„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ტელეკომპანიის მფლობელებს დაუპირისპირდა
ვახო ხუზმიაშვილი
ფოტო: facebook
ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი არხის მფლობელებს დაუპირისპირდა, ბრალს სდებს თანამშრომლებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და შრომითი უფლებების დარღვევაში. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"ამოვიდა ყელში! ამდენი თვეა დავდივარ და ზაზა ოქუაშვილს ვამართლებ და ვიცავ ყველგან და ამ კაცს ერთხელაც არ მოვუკითხივართ. ჩვენ ხო მარტო ჟურნალისტები არ ვართ. ხო ველაპარაკებით ჩვენ ჩვენ ოჯახებს, მეგობრებს, მეზობლებს - ეხლა ამათთანაც კი მრცხვენია. მის გვერდით მაშინ ვიდექი, როცა იბერიას არბევდნენ და მაშინ ვინც იარაღს გვადებდა და ძირს გვყრიდა, დღეს ოქუაშვილი იმასთან ერთადაა. აქამდე არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფაბრიკის პრესსამსახური ვიყავით და სიგარეტის გაყიდვებზე იყო დამოკიდებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია იბერია. ეთქვა მაინც მამაცხონებულს. ყველა ჩვენ ჩვენ არჩევანს გავაკეთებდით. რატო მაქვს პრეტენზია? იმიტომ რომ შეუძლებელია სადღაც მართალი იყო და სადღაც გადამგდები. რაც არ უნდა შეგვიფუთოს ამ კაცმა, რომლის გამო აქციებზე ხმა გვქონდა ჩახლეჩილი, იმის ღირსად მაინც უნდა ჩავეთვალეთ თავისივე თანამშრომლები რომ წესიერად აეხსნა რა უნდოდა და რა მოტივით გვიყენებდა ამდენი ხანი,"- წერს ხუზმიაშვილი.
მანვე დღეს პრესკონფერენცია ჩაატარა და მხარი დაუჭირა ტელეკომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კუთვნილი ხელფასის ასანაზღაურებლად სასამართლოს მიმართეს.
„როცა, გაჩერდა ტელევიზია, იმ დღეს ჟურნალისტებს არავინ შეხვდა. მეორე დღეს, როცა ეს შეხვედრა გაიმართა ტელევიზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინანსური პრობლემების გამო მიგვემართა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ეს იყო ჩვენი დაცინვა. ჟურნალისტებმა არ უნდა მოთხოვონ ფული ხელისუფლებას, ფული უნდა გადაიხდოს მან, ვინც დაიქირავა ეს ჟურნალისტები. მგონია, რომ აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ „იბერიის“ დამფუძნებლები. ჩვენ ვიომეთ, ვიბრძოლეთ და ბოლოს აღმოვჩნდით ქუჩაში და მადლობაც არავინ გვითხრა“ - განაცხადა ხუზმიაშვილმა.
„ომეგა-ჯგუფი,“ რომლის შემადგენლობაში ტელეკომპანია „იბერიაცაა“ ხელისუფლებას ბრალს სდებდა ბიზნესზე ზეწოლასა და ფინანსური პრობლემების შექმნის გზით კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის დახურვაში. საქართველოს მთავრობაში აცხადებდნენ, რომ „ომეგა-ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი მედიასაშუალების გამოყენებით და შანტაჟით ცდილობს თავი აარიდოს 50-მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების გადახდას.
ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა.
ყველა სიახლე
20 ივნისი 2026, 17:02
სამართალი
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
20 ივნისი 2026, 17:00
რეგიონი
გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება
გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება
20 ივნისი 2026, 16:56
მსოფლიო
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
გამოცემა Euractiv-ი გერმანიის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ვრცელ სტატიაში უძღვნის, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით.
20 ივნისი 2026, 16:42
სამართალი
პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 16:31
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად კლავდა ადამიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ის მოვიდა, ყველაფერი შეიცვალა.
20 ივნისი 2026, 16:10
მსოფლიო
ტრამპი მელონიზე: მისი პოპულარობა იტალიაში კლებულობს, შესაძლოა, იმიტომ, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებს - ქვეყანას, რომელსაც გულწრფელად უყვარს და იცავს იტალიას - ზურგი აქცია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი პოპულარობა კლებულობს.
20 ივნისი 2026, 15:33
კულტურა
„მუსიკალური საღამოები სასახლის ბაღში“ დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტით გაიხსნა
საღამო მუსიკოსის სცენაზე მოღვაწეობის 55 წელს მიეძღვნა და მისი შემოქმედებითი გზა, მუსიკა და ემოციები გააერთიანა.
20 ივნისი 2026, 15:32
პოლიტიკა
ახალციხეში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ახალციხეში, სასტუმრო „ახალციხე ინნ”-ში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
20 ივნისი 2026, 15:23
რეგიონი
სოფელ აწყურში სახალხო დღესასწაული „აწყურობა“ იზეიმეს
სოფელ აწყურში სახალხო დღესასწაული „აწყურობა“ იზეიმეს. მოეწყო გამოფენა, გაიხსენეს ცნობილი აწყურელები რომლებმაც სხვადასხვა დროს წვლილი შეიტანეს სოფლის განვითარებაში. სტუმრების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ ადგილობრივი შემსრულებლები.
20 ივნისი 2026, 15:16
საზოგადოება
მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო
18 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ალაზნის სათავე ნაგებობის ზედა ბიეფის მარცხენა დამცავი კედელი დააზიანა.
20 ივნისი 2026, 15:10
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: ძალიან საინტერესო „კორონაციის“ მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას
ძალიან საინტერესო კორონაციის მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა „ნაციონალურ მოძრობაში“ მიმდინარე პროცესის შეფასებისას.
20 ივნისი 2026, 15:09
მსოფლიო
ტრამპი ჯორჯია მელონიზე: არ მსურს, ჩემი გულშემატკივარი იყოს, რადგან ის იქ არ იყო - ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად - როდესაც სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობდით
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ორ ლიდერს შორის საჯარო დაპირისპირება დაიწყო. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 15:07
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: რა თქმა უნდა, ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი - აქაც ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ უშუალოდ თავისი ლიდერები მიმართაც
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნანუკა ჟორჟოლიანით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას აფასებს.
20 ივნისი 2026, 14:55
მსოფლიო
მედია: რუსეთმა უკრაინა დაბომბა. დაიღუპა სამი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით უკრაინა დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 45 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 14:55
რეგიონი
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა ხიდი, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა დაზიანდა.
20 ივნისი 2026, 14:28
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის გუნდი ღიაა და ელოდება ნანუკა ჟორჟოლიანს, პირადად მე ერთი თვით ადრე მქონდა ინფორმაცია, თუმცა, როდესაც თინათინ ბოკუჩავა საუბრობს, რომ პოსტით გაიგო კონკრეტული ამბავი, ალბათ ასე იყო
მიხეილ სააკაშვილის გუნდი ღიაა და ელოდება ნანუკა ჟორჟოლიანს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ.
20 ივნისი 2026, 14:22
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.
20 ივნისი 2026, 14:20
მსოფლიო
დონალდ ტუსკი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევაზე: პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მიერ უკრაინის ლიდერისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინს აღაფრთოვანებს, ხოლო მოკავშირეებს შოკში აგდებს.
20 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კომისია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებები ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
20 ივნისი 2026, 13:42
მსოფლიო
უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ბრალს სდებენ, რომ მან მამაკაცები გასტროლების საფარქვეშ საზღვარგარეთ გააპარა
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს როსტისლავ კანდეევს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურორზე რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.


