმართება. აქციაში მაჩალიკაშვილის მშობლები, ასევე შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე მონაწილეობენ. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„25 ნოემბერს არის თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე, მის პატივსაცემად ვმართავთ აქციას. ამასთან ერთად, ხელისუფლებას კიდევ შევახსენებთ, რომ აქ ვართ და ყურადღება მოგვაქციონ. სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ. რაღაც საეჭვოა, ამ ხელისუფლებამ რამე ნაბიჯი გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან მოხდა. ასევე, ჩემი შვილის მკვლელებსაც ხელისუფლება აფარებს ხელს.ეს 3 თვე, რაც გარეთ ვარ გამოსული, არავისთან კონტაქტი არ მაქვს, არავინ გვეხმიანება, არავინ არაფერს გვეუბნება. ამათ ვაიძულებთ იმას, რომ პასუხისგებაში მისცენ ჩვენი შვილების მკვლელები, ან ვაიძულებთ, რომ სახლში წაბრძანდნენ. 2 დეკემბერს არის დათუჩას წლისთავი, მე არაფერი მაქვს ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი, ხალხი თუ რამეს დაგეგმავს, არ ვიცი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
დღეს თემირლან მაჩალიკაშვილი 20 წლის გახდებოდა.
ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევია, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა,რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არა ერთხელ გამართეს საპროტესტო აქციები, მათ შორის ბოლო რამდენიმე კვირის წინ პანკისში ჩატარდა.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 09:14
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
13 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.
13 აპრილი 2026, 09:09
მსოფლიო
„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს
ოპოზიციონერ პიტერ მაგიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
13 აპრილი 2026, 08:57
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 08:55
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.


